სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მომხმარებლებს, რომლებმაც გაზის ორი თვის გადასახადი ერთად მიიღეს, თანხის გადახდა პირველ მარტამდე შეეძლებათ
მომხმარებლებს, რომლებმაც გაზის ორი თვის გადასახადი ერთად მიიღეს, თანხის გადახდა პირველ მარტამდე შეეძლებათ

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ (სე­მეკ) სა­ლე­ცენ­ზიო პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო "ყა­ზტრანსგაზ თბი­ლი­სი" 5 000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სე­მეკ-მა დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მი­ი­ღო. სხდო­მას კო­მი­სი­ის სამი წევ­რი ეს­წრე­ბო­და და "ყა­ზტრანსგაზ თბი­ლი­სის" და­ჯა­რი­მე­ბას სა­მი­ვე წევ­რმა და­უ­ჭი­რა მხა­რი.

საქ­მე ეხე­ბო­და "ყა­ზტრანსგაზ თბი­ლი­სის" მიერ 2013 წლის დე­კემ­ბერ­სა და 2014 წლის იან­ვარ­ში მო­ქა­ლა­ქე­თა მიერ მოხ­მა­რე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის აღ­რი­ცხვის წე­სის დარ­ღვე­ვას, რის გა­მოც მო­ქა­ლა­ქე­ებს მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში გაზ­რდი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი მი­უ­ვი­დათ.

გარ­და და­ჯა­რი­მე­ბი­სა, კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, იმ მომ­ხმა­რებ­ლებს, რომ­ლებ­საც ბუ­ნებ­რივ გა­ზის ჩვე­ნე­ბის ერთ ქვი­თარ­ში ასახ­ვი­თა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დის წარ­დგე­ნით გა­უ­უ­ა­რეს­დათ მდგო­მა­რე­ო­ბა, და­რი­ცხუ­ლი თან­ხის გა­დახ­და შე­ეძ­ლე­ბათ მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ველ მარ­ტამ­დე.

რო­გორც სე­მეკ-ის თავ­მჯდო­მა­რე ირი­ნა მი­ლო­რა­ვამ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, 2013 წლის დე­კემ­ბრი­სა და 2014 წლის იან­ვრის თვე­ებ­ში ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის მოხ­მა­რე­ბის ერთ ქვი­თარ­ში ასახ­ვით "ყა­ზტრანსგაზ თბი­ლის­მა" და­არ­ღვია სე­მეკ-ის 2009 წლის 9 ივ­ლი­სის #12 დად­გე­ნი­ლე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი "ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის მი­წო­დე­ბი­სა და მოხ­მა­რე­ბის წე­სე­ბის" I, მე-2 და მე-10 მუხ­ლე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი, რაც ამავდრო­უ­ლად წარ­მო­ად­გენს "ყა­ზტრანსგაზ თბი­ლი­სის" მიერ სა­ლი­ცენ­ზიო პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვას.

სხდო­მას ეს­წრე­ბო­და "ყა­ზტრანსგაზ თბი­ლი­სის" სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი ირაკ­ლი გა­ბუ­ნი­აც, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ არ ეთან­ხმე­ბა სე­მეკ-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჯა­რი­მის ნა­წილ­ში, თუმ­ცა არ გა­მო­რი­ცხავს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბას.

სხდო­მას ეს­წრე­ბო­და მომ­ხმა­რე­ბელ­თა ინ­ტერ­სე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დამ­ცვე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ნინო გუ­ლე­იშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ სე­მეკ-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კა­ნო­ნი­ე­რია.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ყა­ზტრანსგაზ თბი­ლი­სი" 5 000 ლა­რით და­ჯა­რიმ­და

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მომხმარებლებს, რომლებმაც გაზის ორი თვის გადასახადი ერთად მიიღეს, თანხის გადახდა პირველ მარტამდე შეეძლებათ

მომხმარებლებს, რომლებმაც გაზის ორი თვის გადასახადი ერთად მიიღეს, თანხის გადახდა პირველ მარტამდე შეეძლებათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სალეცენზიო პირობების დარღვევის გამო "ყაზტრანსგაზ თბილისი" 5 000 ლარით დააჯარიმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკ-მა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. სხდომას კომისიის სამი წევრი ესწრებოდა და "ყაზტრანსგაზ თბილისის" დაჯარიმებას სამივე წევრმა დაუჭირა მხარი.

საქმე ეხებოდა "ყაზტრანსგაზ თბილისის" მიერ 2013 წლის დეკემბერსა და 2014 წლის იანვარში მოქალაქეთა მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვის წესის დარღვევას, რის გამოც მოქალაქეებს მიმდინარე წლის იანვარში გაზრდილი გადასახადები მიუვიდათ.

გარდა დაჯარიმებისა, კომისიის გადაწყვეტილებით, იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ბუნებრივ გაზის ჩვენების ერთ ქვითარში ასახვითა და გაერთიანებული გადასახადის წარდგენით გაუუარესდათ მდგომარეობა, დარიცხული თანხის გადახდა შეეძლებათ მიმდინარე წლის პირველ მარტამდე.

როგორც სემეკ-ის თავმჯდომარე ირინა მილორავამ სხდომაზე განაცხადა, 2013 წლის დეკემბრისა და 2014 წლის იანვრის თვეებში ბუნებრივი გაზის მოხმარების ერთ ქვითარში ასახვით "ყაზტრანსგაზ თბილისმა" დაარღვია სემეკ-ის 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების" I, მე-2 და მე-10 მუხლების მოთხოვნები, რაც ამავდროულად წარმოადგენს "ყაზტრანსგაზ თბილისის" მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევას.

სხდომას ესწრებოდა "ყაზტრანსგაზ თბილისის" სპეციალური მმართველი ირაკლი გაბუნიაც, რომელმაც განაცხადა, რომ არ ეთანხმება სემეკ-ის გადაწყვეტილებას ჯარიმის ნაწილში, თუმცა არ გამორიცხავს ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გასაჩივრებას.

სხდომას ესწრებოდა მომხმარებელთა ინტერსების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გულეიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ სემეკ-ის გადაწყვეტილება კანონიერია.

იხილეთ ვიდეო: "ყაზტრანსგაზ თბილისი" 5 000 ლარით დაჯარიმდა

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ