სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პუტინმა და კაბაევამ საქორწინო ბეჭდები ერთდროულად გაიკეთეს
პუტინმა და კაბაევამ საქორწინო ბეჭდები ერთდროულად გაიკეთეს

გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თით­ზე სა­ქო­წი­ნო ბეჭ­დით გა­მოჩ­ნდა. წერს ZNAK.com ტე­ლე­არხ LifeNews-ის სტოპ-კადრზე დაყ­რდნო­ბით, რო­მელ­ზეც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი­სა და ეგ­ვიპ­ტის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ აბ­დელ ფა­ტაჰ ას-სი­სის 13 თე­ბერ­ვლის შეხ­ვედ­რაა ასა­ხუ­ლი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პუ­ტი­ნის ბეჭ­დით გა­მო­ჩე­ნა გა­მო­ცე­მა­ში ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე მომ­ხდარ ასე­თი­ვე მო­უ­ლოდ­ნელ ამ­ბავს და­უ­კავ­ში­რეს - ტან­მო­ვარ­ჯი­შე ალი­ნა კა­ბა­ე­ვას ხელ­ზე სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დი შე­ნიშ­ნეს.

თა­ვის მხრივ, LifeNews-ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­იტ­ზე სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­სას რე­დაქ­ტო­რებ­მა პუ­ტი­ნის შეხ­ვედ­რი­დან ვი­დე­ოს მი­ღე­ბა ვერ მო­ას­წრეს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ილუსტრა­ცი­ის­თვის სა­არ­ქი­ვო კად­რი გა­მო­ი­ყე­ნეს.

LifeNews-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის აშოტ გაბ­რე­ლი­ა­ნო­ვის თქმით, ფოტო 2013 წლის 14 მარტს გა­და­ი­ღეს, რო­დე­საც პუ­ტი­ნი პა­ლეს­ტი­ნის პრე­ზი­დენტ მაჰ­მუდ აბასს ხვდე­ბო­და. შეხ­ვედ­რა იმა­ვე ად­გი­ლას გა­ი­მარ­თა, სა­დაც ეგ­ვიპ­ტის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრთან - "ნოვო ოგა­რი­ო­ვის" რე­ზი­დენ­ცი­ა­ში. პუ­ტინს ისე­თი­ვე ჰალ­სტუ­ხი და კოს­ტუ­მი ეცვა. გარ­და ამი­სა, რო­გორც რუს­მა ბლო­გერ­მა რუს­ტემ ადა­გა­მოვ­მა აღ­ნიშ­ნა, აბ­დელ ფა­ტაჰთან შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ველ ოფი­ცი­ა­ლურ ფო­ტო­ებ­ზე პუ­ტინს ბე­ჭე­დი არ უკე­თია.

პრე­სა­ში არა­ერ­თხელ და­წე­რეს, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი და ალი­ნა კა­ბა­ე­ვა ხვდე­ბი­ან, მაგ­რამ მათი ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია topnews.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

პუტინმა და კაბაევამ საქორწინო ბეჭდები ერთდროულად გაიკეთეს

პუტინმა და კაბაევამ საქორწინო ბეჭდები ერთდროულად გაიკეთეს

განქორწინებული ვლადიმერ პუტინი საზოგადოებაში თითზე საქოწინო ბეჭდით გამოჩნდა. წერს ZNAK.com ტელეარხ LifeNews-ის სტოპ-კადრზე დაყრდნობით, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტისა და ეგვიპტის თავდაცვის მინისტრ აბდელ ფატაჰ ას-სისის 13 თებერვლის შეხვედრაა ასახული.

საზოგადოებაში პუტინის ბეჭდით გამოჩენა გამოცემაში ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარ ასეთივე მოულოდნელ ამბავს დაუკავშირეს - ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევას ხელზე საქორწინო ბეჭედი შენიშნეს.

თავის მხრივ, LifeNews-ში განაცხადეს, რომ საიტზე სტატიის გამოქვეყნებისას რედაქტორებმა პუტინის შეხვედრიდან ვიდეოს მიღება ვერ მოასწრეს და სოციალურ ქსელში ილუსტრაციისთვის საარქივო კადრი გამოიყენეს.

LifeNews-ის გენერალური დირექტორის აშოტ გაბრელიანოვის თქმით, ფოტო 2013 წლის 14 მარტს გადაიღეს, როდესაც პუტინი პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს ხვდებოდა. შეხვედრა იმავე ადგილას გაიმართა, სადაც ეგვიპტის თავდაცვის მინისტრთან - "ნოვო ოგარიოვის" რეზიდენციაში. პუტინს ისეთივე ჰალსტუხი და კოსტუმი ეცვა. გარდა ამისა, როგორც რუსმა ბლოგერმა რუსტემ ადაგამოვმა აღნიშნა, აბდელ ფატაჰთან შეხვედრის ამსახველ ოფიციალურ ფოტოებზე პუტინს ბეჭედი არ უკეთია.

პრესაში არაერთხელ დაწერეს, რომ ვლადიმერ პუტინი და ალინა კაბაევა ხვდებიან, მაგრამ მათი ქორწინების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს