სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შსს-მ ყვარლის გამგებლის მოადგილე დააკავა
შსს-მ ყვარლის გამგებლის მოადგილე დააკავა

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით, ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე ოთარ ადომ­ლიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ოთარ ადომ­ლიშ­ვილ­მა, თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას და ასე­ვე, თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი ავ­ტო­რი­ტე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, მო­ქა­ლა­ქეს ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ენი­სელ­ში მდე­ბა­რე 711 931 კვ.მ მი­წის ფარ­თო­ბის და მას­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის აუქ­ცი­ონ­ზე გა­ტა­ნის, მას­ში გა­მარ­ჯვე­ბის და ქო­ნე­ბა­ზე ხე­ლოვ­ნუ­რად ფა­სის დაკ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ქრთა­მის სა­ხით მოს­თხო­ვა და გა­მო­არ­თვა 50 000 ლარი.

გა­მო­ძი­ე­ბა დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 338-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით, რაც 11-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს).

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შსს-მ ყვარლის გამგებლის მოადგილე დააკავა

შსს-მ ყვარლის გამგებლის მოადგილე დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, ყვარლის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ოთარ ადომლიშვილი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ ადომლიშვილმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას და ასევე, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეს ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში მდებარე 711 931 კვ.მ მიწის ფართობის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის აუქციონზე გატანის, მასში გამარჯვების და ქონებაზე ხელოვნურად ფასის დაკლების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 50 000 ლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ