რუსთავში მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

რუსთავში მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

რუსთავში შიდასაქალაქო და თბილის-რუსთავის ხაზებზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. ამ დროისათვის ტრანსპორტის მოძრაობა ქალაქში და თბილის-რუსთავის მიმართულებით მთლიანად პარალიზებულია. გაფიცულები სპეციალური კომისიის მიერ მგზავრთა გადამყვანი სატრანსპორტო კომპანიებისათვის შემუშავებულ საკონკურსო წესის წინააღმდეგ გამოდიან და კონკურსის ჩატარების ვადის 3-5 წლით გადაწევას მოითხოვენ. აღნიშნული წესი დღეს რუსთავის საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა.

საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძე აცხადებს, რომ წესის დამტკიცების შემდეგ მძღოლებს და მგზავრთა გადამზიდავ კომპანიებს საშუალება ექნებათ, ქალაქის მერთან ერთობლივი მუშაობის შედეგად მაქსიმალურად ლიბერალურ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და კონკურსის ჩატარების ვადაც შესაბამისად იქნება განსაზღვრული. მისივე თქმით, ადგილობრივ გადამზიდავთა უფლებები დაცული იქნას.

ამასთან, როგორც რუსთავის მერი დავით ჯიქია აცხადებს, საკრებულომ მხოლოდ კონკურსის ჩატარების წესი დაადგინა და დრო ჯერ დადგენილი და გამოცხადებული არ არის. აქედან გამომდინარე, მისთვის გაუგებარია, რატომ გაიფიცნენ მძღოლები. საკონკურსო წესების შემუშავება ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და კომისიის მუშაობაში ჩართულები იყვნენ, როგორც გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე მძღოლებიც. ამის გარდა, საკონკურსო წესებში მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული მათი მოთხოვნები, კერძოდ კონკურსის ჩატარების შემთხვევაში თუ მგზავრთა გადამყვანი რომელიმე ადგილობრივი კომპანია ვერ გაიმარჯვებს, მძღოლები დაუსაქმებლები არ დარჩებიან და პირველ რიგში, მათი დასაქმება მოხდება, ამასთან ერთად არ გაიზრდება მგზავრობის ღირებულება.

მძღოლების გაფიცვა ამ წუთებშიც გრძელდება, ისინი ქალაქის მერიის წინ მოედანზე არიან შეკრებილი. როგორც რუსთავის მერმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, ქალაქში შექმნილი მდგომარეობის დარეგულირების მიზნით, დახმარება სთხოვეს გარდაბანს, ბოლნისსა და თბილისს, სწორედ აღნიშნული მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული მძროლები მოემსახურებიან მგზავრებს. რაც შეეხება გაფიცულ მძღოლებს, გამორიცხული არ არის, რომ მათ გარკვეული სამართლებრივი სანქციებიც დაეკისროთ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია