უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა ტიპის ავეჯი, დეკორაციები, განათება და აქსესუარები - ყოველივე ეს ავეჯის სახლმა "ვერონამ" ერთ სივრცეში, აღმაშენებლის ხეივნის მე-5 კილომეტრზე მდებარე 2500კვ.მ ფართობის მაღაზიაში განათავსა. იქ მისულ მომხმარებელს მოდის უკანასკნელი ტენდენციების მიხედვით დამზადებული მოდელები დახვდება. სალონში ყველა პირობაა იმისათვის, რომ ვიზიტორებმა საკუთარ სახლში იგრძნონ თავი. რაც ყველაზე მთავარია, "ვერონაში" ყველაფერია, რისი შეძენაც მომხმარებელს ინტერიერის მოსაწყობად შეიძლება სურდეს. სწორედ ამიტომ, მას მაღაზიიდან მაღაზიაში სირბილი, ზედმეტი დროისა და ენერგიის ხარჯვა აღარ მოუწევს.
ავეჯის სახლი "ვერონა" ერთი წელიც არ არის, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა. "ვერონამ" წარმოდგენილი პროდუქციის გარდა, საზოგადოებას გარერეკლამითაც დაამახსოვრა თავი. რა არის ნოვატორული ბილბორდების მთავარი გზავნილი, სად მზადდება ქართველი მომხმარებლისთვის შეთავაზებული პროდუქცია და კონკურენტებთან შედარებით, რაშია "ვერონას" უპირატესობა, ამ და სხვა კითხვებზე ავეჯის სახლ "ვერონას"დამფუძნებელი და დირექტორი ლევან სანიკიძე გვესაუბრება.
- თვალშისაცემია გარე რეკლამა, რომელიც ავეჯის სახლმა "ვერონამ" ქუჩებში განათავსა. ბანერები უცნაური და ყველასგან განსხვავებულია. რა არის ამ ბილბორდების მთავარი მესიჯი?
- ამ მესიჯის სხვადასხვა, მარტივი და რთული ვარიაცია არსებობს. რეკლამის კეთება გასარეკლამებელი პროდუქტის ჩვენებასაც გულისხმობს. მაგრამ წარმოიდგინეთ, ჩვენი ბილბორდების ვიზუალი დაცლილია ყოველგვარი ავეჯისგან. ეს არის ახალი ხედვა, ახალი იდეა. ჩვენ არ გვინდა, ბანერებით წარმოგიდგინოთ ჩვენი ავეჯი, ჩვენ გვინდა, მომხმარებელი მოვიდეს ჩვენამდე და ადგილზე გაეცნოს "ვერონას" პროდუქციას. დღეს ცნობილი მარკეტოლოგები ათასგვარ ხერხს იყენებენ საკუთარი პროდუქციის გასარეკლამებლად და უკვე ძალიან რთულია, ახალი, კრეატიული იდეა მიაწოდო ადამიანებს. ჩვენ მაინც შევძელით, ვყოფილიყავით ნოვატორები და განგვეთავსებინა ბანერები, რომლებიც მომენტალურად გახდა განხილვის საგანი.
- თუ ფლობთ ინფორმაციას მარკეტინგის თვალსაზრისით როგორ იმუშავა აღნიშნულმა გარე რეკლამამ, რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ეს პროექტი?
- პროექტი ჯერ არ დასრულებულა. ერთ წელზე გათვლილი აქციის დასრულებისთანავე ვისაუბრებთ შედეგებზე. მანამდე კი, თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გარე რეკლამამ ნამდვილად გაზარდა "ვერონას" ვიზიტორთა რიცხვი.
- მომავალში რა ტიპის სარეკლამო აქტივობას გეგმავთ, ხომ არ აპირებთ მომხმარებელს რეკლამა სხვა საშუალებების - ტელევიზიის, რადიოს მეშვეობით შესთავაზოთ?
- სატელევიზიო რეკლამაზე აქტიურად ვმუშაობთ. ალბათ, ხვდებით, რომ ჩვენ ვცდილობთ, არ ვისხდეთ რაღაც ჩარჩოებში და მომხმარებელს შევთავაზოთ ინოვაცია სარეკლამო კუთხით. ქართულ რეალობაში ხომ მომხმარებელს ჩვენი ავეჯითაც ნოვატორულ გადაწყვეტას ვთავაზობთ.
- მოდით, ახლა უშუალოდ ავეჯის სახლ "ვერონაზე" ვისაუბროთ. სად მზადდება პროდუქცია, რომელსაც მომხმარებლებს საქართველოში სთავაზობთ?
- "ვერონაში" წარმოდგენილია ავეჯის, დეკორაციის და განათების სისტემების ფართო ასორტიმენტი. კონკრეტულად ავეჯის სფეროში გვყავს ოთხი მომწოდებელი, ოთხივე მათგანი იტალიური, ტრადიციული, საოჯახო ტიპის წარმოებაა. ტრადიციები ჯერ კიდევ საუკუნეების წინ იღებს სათავეს, წლების წინ კი მოდერნიზაცია განიცადა და ჩამოყალიბდა თანამედროვე სტანდარტების და ტექნოლოგიების მქონე ქარხნებად. ჩვენ გვინდა, ქართველ მომხმარებელს არ გადავახდევინოთ ფული სახელში, ბრენდში. სწორედ ამიტომ შეირჩა წარმოებები და პროდუქცია, რომლებიც გაბრენდებული არ გახლავთ. ჩვენ ფულს ვიხდით ხარისხსა და წარმომავლობაში და არა- სახელში. ამ ყველაფრის გათავალისწინებით და ჩვენი მინიმალური ფასნამატით ვიღებთ ქართული რეალობისთვის უპრეცენდენტო სტანდარტს ხარისხისა და ფასის თანაფარდობაში. 2014 წლის 8 აპრილს "ვერონა" მილანის საერთაშორისო გამოფენაზე მიემგზავრება და გეგმავს ორი ახალი, კლასიკური და თანამედროვე ტიპის, ამ შემთხვევაში, ბრენდის დამატებას. მრავალფეროვნებისთვის ბრენდირებული პროდუქციაც საჭიროა.
- რა მასალისგან მზადდება წარმოდგენილი ავეჯი, რას იტყვით პროდუქციის ხარისხზე?
- რაც შეეხება ავეჯის ტექნიკურ მახასიათებლებს, რბილი ავეჯის ჩონჩხი ნატურალური ხისგან შედგება. რბილ, დასაჯდომ ნაწილს კი მაღალელასტიური პოლუურეთანი არ აძლევს საშუალებას დაკარგოს ფორმა. მაღალი კატეგორიის, ანტილაერგიული და ახალი თაობის ქსოვილები კი მოდელებს აძლევს დასრულებულ სახეს. რაც შეეხება საძინებლებსა და მისაღების გარნიტურებს, მოდელები შესრულებულია სხვადასხვა მასალაში: დაწყებული ნატურალური ხიდან, დამთავრებული შეღებილი "ემდეეფით".
- გარდა ავეჯისა, რა ტიპის პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა აქვს მომხმარებელს "ვერონაში"?
- ავეჯის გარდა, "ვერონა" გთავაზობთ ავსტრიული "ეგლოს" განათებებს, ორიგინალურ აქსესუარებსა და დეკორაციებს. ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ მომსახურებისა და პროდუქციის სრულ ასორტიმენტს.
- როგორია პროდუქციის ფასები? საორიენტაციოდ, რა მაჩვენებლებში მერყეობს წარმოდგენილი ნაწარმის ფასი?
- ფასები გათვლილია საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე სეგმენტზე. ფასმაჩვენებლების შკალა შერეული პროდუქციის გათვალისწინებით სხვადასხვაგვარია.
- ხომ არ გეგმავთ საქართველოს მასშტაბით ქსელის გაფართოებას?
- საქართველოს მასშტაბით არა, თუმცა ქვეყნის გარეთ აქტიურად მიდის მოლაპარაკებები.
- ქართულ ბაზარზე არაერთი კონკურენტი გყავთ. რაშია თქვენი უპირატესობა?
- ჩვენ ვყიდით უმაღლესი კატეგორიის იტალიურ ავეჯს მინიმალური ფასნამატით. მომხმარებელს ვთავაზობთ მოდის უკანასკნელი ტენდენციების მიხედვით დამზადებულ მოდელებს, რომლებსაც ცნობილი იტალიელი დიზაინერები ქმნიან. სულ ერთი თვეა, რაც "ვერონაში" მაურო ლიპარინის დიზაინით შექმნილი ავეჯი გამოჩნდა. ლიპარინის სტილი "ბუნებრივი მინიმალიზმის" (natural minimalism) სახელითაა ცნობილი. ის იყენებს ორგანულ მასალებს, თამამ ფერებს და თავისუფალ ფორმებს. ქართველმა მომხმარებელმა უკვე შეიყვარა ეს ფორმები. გარდა ამისა, ხაზი უნდა გაესვას ჩვენს სერვისს და მომსახურების უმაღლეს სტანდარტებს. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენმა ვიზიტორებმა საკუთარ სახლში იგრძნონ თავი და ამისთვის ყველა პირობას ვუქმნით. სალონში გემოვნებით შერჩეული კომბინაციებია განლაგებული, აქ არის ყველაფერი, რაც საჭიროა სახლის მოსაწყობად. შესაბამისად, მყიდველს აღარ სჭირდება სირბილი მაღაზიიდან მაღაზიაში, რადგან აქ, ფაქტობრივად, ყველაფერია. დაახლოებით ერთი წელია, რაც ქართულ ბაზარზე გამოვჩნდით და მხოლოდ ერთი უსიამოვნო პრეცენდენტი გვახსოვს. ისიც მხოლოდ ქარხნული წუნის მქონე ქსოვილს ეხებოდა. თუმცა, ქარხანამ საკუთარი ხარჯებით გამოაგზავნა ახალი ქსოვილი და ჩვენს უკმაყოფილო მომხმარებელს ადგილზე გამოვუცვალეთ.
მსურველებს შეუძლიათ ეწვიონ ავეჯის სახლ "ვერონას" მისამართზე: აღმაშენებლის ხეივანი, მე- 5 კილომეტრი, საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია, სასტუმრო "გოლდენ პალასის" წინა ფასადი ან მოინახულონ ავეჯის სახლის ინტერნეტ გვერდები:
www.facebook.com/verona.tbilisi
R