ქეთი მელუას ძმა ცნობილ სიძეს კარიერის აწყობაში ეხმარება

ქეთი მელუას ძმა ცნობილ სიძეს კარიერის აწყობაში ეხმარება

ის, რომ ქეთი მელუას ქმარი, ყოფილი ბაიკერი, მსოფლიო სუპერბაიკის ორგზის ჩემპიონი ჯეიმს თაუსლენდი თავის ბავშვობის გატაცებას დაუბრუნდა და ისევ ამღერდა, ბევრმა იცის. თუმცა ის ნაკლებად ცნობილი ამბავია, რომ ჯეიმსის მიერ შექმნილ ჯგუფში, რომელიც მისივე სახელობისაა და ''თაუსლენდი'' ჰქვია, ერთ-ერთი ძირითადი წევრი მისი ცოლისძმაა.

სიძე-ცოლისძმა უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობენ და წარმატებებსაც მიაღწიეს. ზურაბ მელუა ჯეიმსის ჯგუფში გიტარაზე უკრავს. ჯგუფს, რომელშიც მათ გარდა კიდევ სამი წევრია, უკვე გამოშვებული აქვს სოლოალბომი, რამდენიმე დღის წინ კი მორიგი ახალი სიმღერაც წარუდგინეს საზოგადოება.

ჯეიმსი თავის ბენდთან ერთად BBC-რადიოს სტუმრობდა და სწორედ იქ მოახდინეს ახალი სიმღერის დემონსტრირება.

ბიჭები ძირითადად როკმუსიკას უკრავენ. მათ ძალიან ეხმარება ქეთი, რომელიც რეპეტიციებსაც ხშირად ესწრება.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება