რატომ დაშორდა ჩელე მეუღლეს - ''დიეტაზე ვარ...''

 რატომ დაშორდა ჩელე მეუღლეს - ''დიეტაზე ვარ...''

''ჯეო-ბარის'' გამარჯვებული დათო გელაძე, იგივე ჩელე, ''ჯიდიესის'' დილის ეთერში მუშაობს, წლების წინ ''რუსთავი 2''-ში დილის გადაცემაში მუშაობდა. პროფესიით მსახიობი თეატრს ჯერჯერობით ჩამოშორდა, მაგრამ იმედს არ კარგავს, რომ თავის საყვარელ საქმიანობას აუცილებლად გააგრძელებს.

- ბოლო დროს, სამწუხაროდ, მსახიობობას ვეღარ ვახერხებ.

- მახსოვს, ''ჯეო-ბარის'' დამთავრების შემდეგ თავიდანვე ჟურნალისტიკაში ჩაერთე აქტიურად.

- სრულიად შემთხვევით მოვხვდი ჟურნალისტიკაში. არც ვაპირებდი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, სწავლისთვის თავი არ დამინებებია. ჟურნალისტობასა და მსახიობობას შორის არჩევანის წინაშე არასდროს დავმდგარვარ. ახლა, რადგან ''ჯიდიესში'' ვარ, თეატრს ცოტა ჩამოვშორდი, მაგრამ ამით არ მინდა, ვთქვა, რომ თეატრს თავი დავანებე. დადგება დრო და თეატრშიც ჩვეულებრივ რეჟიმში ჩავჯდები.

- ''რუსთავი 2''-ის დილის ეთერში ნატო ნიჟარაძესთან ერთად გქონდა ჩართვები. მახსოვს, ამბობდნენ, რომ ნატო ჩართვებზე ბევრს ლაპარაკობდა.

- ნატო ძალიან ბევრს ლაპარაკობდა და მე ძირითადად ჩუმად ვიყავი. ნატო ნიჟარაძე ძალიან კარგი ადამიანია. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. თქვენ არ იცით, მას რამდენი ისეთი რამ გაუკეთებია, რაც მგონებია, რომ არ გამოვიდოდა. ბევრს ლაპარაკობდა და არ მინდოდა, ეთერში ჭიდაობა გამოსულიყო და ვჩუმდებოდი. ჩემი მეგობრები სულ მეუბნებოდნენ, გჩაგრავსო. ვმეგობრობდით და ოჯახებით ძალიან ახლოს ვიყავით. ახლაც ვმეგობრობთ.

- ''ჯიდიესში'' როგორ აღმოჩნდი?

- დილის ეთერის წამყვანებზე კასტინგი ჩატარდა. დამირეკეს და მითხრეს, ვიცით, რომ ტელევიზიაში მუშაობდი და კასტინგს ხომ არ გაივლიო. მაშინ ნაკლებად ვიყავი თეატრში ჩართული. თავიდან მეგონა, რომ ვისვენებდი, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ვუსაქმურობდი. ჩემი დასვენება დიდხანს გაგრძელდა. კასტინგობანაში დიდი დრო გავატარეთ, მაგრამ, სხვათა შორის, ამან კარგი შედეგიც გამოიღო, ჩატარდა ტრენინგები. ''ჯიდიესი'' ძალიან საინტერესო ტელევიზიაა, რადგან ბევრი ახალგაზრდა მუშაობს და აქ დიდი მუხტია.

- ღია ეთერში გქონია გაუთვალისწინებელი შემთხვევები?

- ღია ეთერში ''ჩეპეების'' მეტი რა არის. სულ გგონია, რომ ბომბზე ზიხარ, მაგრამ სერიოზული არაფერი მახსენდება. ჩვენი ეთერი კიდევ იმითაა საინტერესო, რომ ბევრი გათამაშებაა და მინდა ხოლმე, რომ სულ მოვაგებინო. ახლა ამიკრძალეს ასე მოქცევა, რადგან მაყურებელი უკვე მიხვდა, რომ მათ მხარეს ვარ და რომ რეკავენ, პირდაპირ ჩემთან იწყებენ ლაპარაკს.

- ბერა ივანიშვილი გაგიბრაზდა?

- არა, ბერა მხოლოდ ტელევიზიის მფლობელია. ჩვენს საქმიანობაში არ ერევა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება