"ბატონი გოგა" ქვემო ქართლში თანამდებობრივად ჩამოქვეითდა

"ბატონი გოგა" ქვემო ქართლში თანამდებობრივად ჩამოქვეითდა

საქართველოს შემოსავლების სამსახურის უბნის ოფიცერთა სამმართველოს უფროსი გიორგი ბერძენიშვილი პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობრივად დაქვეითდა და ქვემო ქართლის რეგიონის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. გარდა ამისა, მას 10 დღის ხელფასიც დაექვითა.

საქმე ეხება გორის სასამართლოს შენობაში, გიორგი ბერძენიშვილის მიერ ადვოკატისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას.

"ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ფაქტზე განახორციელა მოკვლევა. მოკვლევის შედეგებიდან გამომდინარე, გიორგი ბერძენიშვილს დაეკისრა ადმინისტრაციული სასჯელი - 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება. ამასთან, თავად ბერძენიშვილის პირადი განცხადების თანახმად, იგი გადაყვანილია უფრო დაბალ პოზიციაზე - ამავე სამმართველოს ქვემო ქართლის სექტორის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლად", - წერია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა