სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ძველი ბიჭების ძმაკაცები მოდიოდნენ და ქმნიდნენ აურზაურს" - სუბარი გეგუთის ციხესთან აქციებზე
"ძველი ბიჭების ძმაკაცები მოდიოდნენ და ქმნიდნენ აურზაურს" - სუბარი გეგუთის ციხესთან აქციებზე

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რი გე­გუ­თის ცი­ხეს­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს "ძვე­ლი ბი­ჭე­ბის ძმა­კა­ცებს" უკავ­ში­რებს. რო­გორც სო­ზარ სუ­ბარ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­ნუ­ცხა­და, გე­გუთ­ში ამ დრო­ის­თვის სიმ­შვი­დეა და რო­გორც "არაფ­რის გამო და­ი­წყო არე­უ­ლო­ბა, ისე არაფ­რის გამო დას­რულ­და".

მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, გა­რეთ გა­ცი­ლე­ბით დიდი ხმა­უ­რი იყო და გა­ცი­ლე­ბით მეტ აჟი­ო­ტაჟს ქმნი­და პრე­სა, ვიდ­რე სი­ნამ­დვი­ლე­ში რამე ხდე­ბო­და.

"რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, არა მშობ­ლე­ბი, არა­მედ შიგ­ნით მყო­ფი ძვე­ლი ბი­ჭე­ბის ძმა­კა­ცე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და გა­რეთ ქმნიდ­ნენ აურ­ზა­ურს, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც გა­რეთ კა­ნო­ნი და­არ­ღვი­ეს, სას­წრა­ფო­ებს გა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ და ცი­ხე­ში შეჭ­რას ცდი­ლობ­დნენ, გა­მო­ძი­ე­ბის კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა მო­უ­წევთ. ჩა­დე­ნი­ლი არა­ვის ეპა­ტი­ე­ბა. რო­დე­საც ავად­მყო­ფი ადა­მი­ა­ნი გა­დის გა­რეთ და ამ დროს ვი­ღა­ცა სას­წრა­ფო­ებს გზას უკე­ტავს, ეს და­ნა­შა­უ­ლია", - გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ კა­ნო­ნი ძა­ლი­ან მკაც­რი იქ­ნე­ბა.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა იმ თა­ნამ­შრომ­ლებ­ზეც იმუ­შა­ვებს, რომ­ლე­ბიც შეგ­ნე­ბუ­ლად აწყობ­დნენ პრო­ვო­კა­ცი­ებს და შეგ­ნე­ბუ­ლად აქე­ზებ­დნენ პა­ტიმ­რებს თუ მათ ოჯა­ხებს.

"ძვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ძა­ლი­ან დიდ რა­ო­დე­ნო­ბას არ აწყობს წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა ცი­ხე­ებ­ში. ისი­ნი შეჩ­ვე­უ­ლი იყ­ვნენ უწეს­რი­გო­ბას, წა­მე­ბას, ფუ­ლის გა­კე­თე­ბას და დღეს ამის გაგ­რძე­ლე­ბა სურთ, მაგ­რამ ეს ვერ გაგ­რძელ­დე­ბა. სწო­რედ ისი­ნი იყ­ვნენ მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ამ პრო­ცეს­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი ჩარ­თუ­ლი იყო პრო­ცეს­ში. კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლია, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რო­დის და­ი­ნიშ­ნენ ისი­ნი. უმ­რავ­ლე­სო­ბა ძვე­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია, რად­გან 4 ათა­სი კა­ცის ერთ დღე­ში გაშ­ვე­ბა ვერ მო­ხერ­ხდე­ბო­და, მაგ­რამ არ გა­მოვ­რი­ცხავ, ზო­გი­ერ­თი ახა­ლი მი­ღე­ბუ­ლიც იყოს", - აღ­ნიშ­ნა სუ­ბარ­მა.

გე­გუ­თის ცი­ხე­ში, პა­ტიმ­რე­ბი კო­ლო­ნი­ის უფ­რო­სის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შიმ­ში­ლობ­დნენ. გე­გუ­თის ცი­ხე­ში პა­ტიმ­რებ­მა შიმ­ში­ლო­ბა 2 დღის წინ შე­წყვი­ტეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ძველი ბიჭების ძმაკაცები მოდიოდნენ და ქმნიდნენ აურზაურს" - სუბარი გეგუთის ციხესთან აქციებზე

"ძველი ბიჭების ძმაკაცები მოდიოდნენ და ქმნიდნენ აურზაურს" - სუბარი გეგუთის ციხესთან აქციებზე

სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი გეგუთის ციხესთან საპროტესტო აქციებს "ძველი ბიჭების ძმაკაცებს" უკავშირებს. როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, გეგუთში ამ დროისთვის სიმშვიდეა და როგორც "არაფრის გამო დაიწყო არეულობა, ისე არაფრის გამო დასრულდა".

მინისტრის შეფასებით, გარეთ გაცილებით დიდი ხმაური იყო და გაცილებით მეტ აჟიოტაჟს ქმნიდა პრესა, ვიდრე სინამდვილეში რამე ხდებოდა.

"რამდენიმე ათეული ადამიანი, არა მშობლები, არამედ შიგნით მყოფი ძველი ბიჭების ძმაკაცები მოდიოდნენ და გარეთ ქმნიდნენ აურზაურს, მაგრამ გამოძიება დაწყებულია და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც გარეთ კანონი დაარღვიეს, სასწრაფოებს გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ და ციხეში შეჭრას ცდილობდნენ, გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ. ჩადენილი არავის ეპატიება. როდესაც ავადმყოფი ადამიანი გადის გარეთ და ამ დროს ვიღაცა სასწრაფოებს გზას უკეტავს, ეს დანაშაულია", - განაცხადა სუბარმა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანების მიმართ კანონი ძალიან მკაცრი იქნება.

სასჯელაღსრულების მინისტრის ინფორმაციით, გამოძიება იმ თანამშრომლებზეც იმუშავებს, რომლებიც შეგნებულად აწყობდნენ პროვოკაციებს და შეგნებულად აქეზებდნენ პატიმრებს თუ მათ ოჯახებს.

"ძველი თანამშრომლების ძალიან დიდ რაოდენობას არ აწყობს წესრიგის დამყარება ციხეებში. ისინი შეჩვეული იყვნენ უწესრიგობას, წამებას, ფულის გაკეთებას და დღეს ამის გაგრძელება სურთ, მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება. სწორედ ისინი იყვნენ მთავარი დამნაშავეები ამ პროცესში, ძალიან ბევრი თანამშრომელი ჩართული იყო პროცესში. კორუმპირებული კორუმპირებულია, მნიშვნელობა არ აქვს, როდის დაინიშნენ ისინი. უმრავლესობა ძველი თანამშრომელია, რადგან 4 ათასი კაცის ერთ დღეში გაშვება ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ზოგიერთი ახალი მიღებულიც იყოს", - აღნიშნა სუბარმა.

გეგუთის ციხეში, პატიმრები კოლონიის უფროსის გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. გეგუთის ციხეში პატიმრებმა შიმშილობა 2 დღის წინ შეწყვიტეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ