"ევროპასთან ასოცირების გაფორმება აღარ უნდა გადაიდოს" - სალომე ზურაბიშვილი

"ევროპასთან ასოცირების გაფორმება აღარ უნდა გადაიდოს" - სალომე ზურაბიშვილი

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან "ზურგგამართული" დიალოგის წარმოებას საქართველო მხოლოდ მაშინ შეძლებს, როცა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას გააფორმებს. ამის შესახებ ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

ევროპელი ვარ და ევროპული გზა მიმაჩნია ჩვენი ერთადერთ გადარჩენის გზად, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ მუდმივად ვიყოთ ევროპელების დაქვემდებარებაში და ჩვენც არ გვქონდეს ჩვენი ხედვა და პოლიტიკა... დღეს არის სწორედ ის მომენტი, როცა უნდა დავუსაბუთოდ, რომ ჩვენთან ასოცირების გაფორმება აღარ უნდა გადაიდოს... დალოდება შემოდგომამდე ეს არის პირდაპირ რუსეთის მადის გახსნა, რათა ეს დრო გამოიყენოს ზეწოლისთვის (პუტინის მიერ შემოთავაზებული შეხვედრები ამაზე უკვე მეტყველებს)... ევროპის სწორი პასუხი უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე (და ნაკლებად ცნობილი მაგრამ ასევე შემაშფოთებელი მოვლენები მოლდავეთის გაგაუზთა რეგიონში და ტრასდნისტრიაში) იქნებოდი და კიდევ არის საქართველოსთვის პროცესების დაჩქარება... და თუ ვერ ფიქრობენ ჩვენ უნდა ვაფიქრებინოთ! მოვითხოვოთ და გავაგებინოთ, რა ფასი აქვს დღევანდელ დღეს საქართველოს ....

ეს თუმცა არ ნიშნავს, რომ ეს სივრცე - რასაც ხან ახლო მეზობლობის სივრცედ და ხან პოსტ საბჭოთად იხსენებენ - უნდა დაუბრუნდეს ნულოვან თამაშებს და კონფრონტაციის პოლიტიკას.... პირიქით ასოცირებაზე ხელი მოვაწეროთ და ამით ზურგგამაგრებული გამართულად შევძლებთ რუსეთთან იმ აუცილებელი დიალოგის გამართვას... დიალოგი ორივესთან გვინდა - ევროპასთან და რუსეთთან - მაგრამ ორივესთან წინა პირობა ერთია: ვიცოდეთ, რა გვინდა და ჩვენი ინტერესების წარდგენა და დაცვა!", - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, ვილნიუსში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირების საზეიმო ცერემონია 29 ნოემბერს გაიმართა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს