სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბინები და ბანკის ვალები - რა ქონება არ ჩაწერა მარინე მიზანდარმა ქონებრივ დეკლარაციაში?
ბინები და ბანკის ვალები - რა ქონება არ ჩაწერა მარინე მიზანდარმა ქონებრივ დეკლარაციაში?

ბოლო სამი-ოთხი დღეა, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ით "გას­კან­დალ­და", კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე მა­რი­ნე მი­ზან­და­რი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­სო. ამ ადა­მი­ან­მაც, რომ­ლის პერ­სო­ნაც თა­ვი­დან­ვე იწ­ვევ­და ეჭვს, თა­ვი­სი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" აზ­როვ­ნე­ბით, "სკან­და­ლი" მა­ღალ დო­ნე­ზე შე­ი­ფე­რა. რო­გორც კი მი­ზან­და­რი გა­და­ა­ყე­ნეს, სხვა­დას­ხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტი­ე­ბი მის მიერ დაგ­რო­ვი­ლი ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ... მა­გა­ლი­თად, წე­რენ, რომ მას 5 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა აქვს, მათ შო­რის, 3 ბინა გუ­და­ურ­ში, 1 - სა­ზღვარ­გა­რეთ, ბრი­უ­სელ­ში და 1 - თბი­ლის­ში, მო­საშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე. ასე­ვე, დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, აქვს 15 ათა­სი ევრო, სხვა­დას­ხვა ცნო­ბი­ლი მხატ­ვრის 5 ფერ­წე­რუ­ლი ტილო. სეს­ხის სა­ხით აუ­ღია 159 ათა­სი ევრო, რო­მე­ლიც 2028 წელს უნდა და­ფა­როს. ვიდ­რე მი­ზან­და­რი მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე გახ­დე­ბო­და, "ევ­რო­პის სახ­ლის" პროგ­რა­მე­ბის დი­რექ­ტო­რი იყო (ნეტა, სად შო­უ­ლო­ბენ ასეთ კარგ სამ­სა­ხუ­რებს ეს სა­შუ­ა­ლო დო­ნის ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ე­ბი?), სა­დაც წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 12 500 ევრო ჰქო­ნია. ამა­ვე დროს, თურ­მე პა­რა­ლე­ლუ­რად, ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის ექ­სპერ­ტის პოსტს ითავ­სებ­და, სა­დაც ხელ­ფა­სის სა­ხით 40 ათას ევ­როს იღებ­და. მოკ­ლედ, მი­ზან­დარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ქარ­თულ­მა მე­დი­ამ იმა­ზე მეტი ვე­რა­ფე­რი მო­ი­პო­ვა, ვიდ­რე მას ჰქონ­და დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ასა­ხუ­ლი.

"ალი­ას" მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ქა­ლა­ბტონ­მა მი­ზან­დარ­მა თა­ვის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში იმის ნა­ხე­ვა­რიც არ ჩა­წე­რა, რა ქო­ნე­ბაც მთლი­ა­ნად და­აგ­რო­ვა. მა­გა­ლი­თად, მან გა­ზა­ფხულ­ზე იყი­და ბინა სო­ლო­ლაკ­ში, კო­ჯრის 15/3-ში, იტა­ლი­ურ ეზო­ში, 80 ათას დო­ლა­რად. ეს ის ეზოა, სა­დაც თა­ვის დრო­ზე ცხოვ­რობ­და რუსი პო­ე­ტი სერ­გეი ესე­ნი­ნი. ეს ბინა ბო­ლოს "ნა­ცე­ბის" ექ­სპერტ ნიკა ჩი­ტი­ძეს ეკუთ­ვნო­და და კერ­ძო იპო­თე­კა­რებ­მა წა­არ­თვეს. ნი­კას დე­ი­დაშ­ვილ­მა ჩადო იპო­თე­კა­ში. ეს ბინა ჩი­ტი­ძეს ბე­ბი­ამ და ბა­ბუ­ამ და­უ­ტო­ვეს. ასე რომ, მი­ზან­დარ­მა ნი­კას ბინა იპო­თე­კა­რე­ბის­გან შე­ი­ძი­ნა და სხვა­თა შო­რის, მისი ყიდ­ვა სა­დღაც ერთი წლის წი­ნათ რუს მსა­ხი­ობს, სერ­გეი ბეზ­რუ­კოვს უნ­დო­და, ის ესე­ნი­ნი­სე­ულ სახ­ლში ცხოვ­რე­ბა­ზე ოც­ნე­ბობს.

მოკ­ლედ, მა­რი­ნე მი­ზან­და­რი მა­გა­რი "კვა­ჭი" აღ­მოჩ­ნდა... მან ეგ­რე­ვე და­ი­წყო გრან­დი­ო­ზუ­ლი რე­მონ­ტი და ბო­ლოს ისე შე­ვი­და ეშხში, კი­დევ ორი ბინა შე­ი­ძი­ნა პირ­ველ და მე­ო­რე სარ­თუ­ლებ­ზე (ჩი­ტი­ძე-ესე­ნი­ნის ბინა მე­სა­მე სარ­თულ­ზეა). რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მი­ზან­დარ­მა სახ­ლი რკი­ნის შვე­ლე­რე­ბით გა­ა­მაგ­რა და ახლა ვინ­მე ქე­თი­ნოს ბი­ნა­საც ყი­დუ­ლობს (რა­ტო­მაც არა, პა­ტა­რა შე­მო­სა­ვა­ლი არ ჰქონ­და). სხვა­თა შო­რის, ეს სახ­ლი ისეთ ად­გილ­ზეა, რამ­დენ­ჯერ­მე ინ­ვეს­ტო­რებ­მაც და­ად­გეს თვა­ლი, მაგ­რამ ქე­თი­ნო ვე­რა­ვინ მო­ხიბ­ლა, ქალი იძა­ხის, თუ აქე­დან გა­და­ვალ, მხო­ლოდ ვა­კე­ში და თა­ნაც ფა­ლი­აშ­ვილ­ზე, სტა­ლი­ნის კორ­პუს­შიო. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? ქალ­ბა­ტონ­მა მი­ზან­დარ­მა ყვე­ლა ინ­ვეს­ტორს აჯო­ბა, ებ­რა­ე­ლი ქე­თი­ნოს სურ­ვი­ლიც და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და ახლა თურ­მე თა­ვად ნა­დი­რობს ინ­ვეს­ტო­რებ­ზე, რათა მთე­ლი სახ­ლი გა­ყი­დოს, მის ად­გი­ლას თა­ნა­მედ­რო­ვე კორ­პუ­სი და­ად­გმე­ვი­ნოს და კაი გვა­რი­ა­ნი წი­ლიც მი­ი­ღოს. თუმ­ცა, მე­ზობ­ლე­ბის­თვის უთ­ქვამს, თუ არა­ვინ გა­მოჩ­ნდა, შე­ნო­ბას მაგ­რად გა­ვა­რე­მონ­ტებ, პირ­ვან­დელ სა­ხეს და­ვუბ­რუ­ნე­ბო.

აჰა, ხალ­ხო, მეტი რა გინ­დათ? ჩვენ რომ გვგო­ნია, მი­ნის­ტრებ­სა და მათ მო­ად­გი­ლე­ებს ჩვენ­ზე ზრუნ­ვით ღა­მე­ე­ბი არ სძი­ნავთ, ესე­ნი თბი­ლის­ში ბი­ნე­ბის "ბიზ­ნე­სით" არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. უკვე აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა ერთი ტენ­დენ­ცია - ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ნის­ტრე­ბი ან მო­ად­გი­ლე­ე­ბი ხდე­ბი­ან, ეგ­რე­ვე იღე­ბენ ბან­კე­ბი­დან გრძელ­ვა­დი­ან სეს­ხებს, ყი­დუ­ლო­ბენ ბი­ნებს, იწყე­ბენ რე­მონტს, მერე ამ სეს­ხებს ფა­რა­ვენ ჩვე­ნი ჯი­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი პრე­მი­ე­ბით და ყვე­ლა­ფე­რი არის მშვე­ნივ­რად. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა იცი­ან, რომ სა­ნამ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­ბუნ­ძუ­ლე­ბენ, თა­და­რი­გი უნდა და­ი­ჭი­რონ. მათი ბი­ნე­ბი ისე რე­მონტდე­ბა, უბ­რა­ლო მოკ­ვდა­ვებ­ზე არ გა­ქი­რავ­დე­ბა, ეს უფრო უცხო­ე­ლებ­ზეა გათ­ვლი­ლი, რომ­ლე­ბიც თვე­ში, სულ მცი­რე, 2 ათას დო­ლარს იხ­დი­ან. ხუთი-ექ­ვსი ბინა საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ბუნ­ძუ­ლე­ბულ­მა მო­მა­ვალ­ში უზ­რუნ­ვე­ლად იცხოვ­როს. რა სამ­შობ­ლო და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი?

ჩვენ მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი მოს­წრე­ბა­ზე არი­ან. თუკი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ მუდ­მი­ვად ჩა­იგ­დეს ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხელ­ში და სა­გულ­და­გუ­ლოდ "კვნეტ­დნენ" ბი­უ­ჯეტს, ესე­ნი პი­რი­ქით იქ­ცე­ვი­ან - "გას­წი-გაგ­ლი­ჯე-მო­ას­წა­რის" პრინ­ცი­პით მუ­შა­ო­ბენ. რა არის ეს - ღა­ლა­ტი, და­ნა­შა­უ­ლი, თუ უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნუ­რი სი­ხარ­ბე? ეს არის ერ­თიც, მე­ო­რეც, მე­სა­მეც და ამ ყვე­ლა­ფერ­ში უპირ­ვე­ლე­სად დამ­ნა­შა­ვეა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. გა­ი­გეთ, რომ დღეს არა მხო­ლოდ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო, არა­მედ ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა გა­და­ძეძ­გი­ლია "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბით", რომ­ლე­ბიც გა­და­სუ­ლე­ბი არი­ან თან­ხე­ბის ფლან­გვა­სა და მუც­ლე­ბის ამო­ყორ­ვა­ზე. მე პი­რა­დად, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით, ვთხოვ ფი­ნანსთა მი­ნისტრს, ბა­ტონ ნო­დარ ხა­დურს, გა­არ­კვი­ოს, რა­ტომ გა­მო­ი­წე­რეს სა­ა­ხალ­წლოდ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, დი­მიტ­რი დარ­ბა­ი­სელ­მა და მის­მა მო­ად­გი­ლე­ებ­მა 30-30 ათა­სი ლარი პრე­მი­ის სა­ხით?

რა­ტომ ფი­ნანსდე­ბა მათი ყო­ველ­დღი­უ­რი კვე­ბა ბი­უ­ჯე­ტი­დან და რა­ტომ ჰქვია ამ ყვე­ლა­ფერს "წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ხარ­ჯე­ბი"? რა­ტომ მი­დის ყო­ველ­დღი­უ­რად სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში "გუდ­ვი­ლი­დან" და "შირ­ნჰო­ფე­რი­დან" "ენ" რა­ო­დე­ნო­ბის "რედ­ბუ­ლი", ძეხ­ვი და ყვე­ლი სწო­რედ ამ "წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ხარ­ჯე­ბის" მო­ტი­ვით? გაგ­ვარ­კვი­ოს ბა­ტონ­მა ნო­დარ­მა, ამ­ხე­ლა ხელ­ფა­სე­ბი­სა და პრე­მი­ე­ბის შემ­დეგ ამათ კვე­ბა­საც ჩვენ ვა­ფი­ნან­სებთ და­მა­ტე­ბით? თუკი ასეა (და ვიცი, რომ ასეა), მა­შინ, ვაი, ჩვენს პატ­რონს!

გელა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბინები და ბანკის ვალები - რა ქონება არ ჩაწერა მარინე მიზანდარმა ქონებრივ დეკლარაციაში?

ბინები და ბანკის ვალები - რა ქონება არ ჩაწერა მარინე მიზანდარმა ქონებრივ დეკლარაციაში?

ბოლო სამი-ოთხი დღეა, რაც ტელევიზიით "გასკანდალდა", კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი სამსახურიდან გაათავისუფლესო. ამ ადამიანმაც, რომლის პერსონაც თავიდანვე იწვევდა ეჭვს, თავისი "ნაციონალური" აზროვნებით, "სკანდალი" მაღალ დონეზე შეიფერა. როგორც კი მიზანდარი გადააყენეს, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გამოქვეყნდა სტატიები მის მიერ დაგროვილი ქონების შესახებ... მაგალითად, წერენ, რომ მას 5 საცხოვრებელი ბინა აქვს, მათ შორის, 3 ბინა გუდაურში, 1 - საზღვარგარეთ, ბრიუსელში და 1 - თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე. ასევე, დეკლარაციის მიხედვით, აქვს 15 ათასი ევრო, სხვადასხვა ცნობილი მხატვრის 5 ფერწერული ტილო. სესხის სახით აუღია 159 ათასი ევრო, რომელიც 2028 წელს უნდა დაფაროს. ვიდრე მიზანდარი მინისტრის პირველი მოადგილე გახდებოდა, "ევროპის სახლის" პროგრამების დირექტორი იყო (ნეტა, სად შოულობენ ასეთ კარგ სამსახურებს ეს საშუალო დონის ხელოვნებათმცოდნეები?), სადაც წლიური შემოსავალი 12 500 ევრო ჰქონია. ამავე დროს, თურმე პარალელურად, ევროკავშირის პროექტების მონიტორინგის ექსპერტის პოსტს ითავსებდა, სადაც ხელფასის სახით 40 ათას ევროს იღებდა. მოკლედ, მიზანდართან დაკავშირებით ქართულმა მედიამ იმაზე მეტი ვერაფერი მოიპოვა, ვიდრე მას ჰქონდა დეკლარაციაში ასახული.

"ალიას" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ქალაბტონმა მიზანდარმა თავის დეკლარაციაში იმის ნახევარიც არ ჩაწერა, რა ქონებაც მთლიანად დააგროვა. მაგალითად, მან გაზაფხულზე იყიდა ბინა სოლოლაკში, კოჯრის 15/3-ში, იტალიურ ეზოში, 80 ათას დოლარად. ეს ის ეზოა, სადაც თავის დროზე ცხოვრობდა რუსი პოეტი სერგეი ესენინი. ეს ბინა ბოლოს "ნაცების" ექსპერტ ნიკა ჩიტიძეს ეკუთვნოდა და კერძო იპოთეკარებმა წაართვეს. ნიკას დეიდაშვილმა ჩადო იპოთეკაში. ეს ბინა ჩიტიძეს ბებიამ და ბაბუამ დაუტოვეს. ასე რომ, მიზანდარმა ნიკას ბინა იპოთეკარებისგან შეიძინა და სხვათა შორის, მისი ყიდვა სადღაც ერთი წლის წინათ რუს მსახიობს, სერგეი ბეზრუკოვს უნდოდა, ის ესენინისეულ სახლში ცხოვრებაზე ოცნებობს.

მოკლედ, მარინე მიზანდარი მაგარი "კვაჭი" აღმოჩნდა... მან ეგრევე დაიწყო გრანდიოზული რემონტი და ბოლოს ისე შევიდა ეშხში, კიდევ ორი ბინა შეიძინა პირველ და მეორე სართულებზე (ჩიტიძე-ესენინის ბინა მესამე სართულზეა). როგორც მეზობლები ამბობენ, მიზანდარმა სახლი რკინის შველერებით გაამაგრა და ახლა ვინმე ქეთინოს ბინასაც ყიდულობს (რატომაც არა, პატარა შემოსავალი არ ჰქონდა). სხვათა შორის, ეს სახლი ისეთ ადგილზეა, რამდენჯერმე ინვესტორებმაც დაადგეს თვალი, მაგრამ ქეთინო ვერავინ მოხიბლა, ქალი იძახის, თუ აქედან გადავალ, მხოლოდ ვაკეში და თანაც ფალიაშვილზე, სტალინის კორპუსშიო. წარმოგიდგენიათ? ქალბატონმა მიზანდარმა ყველა ინვესტორს აჯობა, ებრაელი ქეთინოს სურვილიც დააკმაყოფილა და ახლა თურმე თავად ნადირობს ინვესტორებზე, რათა მთელი სახლი გაყიდოს, მის ადგილას თანამედროვე კორპუსი დაადგმევინოს და კაი გვარიანი წილიც მიიღოს. თუმცა, მეზობლებისთვის უთქვამს, თუ არავინ გამოჩნდა, შენობას მაგრად გავარემონტებ, პირვანდელ სახეს დავუბრუნებო.

აჰა, ხალხო, მეტი რა გინდათ? ჩვენ რომ გვგონია, მინისტრებსა და მათ მოადგილეებს ჩვენზე ზრუნვით ღამეები არ სძინავთ, ესენი თბილისში ბინების "ბიზნესით" არიან დაკავებულები. უკვე აშკარად იკვეთება ერთი ტენდენცია - ადამიანები, რომლებიც მინისტრები ან მოადგილეები ხდებიან, ეგრევე იღებენ ბანკებიდან გრძელვადიან სესხებს, ყიდულობენ ბინებს, იწყებენ რემონტს, მერე ამ სესხებს ფარავენ ჩვენი ჯიბიდან ამოღებული პრემიებით და ყველაფერი არის მშვენივრად. ამ ადამიანებმა იციან, რომ სანამ თანამდებობიდან გააბუნძულებენ, თადარიგი უნდა დაიჭირონ. მათი ბინები ისე რემონტდება, უბრალო მოკვდავებზე არ გაქირავდება, ეს უფრო უცხოელებზეა გათვლილი, რომლებიც თვეში, სულ მცირე, 2 ათას დოლარს იხდიან. ხუთი-ექვსი ბინა საკმარისია იმისთვის, რომ თანამდებობიდან გაბუნძულებულმა მომავალში უზრუნველად იცხოვროს. რა სამშობლო და ქართველი ხალხი?

ჩვენ მიერ დაქირავებული ჩინოვნიკები მოსწრებაზე არიან. თუკი "ნაციონალები" დარწმუნებული იყვნენ, რომ მუდმივად ჩაიგდეს ძალაუფლება ხელში და საგულდაგულოდ "კვნეტდნენ" ბიუჯეტს, ესენი პირიქით იქცევიან - "გასწი-გაგლიჯე-მოასწარის" პრინციპით მუშაობენ. რა არის ეს - ღალატი, დანაშაული, თუ უბრალოდ, ადამიანური სიხარბე? ეს არის ერთიც, მეორეც, მესამეც და ამ ყველაფერში უპირველესად დამნაშავეა ახალი ხელისუფლება. გაიგეთ, რომ დღეს არა მხოლოდ კულტურის სამინისტრო, არამედ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა გადაძეძგილია "ნაციონალებით", რომლებიც გადასულები არიან თანხების ფლანგვასა და მუცლების ამოყორვაზე. მე პირადად, ქართველი ხალხის სახელით, ვთხოვ ფინანსთა მინისტრს, ბატონ ნოდარ ხადურს, გაარკვიოს, რატომ გამოიწერეს საახალწლოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსმა, დიმიტრი დარბაისელმა და მისმა მოადგილეებმა 30-30 ათასი ლარი პრემიის სახით?

რატომ ფინანსდება მათი ყოველდღიური კვება ბიუჯეტიდან და რატომ ჰქვია ამ ყველაფერს "წარმომადგენლობითი ხარჯები"? რატომ მიდის ყოველდღიურად სასჯელაღსრულების დეპარტამენტში "გუდვილიდან" და "შირნჰოფერიდან" "ენ" რაოდენობის "რედბული", ძეხვი და ყველი სწორედ ამ "წარმომადგენლობითი ხარჯების" მოტივით? გაგვარკვიოს ბატონმა ნოდარმა, ამხელა ხელფასებისა და პრემიების შემდეგ ამათ კვებასაც ჩვენ ვაფინანსებთ დამატებით? თუკი ასეა (და ვიცი, რომ ასეა), მაშინ, ვაი, ჩვენს პატრონს!

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა