"რა მიდგომაა, უნიკალური ძეგლი საჯიჯგნად მიუგდო ნაყოფიას" - კოკო გამსახურდია მიზანდარის დათხოვნაზე

"რა მიდგომაა, უნიკალური ძეგლი საჯიჯგნად მიუგდო ნაყოფიას" - კოკო გამსახურდია მიზანდარის დათხოვნაზე

ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე მარინე მიზანდარის თანამდებობიდან დათხოვნის ფაქტს ეხმაურება.

"მარინა მიზანდარს პირადად არ ვიცნობ. მაგრამ ვიცი, რომ საკმაოდ კვალიფიციური სპეციალისტია. წარმატებულად დაიცვა დისერტაცია ძალისის ანტიკურ მოზაიკებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბელგიაში (ისევე როგორც არაერთი ემიგრანტი ქართველი) პროფესიით არ მუშაობდა, მაინც ახერხებდა ხელოვნებათმცოდნეობაში სტატიების გამოქვეყნებას.

იგი ცნობილია, როგორც მიზანდასახული ადამიანი, რომელიც კანონებს, საერთაშორისო კონვენციებს თუ სტატიებს ბოლომდე შტუდირებდა, მენტორებისგან და თანაშემწეებისგან დაუხმარებლად - კარგად ფლობს რა ინგლისურს და ფრანგულს. ან რა სახელმწიფოებრივი მიდგომაა, უნიკალური ძეგლი საჯიჯგნად მიუგდო ნაყოფიას, გენერალოვს თუ პოსტსაბჭოეთის სხვა ოლიგარქებს. ჰოდა ამის მერე ადგე და ეს ქალი პირდაპირ გააძევო თანამდებობიდან, ეს სახელმწიფო დაწესებულების ფუნქციონირების ნორმებში რაღაც ვერ ჯდება.

ისე გამოვიდა, რომ გერმანელები იცავენ საყდრისის საბადოს, როგორც უნიკალური ძეგლის სტატუსს, ქართველებს კი მისი განადგურება სურთ. ამაზე მეტი ბედის ირონია რაღა გინდა....", - წერს გამსახურდია.

მარინე მიზანდარი თანამდებობიდან გათავისუფლებას კულტურულ მემკვიდრეობას, კერძოდ, საყდრისის თემას უკავშირებს. ამის შესახებ კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მარინე მიზანდარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"კულტურული მემკვიდრეობის თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რამაც ძალიან გაამწვავა ბოლოს მდგომარეობა, ხოლო საყდრისის თემამ საგანგებოდ. იყო დიდი ლობი საწარმოს მხრიდან, იყო გარკვეული ზეწოლაც და ამდენად, ძირითადი უთანხმოების საგანი ის იყო, რომ ჩვენმა უწყებამ, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს თავისი დარგი დაიცვას, ვერ დაიცვა სათანადოდ და დღემდე ვერ იცავს", - განაცხადა მიზანდარმა.

კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე აპირებს სასამართლოში გაასაჩივროს მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რადგან მიიჩნევს, რომ ამ ბრძანებაში ბევრი ბუნდოვანი საკითხია. რაც შეეხება მომავალ საქმიანობას, მიზანდარმა აღნიშნა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, სად გააგრძელებს მუშაობას, თუმცა აღნიშნა, რომ კულტურის სფეროში დარჩება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს