რა არის ის ერთადერთი კრიტერიუმი, რის გამოც ყველა ქალს ერთი ნახვით შეუყვარდებით?

რა არის ის ერთადერთი კრიტერიუმი, რის გამოც ყველა ქალს ერთი ნახვით შეუყვარდებით?

შეიძლება ქალებმა თქვან, რომ ცხოვრებაში მთავარი სიყვარულია, მაგრამ სინამდვილეში ერთადერთი კრიტერიუმი, რის გამოც გოგონას მამაკაცი ერთი ნახვით უყვარდება, ფულია.

კვლევითი ჯგუფის Mintel-ის ორგანიზატორებმა კვლევა სპეციალურად ვალენტინობის დღისთვის ჩაატარა. შედეგი ასეთია: მამაკაცების მხოლოდ 4% არასდროს ჰყვარებია და ამ მამაკაცების კატეგორიაში მოხვდნენ ადამიანები, რომელთა წლიური შემოსავალიც 50 000 გირვანქა სტერლინგია. რაც შეეხება უფრო დაბალ შემოსავალს, მაგალითად, 9 500 გირვანქა სტერლინგი, პროცენტი უფრო მაღალია და ამ კატეგორიაში შესული მამაკაცების 17% სიყვარულს უიმედოდ ელის. ყოველი მდიდარი სამი მამაკაციდან ერთი, ცხოვრებაში 5-ჯერ მაინც ყოფილა შეყვარებული და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ქალთან დაშორებიდან რამდენიმე დღეში ჰორიზონტზე ახალი გოგონა გამოჩენილა.

ამასთან, თუ ადრე პარტნიორს სამსახურსა, თუ ღამის კლუბებში ეცნობოდნენ, ახლა ეს ნიშა ინტერნეტმა, გაცნობის საიტებმა დაიკავა. აღმოჩნდა, რომ ვალენტინობას ქალებზე მეტად სერიოზულად მამაკაცები უყურებენ. კაცების 26% ფიქრობს, რომ ეს დღე შესანიშნავია სიყვარულის და გრძნობების გამოსამჟღავნებლად. ექსპერიმენტში მონაწილე წყვილების ნახევარმა განაცხადა, რომ ვალენტინობა მომგებიანი დღეა კომპანიებისთვის, რომ სიყვარულის სახელით ფული გააკეთონ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს