შესაძლებელია შავმა ზღვამ საქართველოს იაფი და უსაფრთხო ენერგია მიაწოდოს

შესაძლებელია შავმა ზღვამ საქართველოს იაფი და უსაფრთხო ენერგია მიაწოდოს

ბოლო დროს ენერგეტიკის შესახებ აქტიურად საუბრობენ. ეს საკითხი ბევრისთვის ემოციის სფეროა, ზოგისთვის - პროფესიული. რადგან ადამიანები ვერ წყვეტენ მის მოხმარებას, ამიტომ საჭიროა წარმოება. წარმოებას კი ეკოლოგიური პრობლემები მოაქვს. ყველაზე უკეთესი ვარიანტი მაინც ისაა, რომ ადამიანებმა მინიმუმამდე დაიყვანონ რისკები.

ენერგეტიკის რისკის ზედა თამასა ატომურ სადგურებამდე მიდის, ხოლო ქვედა - არატრადიციულ ენერგოწარმოებამდე. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის იმის ხელშეწყობა, რომ ტრადიციული ენერგორესურსების პარალელურად, გზა გაეხსნას სრულიად ნოვაციურ შესაძლებლობებს.

ენერგეტიკის სფეროში ახალ შესაძლებლობებსა და მათ საქართველოში დანერგვაზე ინჟინერ-გეოდეზისტი და თადარიგის ოფიცერი გიორგი ირომაშვილი საუბრობს. მისი განმარტებით, შავი ზღვა იძლევა შესაძლებლობას, საქართველოს იაფი და უსაფრთხო ენერგია მიაწოდოს.

"ჰიდროაგრეგატების იმ კონდიციებამდე მიყვანა, რომ მათ ენერგიის გამომუშავება დაიწყონ, დიდი სახსრების დაბანდებას საჭიროებს, რაც იმით გადაიფარება, რომ ეს არის ენერგიის ყველაზე იაფი ფორმა, რადგან ერთხელ გაღებული ხარჯების შემდეგ, ატრიალებს რა ვარდნილი წყალი ტურბინას (ტურბინა თავის მხრივ, გენერატორს), ენერგია თითქმის მუქთად გამომუშავდება.

გამომუშავებული ენერგიის თვითღირებულება 1-2 ცენტის ფარგლებში მერყეობს და მით უფრო იაფია, რაც მძლავრია ჰესი. თბოელექტროსადგურებისთვის ორგანული საწვავია საჭირო, ხოლო ატომური ელექტროსადგურებისათვის - ატომური საწვავი, რაც ძალიან ძვირია და ზედმიწევნით - საფრთხილო. ამიტომ აქცენტი გადატანილია ძირითადად, ქარის და მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობაზე. ზოგ ქვეყანაში აქვთ გამოცდილება ოკენეების მიქცევა-მოქცევის ენერგიის გამოყენებისა.

საქართველოში მზიანი დღეების რიცხვიც საკმაოდ ბევრია, და გამოუყენებელი მიწებიც, სადაც ამ ტიპის ელექტროსადგურის მოწყობაა შესაძლებელი, მაგრამ მისი სიძვირის გამო, ჯერჯერობით სერიოზულად არავინ დაინტერესებულა.

შავ ზღვაზე მოქცევა-მიქცევის ტალღები არაა მაღალი, რაც ტალღების ენერგიის გამოყენებას უპერსპექტივოს ხდის, მაგრამ იმავე შავ ზღვაში იმდენი ენერგიაა ბუნების მიერ კონცენტრირებული, რომ მთელ მსოფლიოს დააკმაყოფილებდა კარგა ხნით", - აცხადებს ინჟინერ-გეოდეზისტი.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია