სოზარ სუბარის ყოფილი მრეჩვეელი ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" გვერდზე ხელისუფლების ყოფილ და ამჟამინდელ ლიდერებზე მხატვრულ ჩანახატს აქვეყნებს.
"ირაკლი ღარიბაშვილი - ქართული ჭედური ნაკეთობაა ტიხრული მინანქრით...
ზვიად გამსაურდია იყო "რენესანსი" - ქართველთა აღორძინება, დიადი წარსულის დაბრუნების მცდელობა, წელში გამართვა და თვითგამორკვევა. იდენტიფიკაცია ეთნოსთან, ენასთან, მამულთან და სარწმუნოებასთან...
ედუარდ შევარდნაზე იყო "ბაროკო" - იტალიურიდან თარგმნილი ბაროკო - ცოდვილსა და ფუფუნებისკენ მიდრეკილს ნიშნავს... ჟაბოებსა და მანჟეტებში შემოსილი ცრუ ელიტა, ბევრი ფერუმარილი და ცოტა საქმე...
მიხეილ სააკაშვილი არის სიურეალიზმი, და როგორც სალვადორ დალი გიჟისგან მხოლოდ იმით განხვავდება, რომ გიჟი არ არის!
შემოქმედენითი ენერგია - ქვეცნობიერიდან... და ვინ მართავს მის ქვეცნობიერს?
ბიძინა ივანიშვილი არის იმპრესიონიზმი - impression-(fr.) შთაბეჭდილება...
მისი ხედვა უძიროა, მისი ფერები ხასიათისამებრ გამძაფრებული...
ის ოსტატურად აზავებს შხამს და ნექტარს ...
და მისი ფასი ყოველთვის მაღლა იწევს...
გიორგი მაგველაშვილი არის რომანტიზმი...
ის არის ქალაქი, მაგრამ სულის სიმშვიდეს პოულობს ბუნებაში,
მას არ უყვარს დოგმები, მას საკუთარი შედევრი ჯერ არ დაუწერია...
ირაკლი ღარიბაშვილი - ქართული ჭედური ნაკეთობაა ტიხრული მინანქრით...
მისი სიტყვა აჭედებს და წელში ტეხს ურჩებს...
დანარჩენებმა თავი აბსტაქციონიზმსა და პოპ.არტში ეძიონ...
პატივისცემით: მოხეტიალე მხატვარი ლალი მოროშკინა", - წერს მოროშკინა.