საავადმყოფში ამ დროისთვის გეგუთის კოლონიის სამი პატიმარი რჩება

საავადმყოფში ამ დროისთვის გეგუთის კოლონიის სამი პატიმარი რჩება

გეგუთის კოლონიაში წუხელ თვითდაზიანება 11-მა პატიმარმა მიიყენა. პატიმრებმა ფეხები და ხელები დაისერეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატიმრების ოჯახის წევრებმა განუცხადეს, რომლებიც მეორე დღეა, 24 საათიან რეჟიმში კოლონიასთან აქციას მართავენ.

პატიმრებმა პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც ოთხდღიანი შიმშილობისას შედეგს ვერ მიაღწიეს. მათი მოთხოვნა გეგუთის კოლონიის ხელმძღვანელობის გადადგომა იყო. პატიმრები ადმინისტრაციას ცემაში ადანაშაულებენ.

პატიმრები, რომლებმაც თვითდაზიანება მიიყენეს, ქუთაისის სხვადასხვა საავადმყოფოებში გაიყვანეს, მათ შორის ამ დრომდე დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში რჩება სამი მსჯავრდებული. ექიმების განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ