სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დავით უსუფაშვილი - ოპოზიციის მხრიდან უკმაყოფილებათა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა
დავით უსუფაშვილი - ოპოზიციის მხრიდან უკმაყოფილებათა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა

დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსთან და­კავ­ში­რე­ბით ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­თა რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს გუ­შინ, არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ცვლი­ლე­ბე­ბის იმ ვერ­სი­ა­ში, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტშია შე­სუ­ლი, უკე­თე­სო­ბის­კენ გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხი.

"ინ­ტერფრაქ­ცი­უ­ლი ჯგუ­ფის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და სამი თუ ოთხი გას­ვლი­თი შეხ­ვედ­რა. რო­დე­საც პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ჯე­რე­ბის მო­მენ­ტი დად­გა, ცხა­დია, პარ­ტი­ე­ბი გა­მოთ­ქვამ­დნენ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, თუმ­ცა, დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­თა რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და. რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით ეს შე­ე­ხე­ბა რე­გი­ო­ნულ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში სა­ე­თე­რო დროს, ფი­ნან­სურ სა­კი­თხებს იმ პარ­ტი­ებ­ზე, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ში სე­რი­ო­ზულ შე­დე­გებს მი­ი­ღე­ბენ, ეს ეხე­ბა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბებს და სხვა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხს. ჩვენ შე­ვა­ჯე­რეთ პო­ზი­ცი­ე­ბი.

სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის ვა­და­ში იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ცვლი­ლე­ბე­ბის იმ ვერ­სი­ა­ში, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტშია შე­სუ­ლი, უკე­თე­სო­ბის­კენ გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხი. შევ­თან­ხმდით იმა­ზე, რომ ყვე­ლა პარ­ტი­ის ყვე­ლა მო­თხოვ­ნა ვერ იქ­ნე­ბა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი. მთა­ვა­რია, პრო­ცე­სი იყოს ღია", - გა­ნა­ცხა­და გუ­შინ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­რი­ერს, მისი თქმით, ბა­რი­ე­რი უკვე გა­და­ხე­დი­ლია. "ბა­რი­ე­რი გა­და­ხე­დი­ლია, არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც არ იყო და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი, და­კა­ნონ­და და შე­სა­ბა­მი­სად, 70-მდე მერ­სა და გამ­გე­ბელს ავირ­ჩევთ პირ­და­პი­რი არ­ჩევ­ნე­ბის წე­სით. ნა­წილს 33%-იანი ბა­რი­ე­რით ავირ­ჩევთ, ხოლო ნა­წილს - 40%-იანი ბა­რი­ე­რით. თა­ვად ბა­რი­ე­რის სა­კი­თხი გარ­კვე­ულ­წი­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის სა­კი­თხია, რად­გან მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბას თუ ავი­ღებთ, არის 50%-იანი ბა­რი­ე­რი, არის 33%-იანი, არის 40%-იანი და არის სა­ერ­თოდ უბა­რი­ე­რო არ­ჩევ­ნე­ბი, ანუ, კონ­კრე­ტუ­ლი ერთი რე­ცეპ­ტი არ არ­სე­ბობს. უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში შევ­ჯერ­დით იმა­ზე, რომ გარ­კვე­უ­ლი ნე­იტ­რა­ლუ­რი ბა­რი­ე­რი არის შე­მო­ღე­ბუ­ლი, სულ უბა­რი­ე­რო­ბას, რო­დე­საც შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან და­ბა­ლი პრო­ცენ­ტით გა­მო­ცხად­დეს პირი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად, რა­მაც, შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ ქა­ლა­ქებ­სა და რა­ი­ო­ნებ­ში შექ­მნას პრობ­ლე­მე­ბი, ჯობ­და, ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა და 33 და 40%-იანი ბა­რი­ე­რის შე­მო­ღე­ბა. დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე, კო­ლე­გებ­მა დას­ვეს სა­კი­თხი გარ­კვე­ულ ვა­რი­ა­ცი­ებ­ზე, ანუ იმ ბა­რი­ე­რე­ბის შიგ­ნით და­მა­ტე­ბი­თი სა­კი­თხე­ბის და­ზუს­ტე­ბა­ზე და მი­ვე­ცი პი­რო­ბა, რომ ამ ერთ კვი­რა­ში ამა­ზე კი­დევ ერთხელ ვიმ­სჯე­ლებთ", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დავით უსუფაშვილი - ოპოზიციის მხრიდან უკმაყოფილებათა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა

დავით უსუფაშვილი - ოპოზიციის მხრიდან უკმაყოფილებათა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან უკმაყოფილებათა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გუშინ, არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ ცვლილებების იმ ვერსიაში, რომელიც პარლამენტშია შესული, უკეთესობისკენ გაუმჯობესდება რამდენიმე საკითხი.

"ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში ჩატარდა სამი თუ ოთხი გასვლითი შეხვედრა. როდესაც პოზიციების შეჯერების მომენტი დადგა, ცხადია, პარტიები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, თუმცა, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, უკმაყოფილებათა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. რამდენიმე მიმართულებით ეს შეეხება რეგიონულ ტელევიზიებში საეთერო დროს, ფინანსურ საკითხებს იმ პარტიებზე, რომელიც მომავალ არჩევნებში სერიოზულ შედეგებს მიიღებენ, ეს ეხება წარმომადგენლობებს და სხვა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს. ჩვენ შევაჯერეთ პოზიციები.

საბოლოო გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი კვირის ვადაში იქნება მიღებული. დარწმუნებული ვარ, ცვლილებების იმ ვერსიაში, რომელიც პარლამენტშია შესული, უკეთესობისკენ გაუმჯობესდება რამდენიმე საკითხი. შევთანხმდით იმაზე, რომ ყველა პარტიის ყველა მოთხოვნა ვერ იქნება დაკმაყოფილებული. მთავარია, პროცესი იყოს ღია", - განაცხადა გუშინ დავით უსუფაშვილმა.

რაც შეეხება ბარიერს, მისი თქმით, ბარიერი უკვე გადახედილია. "ბარიერი გადახედილია, არჩევნები, რომელიც არ იყო დაკანონებული, დაკანონდა და შესაბამისად, 70-მდე მერსა და გამგებელს ავირჩევთ პირდაპირი არჩევნების წესით. ნაწილს 33%-იანი ბარიერით ავირჩევთ, ხოლო ნაწილს - 40%-იანი ბარიერით. თავად ბარიერის საკითხი გარკვეულწილად პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხია, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას თუ ავიღებთ, არის 50%-იანი ბარიერი, არის 33%-იანი, არის 40%-იანი და არის საერთოდ უბარიერო არჩევნები, ანუ, კონკრეტული ერთი რეცეპტი არ არსებობს. უმრავლესობაში შევჯერდით იმაზე, რომ გარკვეული ნეიტრალური ბარიერი არის შემოღებული, სულ უბარიერობას, როდესაც შესაძლოა ძალიან დაბალი პროცენტით გამოცხადდეს პირი გამარჯვებულად, რამაც, შეიძლება გარკვეულ ქალაქებსა და რაიონებში შექმნას პრობლემები, ჯობდა, ერთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმა და 33 და 40%-იანი ბარიერის შემოღება. დღევანდელ შეხვედრაზე, კოლეგებმა დასვეს საკითხი გარკვეულ ვარიაციებზე, ანუ იმ ბარიერების შიგნით დამატებითი საკითხების დაზუსტებაზე და მივეცი პირობა, რომ ამ ერთ კვირაში ამაზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა