"ძაღლს ცოცხალ წიწილს მივუგდებდი, რომ მოეკლა და გააგრესიულებულიყო"

"ძაღლს ცოცხალ წიწილს მივუგდებდი, რომ მოეკლა და გააგრესიულებულიყო"

ძაღლების ჩხუბი თანამედროვეობის ერთ-ერთი მძიმე პრობლემად იქცა. როგორც ცხოველთა უფლებადამცველები ამბობენ, ამ "სპორტის" გამო ყოველწლიურად ათასობით ძაღლი იღუპება. ზოგი უშუალოდ ჩხუბის დროს კვდება, ზოგიც შემდგომი ტრამვების მერე, ზოგსაც პატრონი კლავს ან აგდებს, რადგან დამარცხდა. ძაღლების ჩხუბი ბევრისთვის შემოსავლის მსუყე წყაროდ იქცა. ჩვენი რესპოდენტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, რამდენიმე ხნის წინ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში ფიგურირებს, სადაც პიტბულის ჯიშის ძაღლების "წვრთნა" იყო ასახული. ვიდეომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. როგორც თავად "მწვრთნელი" ამბობს, იგი სპეციალურად ზრდიდა ძაღლს, რომ მერე ეჩხუბებინა. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, იგი მხოლოდ 16 წლისაა...

- ძაღლებს რაიმე განსაკუთრებული მეთოდით წვრთნი?

- ლეკვობიდანვე ვზრდიდი მაჩხუბრად. უცხო ლეკვს ვაჩვენებდი და მივუქსევდი ხოლმე. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ თავიდანვე აგრესიული ყოფილიყო, რაც შეიძლება მკაცრად ვზრდიდი. ზოგჯერ ცოცხალ წიწილს მივუგდებდი, რომ მოეკლა და გააგრესიულებულიყო. ხშირად არ ვცემდი, მაგრამ ხანდახან ცემაც საჭიროა, მაგრამ ხანდახან ვეფერებოდი კიდეც, რომ მიმხვდარიყო, როდის ვიყავი მისით კმაყოფილი.

- ძაღლების ჩხუბი რომ კანონით დასჯადია ამის შესახებ გაგიგია?

- ჩემთის ეგ კანონდარღვევა არაა, ძაღლი ჩემია და რასაც მინდა, იმას ვიზამ. მინდა ვაჩხუბებ, მინდა ეზოში დავაბამ და მინდა კურტკას ჩავაცმევ ზოგიერთი ქაჯივით.

- შეიძლება შენთვის არ იყოს კანონდაღევა, მაგრამ რეალურად ეს დანაშაულია. შენმა მშობლებმა თუ იციან, რომ ამ საქმით ხარ დაკავებული?

- კი, იციან და არასოდეს არ მოუცია შენიშვნა ამის გამო. პირიქით, მამა რამდენჯერმე გამომყვა კიდეც, რომ ჩხუბისთვის ეყურებინა.

- ფულის გამო გიჩხუბებია ძაღლი?

- ფულის გამო არ მიჩხუბებია. თუ ვინმეს ექნებოდა სურვილი, რომ ძაღლი ეჩხუბებინა მაშინ ვაჩხუბებდი. ვიცი ბევრია, რომ ამ საქმით ფულს შოულობს და ძაღლები არ ეცოდება, მაგრამ მე ფულზე არ ვაჩხუბებდი, რადგან ძაღლები მიყვარს ბაშვობიდანვე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია