სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვინ აკონტროლებს ლიფტების უსაფრთხოებას და სად მიდის შეგროვებული ლიფტის ფული
ვინ აკონტროლებს ლიფტების უსაფრთხოებას და სად მიდის შეგროვებული ლიფტის ფული

"პა­ლიტ­რა მე­დი­ამ" და Scoopshot-მა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ წა­მო­ი­წყეს ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლა აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქეს აძ­ლევს უნი­კა­ლურ შანსს, მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ახა­ლი ამ­ბე­ბის შექ­მნა­ში. Ambebi.ge-ს რე­დაქ­ცი­ა­ში ბოლო დროს შე­მო­სუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა უბ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­დარ­ბა­ზო­ე­ბის, ქუ­ჩე­ბი­სა და ეზო­ე­ბის პრობ­ლე­მას ასა­ხავს. ზოგი მწყობ­რი­დან გა­მო­სულ ლიფტს შე­უ­წუ­ხე­ბია, ზოგს კი კორ­პუს­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სკვე­რებ­ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ბავ­შვო სა­ქა­ნე­ლე­ბის ბედი აწუ­ხებს. ვი­ნა­ი­დან რე­დაქ­ცი­ა­ში შე­მო­სუ­ლი ფო­ტო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს ასა­ხავს, ზოგი ად­გი­ლის მი­სა­მარ­თი კი გა­ურ­კვე­ვე­ლია, გა­დავ­წყვი­ტეთ ამ ეტაპ­ზე სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებ­ში არ­სე­ბუ­ლი ლიფ­ტე­ბი­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ მიგ­ვე­მარ­თა მე­რი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის­თვის.

რო­გორც ცენ­ტრა­ლურ რა­ი­ო­ნებ­ში, ისე გა­რე­უბ­ნებ­ში არ­სე­ბულ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებ­ში ლიფ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა მას შემ­დეგ არ შეც­ვლი­ლა, რაც კორ­პუ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა დას­რულ­და. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ლიფ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 30-40 წელ­ზე მე­ტია ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ხში­რად მწყობ­რი­დან გა­მო­დის და შე­დე­გად, სულ მცი­რე, ლიფ­ტში გა­ჭე­დი­ლი დახ­მა­რე­ბის მთხოვ­ნე­ლი მე­ზობ­ლის მუ­და­რას ვი­ღებთ.

ზურა ორ­მო­ცა­ძე მუ­ხი­ა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში ერთ-ერთი კორ­პუ­სის ამ­ხა­ნა­გო­ბის თავ­მჯდო­მა­რეა და სა­მე­ზობ­ლო­ში არ­სე­ბულ თით­ქმის ყვე­ლა პრობ­ლე­მას ზედ­მი­წევ­ნით იც­ნობს. მი­აჩ­ნია, რომ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და ძვე­ლი ლიფ­ტე­ბის პრობ­ლე­მა დღემ­დე ერთ-ერთ ძნე­ლად მო­საგ­ვა­რე­ბელ პრობ­ლე­მად რჩე­ბა და ფიქ­რობს, რომ თბი­ლი­სის მე­რია ამ სა­კითხს უფრო მეტ ფი­ნან­სებ­სა და ყუ­რა­დღე­ბას უნდა უთ­მობ­დეს:

"და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ, ჩვე­ნი კორ­პუ­სის მე­ო­რე სა­დარ­ბა­ზო­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად ლიფ­ტი გა­მო­ვი­და მწყობ­რი­დან, მუხ­რუჭ­მა უმტყუ­ნა და შუა ხნის ქალი სიკ­ვდილს ძლივს გა­და­ურ­ჩა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ კი ახალ­გაზ­რდა ბიჭი ლიფ­ტის კა­ბი­ნა­ში ჩა­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. მა­შინ ლიფ­ტებს უფრო ხში­რად ძარ­ცვავ­დნენ. სამ­წუ­ხა­როდ, უფუნ­ქცი­ოდ დარ­ჩე­ნილ ლიფტს კარი არ ჰქონ­და აჭე­დი­ლი, მი­ეყ­რდნო და ჩა­ვარ­და... მარ­თა­ლია, ამ­ჟა­მად ვი­თა­რე­ბა შე­და­რე­ბით გა­მოს­წორ­და, მაგ­რამ კა­პი­ტა­ლურ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­სა და შე­კე­თე­ბას საკ­მა­ოდ დიდი თან­ხა სჭირ­დე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბა ხში­რად უარს ამ­ბობს მო­ტო­რის, მუხ­რუ­ჭის და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბის გა­მოც­ვლა­ზე. მე­ზობ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას უჭირს ეკო­ნო­მი­უ­რად და ძნე­ლია თითო იჯახს 70-80 ლარი მოს­თხო­ვო. ყო­ველ თვე ხომ ვაგ­რო­ვებთ ლიფ­ტის ფულს, თვის ბო­ლოს მო­დის კერ­ძოდ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ლიფ­ტის ხე­ლო­სა­ნი და მას მი­აქვს ეს თან­ხა, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბა თვით­ნას­წავ­ლია. თა­ნაც იმ ლიფ­ტებ­ში, სა­დაც რკი­ნის ყუ­თე­ბია და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, ხში­რად ძველ რკი­ნის მო­ნე­ტებს ყრი­ან და უმე­ტე­სად თვის ბო­ლოს 2-3 ლარ­ზე მეტი არ გროვ­დე­ბა. თბი­ლი­სის მე­რი­ამ ამ­ხა­ნა­გო­ბებს მოგ­ვან­დო ამ პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მაგ­რამ უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, თა­ვად და­ედ­გი­ნათ ტა­რი­ფე­ბი და პე­რი­ო­დუ­ლად მო­ნი­ტო­რინ­გი მა­ინც ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. უმ­ჯო­ბე­სია, ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბო­დეს ლიფ­ტე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა, ვიდ­რე სი­ტყვი­ე­რი ნდო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ზურა ორ­მო­ცა­ძემ.

ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებ­ში არ­სე­ბუ­ლი ლიფ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე და ვის უნდა მი­მარ­თოს მო­სახ­ლე­ო­ბამ, თუკი მათ სა­დარ­ბა­ზო­ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ლიფ­ტის აღ­დგე­ნა ან ახ­ლის და­მონ­ტა­ჟე­ბა სურთ? ამ კი­თხვე­ბით ქ. თბი­ლი­სის მე­რი­ას მივ­მარ­თეთ:

"იმი­სათ­ვის, რომ მოხ­დეს ლიფ­ტის აღ­დგე­ნა ან ახა­ლის და­მონ­ტა­ჟე­ბა, კორ­პუ­სის ამ­ხა­ნა­გო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ უნდა მო­ი­ძი­ოს მის­თვის სა­სურ­ვე­ლი მომ­სა­ხუ­რე ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც შე­უდ­გენს დე­ფექ­ტურ აქტს და ხარჯთაღ­რი­ცხვას. ამ­ხა­ნა­გო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ გა­ნა­ცხა­დი ბლანკთან ერ­თად უნდა წა­რად­გი­ნოს 1-10 რი­ცხვის ჩათ­ვლით მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. ამის შემ­დეგ კი და­ფი­ნანსდე­ბა და გა­მო­ი­ცე­მა და­ფი­ნან­სე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა. დად­გე­ნი­ლე­ბის გა­მო­ცე­მი­დან 21 დღე­ში ამ­ხა­ნა­გო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ უნდა გა­და­ი­ხა­დოს მათი წილი 30% და და­ი­დოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მომ­სა­ხუ­რე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს მი­თი­თე­ბუ­ლი ობი­ექ­ტის მი­წო­დე­ბის ვა­დე­ბი და გა­რან­ტია.

თავ­მჯდო­მა­რის მიერ გა­დახ­დის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ქვით­რი­სა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის წარ­დგე­ნის შემ­დეგ, გა­ფორმ­დე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ამ­ხა­ნა­გო­ბა­სა და გამ­გე­ო­ბას შო­რის.

არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის შემ­დეგ, ამ­ხა­ნა­გო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს უნდა წა­რუდ­გი­ნოს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის აქტი, რო­მელ­საც უნდა ერ­თვო­დეს ტექ­ნი­კუ­რი გა­მარ­თუ­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტი, რომ ლიფ­ტი ნამ­დვი­ლად შე­კეთ­და. ამის შე­დეგ გამ­გე­ო­ბა ური­ცხავს დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხის 70%-ს. კონ­ტრო­ლი ლიფტ­ზე და გა­რან­ტი­ე­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში არის ჩა­დე­ბუ­ლი ამ­ხა­ნა­გო­ბა­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას შო­რის", - გან­მარ­ტავს ქ. თბი­ლი­სის მე­რი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჩვე­ნი რე­დაქ­ცია ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნილ ფო­ტო­მა­სა­ლას. Ambebi.ge ერ­თგულ მკი­თხველს პე­რი­ო­დუ­ლად გა­გაც­ნობთ სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლებს მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი­სა და მათი მოგ­ვა­რე­ბის შე­საძ­ლო გზე­ბის შე­სა­ხებ.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ბმუ­ლი: www.facebook.com/scoopshotgeorgia

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვინ აკონტროლებს ლიფტების უსაფრთხოებას და სად მიდის შეგროვებული ლიფტის ფული

ვინ აკონტროლებს ლიფტების უსაფრთხოებას და სად მიდის შეგროვებული ლიფტის ფული

"პალიტრა მედიამ" და Scoopshot-მა რამდენიმე კვირის წინ წამოიწყეს ერთობლივი პროექტი, რომელიც ყველა აქტიურ მოქალაქეს აძლევს უნიკალურ შანსს, მიიღოს მონაწილეობა ახალი ამბების შექმნაში. Ambebi.ge-ს რედაქციაში ბოლო დროს შემოსული ფოტომასალების უმეტესობა თბილისის სხვადასხვა უბნებში არსებული სადარბაზოების, ქუჩებისა და ეზოების პრობლემას ასახავს. ზოგი მწყობრიდან გამოსულ ლიფტს შეუწუხებია, ზოგს კი კორპუსთან ახლოს მდებარე სკვერებში დაზიანებული საბავშვო საქანელების ბედი აწუხებს. ვინაიდან რედაქციაში შემოსული ფოტოების უმეტესობა რეგიონებში არსებულ პრობლემებს ასახავს, ზოგი ადგილის მისამართი კი გაურკვეველია, გადავწყვიტეთ ამ ეტაპზე საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ლიფტებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ მიგვემართა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისთვის.

როგორც ცენტრალურ რაიონებში, ისე გარეუბნებში არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების უმეტესობა მას შემდეგ არ შეცვლილა, რაც კორპუსების მშენებლობა დასრულდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლიფტების უმეტესობა დაახლოებით 30-40 წელზე მეტია ფუნქციონირებს, ხშირად მწყობრიდან გამოდის და შედეგად, სულ მცირე, ლიფტში გაჭედილი დახმარების მთხოვნელი მეზობლის მუდარას ვიღებთ.

ზურა ორმოცაძე მუხიანის დასახლებაში ერთ-ერთი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეა და სამეზობლოში არსებულ თითქმის ყველა პრობლემას ზედმიწევნით იცნობს. მიაჩნია, რომ დაზიანებული და ძველი ლიფტების პრობლემა დღემდე ერთ-ერთ ძნელად მოსაგვარებელ პრობლემად რჩება და ფიქრობს, რომ თბილისის მერია ამ საკითხს უფრო მეტ ფინანსებსა და ყურადღებას უნდა უთმობდეს:

"დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩვენი კორპუსის მეორე სადარბაზოში მოულოდნელად ლიფტი გამოვიდა მწყობრიდან, მუხრუჭმა უმტყუნა და შუა ხნის ქალი სიკვდილს ძლივს გადაურჩა. რამდენიმე წლის წინ კი ახალგაზრდა ბიჭი ლიფტის კაბინაში ჩავარდა და გარდაიცვალა. მაშინ ლიფტებს უფრო ხშირად ძარცვავდნენ. სამწუხაროდ, უფუნქციოდ დარჩენილ ლიფტს კარი არ ჰქონდა აჭედილი, მიეყრდნო და ჩავარდა... მართალია, ამჟამად ვითარება შედარებით გამოსწორდა, მაგრამ კაპიტალურ დათვალიერებასა და შეკეთებას საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება და მოსახლეობა ხშირად უარს ამბობს მოტორის, მუხრუჭის და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების გამოცვლაზე. მეზობლების უმეტესობას უჭირს ეკონომიურად და ძნელია თითო იჯახს 70-80 ლარი მოსთხოვო. ყოველ თვე ხომ ვაგროვებთ ლიფტის ფულს, თვის ბოლოს მოდის კერძოდ დაქირავებული ლიფტის ხელოსანი და მას მიაქვს ეს თანხა, მაგრამ უმეტესობა თვითნასწავლია. თანაც იმ ლიფტებში, სადაც რკინის ყუთებია დამონტაჟებული, ხშირად ძველ რკინის მონეტებს ყრიან და უმეტესად თვის ბოლოს 2-3 ლარზე მეტი არ გროვდება. თბილისის მერიამ ამხანაგობებს მოგვანდო ამ პრობლემის გადაწყვეტის პასუხისმგებლობა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, თავად დაედგინათ ტარიფები და პერიოდულად მონიტორინგი მაინც ჩაეტარებინათ. უმჯობესია, ოფიციალურად დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხდებოდეს ლიფტების მოვლა-პატრონობა, ვიდრე სიტყვიერი ნდობის საფუძველზე", - განაცხადა ზურა ორმოცაძემ.

ვინ არის პასუხისმგებელი საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ლიფტების უსაფრთხოებაზე და ვის უნდა მიმართოს მოსახლეობამ, თუკი მათ სადარბაზოში დაზიანებული ლიფტის აღდგენა ან ახლის დამონტაჟება სურთ? ამ კითხვებით ქ. თბილისის მერიას მივმართეთ:

"იმისათვის, რომ მოხდეს ლიფტის აღდგენა ან ახალის დამონტაჟება, კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ უნდა მოიძიოს მისთვის სასურველი მომსახურე ორგანიზაცია, რომელიც შეუდგენს დეფექტურ აქტს და ხარჯთაღრიცხვას. ამხანაგობის თავმჯდომარემ განაცხადი ბლანკთან ერთად უნდა წარადგინოს 1-10 რიცხვის ჩათვლით მუნიციპალიტეტში. ამის შემდეგ კი დაფინანსდება და გამოიცემა დაფინანსების დადგენილება. დადგენილების გამოცემიდან 21 დღეში ამხანაგობის თავმჯდომარემ უნდა გადაიხადოს მათი წილი 30% და დაიდოს ხელშეკრულება მომსახურე ორგანიზაციასთან. ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ობიექტის მიწოდების ვადები და გარანტია.

თავმჯდომარის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და ხელშეკრულების წარდგენის შემდეგ, გაფორმდება ხელშეკრულება ამხანაგობასა და გამგეობას შორის.

არსებული პრობლემის მოგვარების შემდეგ, ამხანაგობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტს უნდა წარუდგინოს შესრულებული სამუშაოების აქტი, რომელსაც უნდა ერთვოდეს ტექნიკური გამართულობის დოკუმენტი, რომ ლიფტი ნამდვილად შეკეთდა. ამის შედეგ გამგეობა ურიცხავს დარჩენილი თანხის 70%-ს. კონტროლი ლიფტზე და გარანტიები ხელშეკრულებაში არის ჩადებული ამხანაგობასა და ორგანიზაციას შორის", - განმარტავს ქ. თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი რედაქცია ყურადღებით ადევნებს თვალს მოქალაქეების მიერ გამოგზავნილ ფოტომასალას. Ambebi.ge ერთგულ მკითხველს პერიოდულად გაგაცნობთ საინტერესო მასალებს მსგავსი პრობლემებისა და მათი მოგვარების შესაძლო გზების შესახებ.

სალომე შიხაშვილი

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ბმული: www.facebook.com/scoopshotgeorgia

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია