ოფიციალურ ვახშამზე მიშელ ობამას ჩაცმულობა 12 000 დოლარად შეაფასეს

ოფიციალურ ვახშამზე მიშელ ობამას ჩაცმულობა 12 000 დოლარად შეაფასეს

საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის აშშ-ში ვიზიტისას ამერიკის ლიდერმა ბარაკ ობამამ კოლეგა თეთრ სახლში ვახშამზე დაპატიჟა. ღონისძიების დროს პრესის ყურადღება მისი მეუღლის, მიშელ ობამას ჩაცმულობამ მიიპყო - ექსპერტებმა კაბის ღირებულება 10-12 ათას დოლარად შეაფასეს.

ტელეარხ CNN-ის ეთერში თეთრ სახლში გრანდიოზული ღონისძიების განხილვისას, ერთ-ერთმა დაპატიჟებულმა ექსპერტმა ყურადღება აშშ-ის პირველი ლედის ელეგანტურ ლურჯსა და შავ ფერში გადაწყვეტილ კაბას მიაქცია. მან იგი სადად და ელეგანტურად მიიჩნია, მაგრამ აღნიშნა, რომ ასეთი სამოსი მიშელ ობამას დაახლოებით 10 000 დოლარი დაუჯდებოდა.

გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, პრეზიდენტის მეუღლეს მასში ფული თავად გადაეხადა, რაზეც ექსპერტი დაეთანხმა. ამასთან, პროგრამის სხვა სტუმარმა აღნიშნა, რომ კაბა შესაძლოა, 12 000 დოლარიც ღირდეს. "მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია",- დასძინა მან.

ოლანდის აშშ-ში ვიზიტის დროს სახელმწიფოების ლიდერებმა ქვეყნებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და შემდგომი თანამშრომლობის სადღეგრძელოები შესვეს.

ბოლო დროს ორივე პრეზიდენტი მათი პირადი ცხოვრების გამო პრესის ინტერესს იწვევენ. მაგალითად, ოლანდმა ღალატის სკანდალის შემდეგ, ვალერი ტრიერვეილერთან დაშორების შესახებ განაცხადა. ხოლო ობამა მომღერალ ბიონსესთან რომანში დაადანაშაულეს, მაგრამ ეს ჭორები მოგვიანებით უარყვეს.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს