სოჭში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე, ოლიმპიადის სიმბოლო 5 რგოლიდან, მხოლოდ ოთხი "გაიხსნა". გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ამ ღონისძიებაზე პასუხისმგებელი ადამიანი, ტექნიკოს-სპეციალისტი ბორის ავდეევი სოჭის სასტუმროში მოკლული იპოვეს.
სტატია, თითქოს ბორის ავდეევი მოკლეს, The Daily Currant-მა გაავრცელა. The Daily Currant-ის მახეში ბევრი მკითხველი გაება, სტატიას "ფეისბუქსა" და "ტვიტერში" 16 000-ზე მეტი გაზიარება ჰქონდა.
თუმცა, გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა - ეს ვებგვერდი სატირული ინტერნეტ სიახლეების საიტია, რომელიც სოციალურ მედიას დეზინფორმაციებით ხშირად აბრიყვებს.
მომზადებულია americanlivewire.com-ის მიხედვით.