გია ნი­კო­ლა­ძე: "დონ კი­ხოტ­თან ვი­მე­გობ­რებ­დი"

გია ნი­კო­ლა­ძე: "დონ კი­ხოტ­თან ვი­მე­გობ­რებ­დი"

ყვე­ლა­ზე ხში­რად მხატ­ვ­რუ­ლი ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბებს კითხუ­ლობს, უყ­ვარს ზღაპ­რე­ბი და მი­თო­ლო­გია. პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­ლო­გია და ლექ­სებს თა­ვა­დაც წერს. გა­მო­სა­ცე­მად მზად აქვს პო­ე­მა "ქართ-ზღა­პა­რი ანი ბა­ნი", ერ­თ­დ­რო­უ­ლად 4 სიმ­ღე­რა­ზე მუ­შა­ობს. ამ ყვე­ლაფ­რის პრე­ზენ­ტა­ცია კი სურს მარ­ტ­ში, 50 წლის იუბი­ლეს და­ამ­თხ­ვი­ოს. რუბ­რი­კის სტუ­მა­რი "ნი­კოლ­შო­უს" წევ­რი, გია ნი­კო­ლა­ძე გახ­ლავთ.

პრეამბულის მაგიერ

- ბავ­შ­ვო­ბა­ში წიგ­ნებს რო­გორ "და­უ­მე­გობ­რ­დი"?

- წიგ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი ბე­ბი­ებ­მა ჩა­მი­ნერ­გეს. წა­სა­კითხ ნა­წარ­მო­ე­ბებ­საც ისი­ნი მირ­ჩევ­დ­ნენ. ძა­ლი­ან მომ­წონ­და და დიდ ყუ­რადღე­ბას ვაქ­ცევ­დი, რო­გორ იყო წიგ­ნი ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი.

- შე­ნი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი რო­მე­ლია?

- ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა გე­ნი­ო­სია.

- წიგ­ნი მო­გი­პა­რავს?

- ად­რე ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან დან­ტეს "ღვთა­ებ­რი­ვი კო­მე­დი­ა" მო­ვი­პა­რე. დი­დი ხა­ნია, აღარ მი­ნა­ხავს, მგო­ნი, ისევ სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მაქვს. ჩემ­თ­ვი­საც თუ არა­ვის მო­უ­პა­რავს.

- წიგ­ნებს ხში­რად გპა­რა­ვენ?

- ხში­რად - არა, მაგ­რამ ასე­თი რამ ყო­ფი­ლა, ძა­ლი­ან ვბრაზ­დე­ბი.

- ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი გი­ზი­დავს?

- დონ კი­ხო­ტი.

- რით არის ის სა­ინ­ტე­რე­სო?

- კა­ცუ­რი კა­ცია, დარ­ბა­ი­სე­ლი, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი... მას­თან ვი­მე­გობ­რებ­დი.

- თა­ვად რო­მელ გმირს ჰგავ­ხარ?

- ამა­ზე არც კი მი­ფიქ­რია.

- ცხოვ­რე­ბა­ში მე­გობ­რებს რა ნიშ­ნით ირ­ჩევ?

- ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რი ერ­თ­გუ­ლე­ბაა.

- კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა გაქვს?

- არ ვუ­ჩი­ვი, მაგ­რამ ად­რე უფ­რო კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა მქონ­და. 21 მარტს 50 წლის გავ­ხ­დე­ბი. იუბი­ლე­ზე აუცი­ლებ­ლად დაგ­პა­ტი­ჟებ და ჩემს ახალ სიმ­ღე­რებს მო­გას­მე­ნი­ნებ. იქ­ნებ ამ დრო­ის­თ­ვის, ჩე­მი პო­ე­მის გა­მო­ცე­მაც მო­ვა­ხერ­ხო. ყვე­ლა­ფე­რი ფი­ნან­სებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

- მად­ლო­ბა მიწ­ვე­ვის­თ­ვის. ახ­ლა კი დროა, კითხ­ვარ­ზე გა­და­ვი­დეთ.

- ვნა­ხოთ, რო­გორ "გავ­ქა­ჩავ".

- ერ­თ­მა ბრძენ­მა თქვა: თუ ბევ­რი ფუ­ლი და­კარ­გე, არა­ფე­რი და­გი­კარ­გავს. თუ მე­გო­ბა­რი და­კარ­გე, - ბევ­რი რა­მე და­გი­კარ­გავს, ხო­ლო თუ ის და­კარ­გე, ყვე­ლა­ფე­რი და­გი­კარ­გავს. რა არის "ის"?

- სა­კუ­თა­რი თა­ვი არ უნ­და და­კარ­გო.

- შენს პა­სუხ­ში არის ლო­გი­კა, მაგ­რამ ბრძე­ნი რწმე­ნას გუ­ლის­ხ­მობ­და. რო­მელ სო­ფელ­ში და­ი­ბა­და ნი­კო ფი­როს­მა­ნი?

- მირ­ზა­ან­ში.

- ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა რომ ძა­ლი­ან გიყ­ვარს, გა­სა­გე­ბია. თუ იცი, ვინ შე­არ­ქ­ვა მას ეს ფსევ­დო­ნი­მი?

- ვა­ჟა პე­ტერ­ბურ­გ­ში სწავ­ლობ­და, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, უსახ­ს­რო­ბის გა­მო, სწავ­ლის­თ­ვის თა­ვი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა. თუ არ ვცდე­ბი, იქ ყოფ­ნის დროს, ერ­თ­მა მე­გო­ბარ­მა შე­არ­ქ­ვა. სა­ხე­ლი და გვა­რი არ მახ­სოვს.

- ეს ადა­მი­ა­ნი დი­მიტ­რი ცის­კა­რიშ­ვი­ლი იყო.

- ჰოო? აწი აღარ და­მა­ვიწყ­დე­ბა.

- "მთე­ლი ჩე­მი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე სიყ­ვა­რუ­ლით ერ­თხე­ლაც არ ამ­ძ­გე­რე­ბია გუ­ლი, თუმ­ცა მოჩ­ვე­ნე­ბით ხში­რად მომ­ჩ­ვე­ნე­ბია თა­ვი, ტრფი­ა­ლე­ბის ალი მწვავს-მეთ­ქი, ეტყო­ბა, ვერც ვე­რას­დ­როს ვიგ­რ­ძ­ნობ ამ გუ­ლის ძგე­რას... ავ­ხორ­ცი თუ ვარ? მა­შა! არ მო­უტყუ­ე­ბი­ხართ, ოღონდ გა­ნა სა­ში­შა­რი ვარ... ჯერ არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ გა­სა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი ვნე­ბი­ა­ნო­ბის მკაც­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბის­თ­ვის: სრუ­ლი­ად ურის­კოდ შე­იძ­ლე­ბა ჩემ­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნა, მით უმე­ტეს თუ ხმის მი­საწ­ვ­დენ ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლი მო­რი­გე­ობს". - ეს არის ერთ-ერ­თი ფრან­გი მწერ­ლის მი­ერ შე­უ­ლა­მა­ზებ­ლად და­ხა­ტუ­ლი ავ­ტო­პორ­ტ­რე­ტი. და­ა­სა­ხე­ლე ეს მწე­რა­ლი.

- ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ.

- მი­გა­ნიშ­ნებთ, ამ­ბო­ბენ, რო­ცა ეს მწე­რა­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, პა­რი­ზის ყვე­ლა სა­როს­კი­პომ გლო­ვა გა­მო­აცხა­დაო.

- მარ­თ­ლა? ვინ იყო?

- გი დე მო­პა­სა­ნი. რა ჰქვია დღი­სა და ღა­მის გა­თა­ნაბ­რე­ბას?

- ბუ­ნი­ო­ბას ეძა­ხი­ან.

- ვინ იყო ბე­დი­სა და იღ­ბ­ლის ქალ­ღ­მერ­თი რო­მა­ულ მი­თო­ლო­გი­ა­ში?

- ფორ­ტუ­ნა.

- რო­მელ მე­ფე­ზე წერ­და ლე­ონ­ტი მრო­ვე­ლი: "ა­მან გა­ნავ­რ­ცო ენა ქარ­თუ­ლი და შექ­მ­ნა მწიგ­ნობ­რო­ბა ქარ­თუ­ლი"?

- ფარ­ნა­ვაზ­ზე.

- რა ერ­ქ­ვა გუ­ლი­ვერს?

- (ი­ცი­ნის) ვერ ვიხ­სე­ნებ. ეს რა ჩამ­ჭ­რე­ლი კითხ­ვე­ბი გაქვს?

- ლე­მუ­ე­ლი ერ­ქ­ვა. რო­მელ სპექ­ტაკლს დგა­მენ სოფ­ლის სცე­ნა­ზე ფილ­მ­ში - "ი­მე­რუ­ლი ეს­კი­ზე­ბი"?

- "ო­ტე­ლოს".

- ან­და­ზის მი­ხედ­ვით, რა არ და­ი­მა­ლე­ბა თი­ვა­ში?

- ნემ­სი, მა­ხა­თი, არა?

- ცეცხ­ლი. რო­მე­ლი მე­ფის დე­და იყო ქე­თე­ვან დე­დო­ფა­ლი?

- თე­ი­მუ­რაზ I-ის.

- რო­მე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა სწევს თოვ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რას 0 გრა­დუს­ზე მაღ­ლა?

- წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს.

- არ მგო­ნია, რომ არ იცო­დე. უბ­რა­ლოდ, ვერ იხ­სე­ნებ.

- რა­ღაც­ნა­ი­რად, და­ვი­ძა­ბე.

- ეს ყინ­ვი­ან ამინ­დ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

- (ფიქ­რობს) მა­რი­ლი? მო­ყი­ნულ გზა­ზე მა­რილს რომ ყრი­ან?

- რო­გორც იქ­ნა, გა­იხ­სე­ნე. ვის პა­ტივ­სა­ცე­მად ეწყო­ბო­და ძველ სა­ბერ­ძ­ნეთ­ში ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი?

- ზევ­სის.

- ამ­ჟა­მად რო­მე­ლი ქა­ლა­ქი მდე­ბა­რე­ობს ან­ტი­კუ­რი ქა­ლა­ქის - დი­ოს­კუ­რი­ას ად­გილ­ზე?

- სო­ხუ­მი.

- ბერ­ძ­ნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, რა ჰქვია ვაჭ­რო­ბის ღმერთს, რო­მე­ლიც ასე­ვე მოგ­ზა­ურ­თა მფარ­ვე­ლა­დაც ით­ვ­ლე­ბა?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- ჰერ­მე­სი. სა­და­უ­რი სიტყ­ვაა "სა­დის­ტი"?

- ფრან­გუ­ლი.

- "თით­ქოს მზეს ჩა­მო­ვარ­დ­ნო­და", "ბრო­წე­უ­ლის ყვა­ვი­ლი­ვით ჰყვა­ო­და", "ერ­თი მუ­ჭა მი­წის მიყ­რა ვე­რა­ვინ გა­უ­ბე­და ამ სი­ლა­მა­ზეს". რო­მელ პერ­სო­ნაჟს აღ­წერს ასე გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძე?

- მა­რი­ტას.

- მდედ­რო­ბი­თი სქე­სის რამ­დე­ნი მე­ფე ჰყავ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს?

- თა­მარ მე­ფე და რუ­სუ­და­ნი.

- ყვე­ლა­ზე მე­ტი გაწ­ვე­ვა ბის­ზე მი­ი­ღო მომ­ღე­რალ­მა, რო­მელ­მაც 1988 წლის 24 თე­ბერ­ვალს და­სავ­ლეთ ბერ­ლი­ნის ოპე­რის თე­ატ­რ­ში შე­ას­რუ­ლა ნე­მო­რი­ნოს პარ­ტია დო­ნი­ცე­ტის ოპე­რა­ში - "სა­სიყ­ვა­რუ­ლო სას­მე­ლი". ტა­ში 1 სა­ათს და 7 წუთს გაგ­რ­ძელ­და, ხო­ლო ფარ­და 165-ჯერ აიხა­და. ვინ იყო ეს მომ­ღე­რა­ლი?

- მი­მა­ნიშ­ნე, ცოცხა­ლია?

- არა.

- ლუ­ჩა­ნო პა­ვა­რო­ტი ხომ არა?

- ნამ­დ­ვი­ლად ასეა. ახ­ლა ერთ გა­მო­ცა­ნას გეტყ­ვი: ტყე­ში 17 პარ­ტი­ზა­ნია, 5 მათ­გა­ნი დიდ ლოდს ამო­ე­ფა­რე­ბა, ხო­ლო 3 ხე­ზე აძ­ვ­რე­ბა. და­ი­ან­გა­რი­შე, რამ­დე­ნი პარ­ტი­ზა­ნი დარ­ჩე­ბა ტყე­ში?

- 9 პარ­ტი­ზა­ნი დარ­ჩე­ბა.

- და­ნარ­ჩე­ნი სად წა­ვა?

- მე რა ვი­ცი, სად წა­ვა.

- ეს ციფ­რი რა­ტომ და­ა­სა­ხე­ლე?

- თა­ვი­დან 17 ხომ იყ­ვ­ნენ, ჰო­და, 17-ს 8 რომ გა­მო­ვაკ­ლო, 9 არ დარ­ჩე­ბა?

- 8 რა­ტომ უნ­და გა­მო­აკ­ლო?

- 5 ლოდს ამო­ე­ფა­რა და 3 ხე­ზე აძ­ვ­რა, 8 არ გა­მო­დის? რას მე­კა­მა­თე­ბი, ნუ გა­დამ­რიე.

- გია, ძა­ლი­ან და­ი­ბე­ნი. კითხ­ვა გა­გი­მე­ო­რო?

- თა­ვად სწო­რი პა­სუ­ხი იცი? აბა, მითხა­რი, რამ­დე­ნი დარ­ჩე­ბა?

- 17.

- 17 ხომ თა­ვი­დან იყო.

- მე­რე?

- (პა­უ­ზის შემ­დეგ). ახ­ლა მივ­ხ­ვ­დი, და­მაბ­ნიე, ჩამ­ჭე­რი.

- რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ბლაგ­ვიც, მარ­თიც და მახ­ვი­ლიც?

- კუთხე.

- ზეს­ტა­ფო­ნი, ქუ­თა­ი­სი, თბი­ლი­სი და გო­რი. ამ ქა­ლა­ქე­ბი­დან რო­მე­ლია უძ­ვე­ლე­სი?

- ქუ­თა­ი­სი.

- რო­მელ ჟანრს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა ცეკ­ვა - "ქარ­თუ­ლი"?

- ჟან­რებს ვერ მეტყ­ვი?

- სატ­რ­ფი­ა­ლოს, სა­ხუ­მა­როს თუ სა­ო­მარს?

- სატ­რ­ფი­ა­ლოს.

- ვინ და­წე­რა "რე­ვი­ზო­რი" და "მკვდა­რი სუ­ლე­ბი"?

- დოს­ტო­ევ­ს­კიმ.

- ცდე­ბი.

- გო­გოლ­მა.

- სარ­დი­ნია, სი­ცი­ლია, კორ­სი­კა. ხმელ­თა­შუა ზღვის ამ კუნ­ძუ­ლე­ბი­დან რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა?

- მგო­ნი კორ­სი­კა.

- რა თქმა უნ­და. ვინ არის ცნო­ბი­ლი ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლოს - "ი­მე­რე­თი - დე­და­ჩე­მი" ავ­ტო­რი?

- კა­კა­ბა­ძე.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, დე­და­მი­წის გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რობ, აღ­მარ­თი უფ­რო მე­ტი შეგ­ხ­ვ­დე­ბა თუ დაღ­მარ­თი?

- ვე­ღარ და­მაბ­ნევ (ი­ცი­ნის), ორი­ვე თა­ნაბ­რად იქ­ნე­ბა.

- გო­ე­თემ მას­ზე თქვა: "ის ჩი­ნე­ბუ­ლი უნ­და იყოს, ან სუ­ლაც არ უნ­და იყოს", შლე­გე­ლი თვლი­და: "ის არის მუ­სი­კა­ლუ­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი მოძ­რა­ო­ბი­სა", რუ­სი პო­ე­ტი ბრი­უ­სო­ვი კი წერ­და: "ის ადა­მი­ა­ნის სიტყ­ვით სარ­გებ­ლო­ბის ხერ­ხ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე სრულ­ქ­მ­ნი­ლი­ა". რის შე­სა­ხებ ამ­ბობ­დ­ნენ ამ ყვე­ლა­ფერს?

- არ ვი­ცი.

- შენ­თ­ვის ის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლია.

- ნიჭ­ზე?

- არა - პო­ე­ზი­ა­ზე. "ლა­მა­ზი ქა­ლი სხვი­სია,/ ლა­მა­ზი ქა­ლი მტრი­სას,/ თავს მოგ­ჭ­რის ძმაო, ნი­სი­ად,/ ისეთ რა­მე­ებს იზამს./ ჭკვი­ა­ნი ქა­ლი რად გინ­და,/ ჭკვი­ა­ნი ქა­ლი მტრი­სას,/ თავს და­გაჯ­დე­ბა, გაგ­ქირ­დავს/ და ამო­გიხ­მობს ტვინ­სა,/ მდი­და­რი - ჭირ­ვე­უ­ლია,/ მდი­და­რი ქა­ლი მტრი­სას,/ ღა­რი­ბი - სულ­წა­სუ­ლია,/ სხვი­სი შე­აც­დენს ქი­სა.../ ...თქვენ ვაჟ­ბა­ტო­ნო, რამ­დე­ნი ცოდ­ვა გდე­ბი­ათ კის­რად,/ ჰაუ, რამ­დე­ნი ოჯა­ხი აშე­ნე­ბუ­ლა მტრი­სას..." ვინ არის ამ ლექ­სის ავ­ტო­რი?

- მურ­მან ლე­ბა­ნი­ძე, არა?

- შო­თა ნიშ­ნი­ა­ნი­ძეა. ეთან­ხ­მე­ბი?

- არა, ყვე­ლა ლა­მაზ ქალ­ზე ეს არ ით­ქ­მის.

- ამ დამ­წერ­ლო­ბა­ში 40 000-ზე მე­ტი სიმ­ბო­ლოა. რო­მელ დამ­წერ­ლო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ჩი­ნურ­ზე.

- ამ ცხო­ველს 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 200 ლიტ­რი წყლის და­ლე­ვა შე­უძ­ლია.

- სპი­ლო.

- ცდე­ბი.

- შე­იძ­ლე­ბა აქ­ლე­მი იყოს.

- რო­მე­ლი ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან: ლო­მე­ბი, ლე­ო­პარ­დე­ბი, ვეფხ­ვე­ბი?

- კა­ტი­სებ­რ­თა ოჯა­ხის.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლეთ ინ­გ­ლი­სე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სის, ჯონ ლო­კის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "გა­ნათ­ლე­ბა ქმნის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას ადა­მი­ან­თა..."

- "...ადა­მი­ან­თა შო­რის".

მოამზადა თამუნა კვინიკაძემ

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია