სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კლინტ ისტვუდმა ადამიანი გაგუდვას გადაარჩინა
კლინტ ისტვუდმა ადამიანი გაგუდვას გადაარჩინა

მსა­ხი­ობ­მა და რე­ჟი­სორ­მა კლინტ ის­ტვუდ­მა ჰე­იმ­ლი­ხის მა­ნევ­რით (სა­სუნ­თქი გზე­ბი­დან უცხო სხე­უ­ლის მო­სა­ცი­ლებ­ლად დი­აფ­რაგ­მის ქვეშ ბიძ­გე­ბი) ადა­მი­ა­ნი გა­გუდ­ვას გა­და­არ­ჩი­ნა.

ინ­ცი­დენ­ტი კა­ლი­ფორ­ნი­ის ქა­ლაქ კარ­მელ-ბაი-ზე-სიში, გოლ­ფის ტურ­ნი­რის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თუ­ლი სა­ზე­ი­მო სა­დი­ლის დროს მოხ­და. რო­დე­საც 83 წლის მსა­ხი­ობ­მა და­ი­ნა­ხა, რომ ერთ-ერთი სტუ­მა­რი იგუ­დე­ბო­და, უკ­ნი­დან მი­უ­ახ­ლოვ­და, ხელი შე­მოხ­ვია და ზე­ვით სამ­ჯერ ას­წია, რომ სა­სუნ­თქი გზე­ბი ყელ­ში გა­ჩხე­რი­ლი ყვე­ლის ნაჭ­რის­გან გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა.

"კლინტმა სიკ­ვდი­ლის­გან მიხ­სნა", - უამ­ბო გა­ზეთ The Carmel Pine Cone-ს სტივ ჯონ­მა და დას­ძი­ნა, რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო. გა­დარ­ჩე­ნი­ლის თქმით, ის­ტვუდ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცო­და, რა­საც აკე­თებ­და.

თა­ვად ის­ტვუდ­მა აღი­ა­რა, რომ ჰე­იმ­ლი­ხის მა­ნევ­რი ადრე პრაქ­ტი­კა­ში არას­დროს გა­მო­უ­ყე­ნე­ბია. მისი თქმით, ჯო­ნის სა­ხე­ზე და­ი­ნა­ხა ადა­მი­ა­ნის პა­ნი­კა, რო­მელ­საც თვალ­წინ მთელ­მა ცხოვ­რე­ბამ ჩა­უ­ა­რა.

ის­ტვუ­დი ხუთ "ოს­კარს" ფლობს. ის ქა­ლაქ კარ­მელ-ბაი-ზე-სის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას 1986 წლი­დან 1988 წლამ­დე იკა­ვებ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Agence France-Presse-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კლინტ ისტვუდმა ადამიანი გაგუდვას გადაარჩინა

კლინტ ისტვუდმა ადამიანი გაგუდვას გადაარჩინა

მსახიობმა და რეჟისორმა კლინტ ისტვუდმა ჰეიმლიხის მანევრით (სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულის მოსაცილებლად დიაფრაგმის ქვეშ ბიძგები) ადამიანი გაგუდვას გადაარჩინა.

ინციდენტი კალიფორნიის ქალაქ კარმელ-ბაი-ზე-სიში, გოლფის ტურნირის ფარგლებში გამართული საზეიმო სადილის დროს მოხდა. როდესაც 83 წლის მსახიობმა დაინახა, რომ ერთ-ერთი სტუმარი იგუდებოდა, უკნიდან მიუახლოვდა, ხელი შემოხვია და ზევით სამჯერ ასწია, რომ სასუნთქი გზები ყელში გაჩხერილი ყველის ნაჭრისგან გაეთავისუფლებინა.

"კლინტმა სიკვდილისგან მიხსნა", - უამბო გაზეთ The Carmel Pine Cone-ს სტივ ჯონმა და დასძინა, რომ მისი მდგომარეობა მძიმე იყო. გადარჩენილის თქმით, ისტვუდმა შესანიშნავად იცოდა, რასაც აკეთებდა.

თავად ისტვუდმა აღიარა, რომ ჰეიმლიხის მანევრი ადრე პრაქტიკაში არასდროს გამოუყენებია. მისი თქმით, ჯონის სახეზე დაინახა ადამიანის პანიკა, რომელსაც თვალწინ მთელმა ცხოვრებამ ჩაუარა.

ისტვუდი ხუთ "ოსკარს" ფლობს. ის ქალაქ კარმელ-ბაი-ზე-სის მერის თანამდებობას 1986 წლიდან 1988 წლამდე იკავებდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება