კოსტავას ქუჩაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავტომობილის მძღოლებს მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღიათ, თუმცა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლის ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო. ერთმანეთს "ტოიტას" მარკის და ორი "ოპელის" მარკის ავტომანქანები შეეჯახა.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური.
ადგილზე გამოძახებულია სპეციალური ტექნიკა, რომელიც დამტვრეულ ავტომობილებს შესაბამის ადგილას გადაიყვანს.