სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თბილისი - მშენებლობებისა და თავსატეხების ქალაქი...
თბილისი - მშენებლობებისა და თავსატეხების ქალაქი...

ბოლო 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თბი­ლის­სა და ზო­გა­დად სა­ქარ­თვე­ლოს, არა­ერ­თი ახა­ლი ობი­ექ­ტი შე­ე­მა­ტა. ყვე­ლა ახა­ლი შე­ნო­ბის, ხი­დი­სა და სხვა ნა­გე­ბო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი აქ­ტი­უ­რო­ბა, კრი­ტი­კა და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, აქ­ცი­ე­ბიც ახ­ლდა. თუმ­ცა, ქა­ლაქს ახა­ლი ობი­ექ­ტე­ბი მა­ინც ემა­ტე­ბო­და. ბოლო წლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და თბი­ლი­სის მი­მართ. კი­თხვა - სჭირ­დე­ბა თუ არა ქა­ლაქს ეს ობი­ექ­ტე­ბი, - კვლა­ვაც აქ­ტუ­ა­ლუ­რი რჩე­ბა.

ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ვა­კის პარ­კის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი, სა­დაც სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბა იგეგ­მე­ბა და რო­გორც მე­რია ამ­ბობს, - პრო­ექ­ტი უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია.

ასე­ვე, ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, თბი­ლი­სის შე­მო­სას­ვლელ­თან, "ვე­ფხვი­სა და მოყ­მის" ძეგლ­თან, კი­დევ ერთი ხიდი აი­გე­ბა, რო­მე­ლიც სა­ბურ­თა­ლოს დი­დუ­ბეს­თან და­ა­კავ­ში­რებს...

არ­ქი­ტექ­ტორ გიგა ბა­თი­აშ­ვი­ლის თქმით, ასე­თი ქა­ო­სუ­რი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის მი­ზე­ზი ის არის, რომ არ არ­სე­ბობს ქა­ლა­ქის სრულ­ყო­ფის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა, - ქა­ლა­ქის კონ­სტი­ტუ­ცია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩა­რე­ვის გა­რე­შე, პი­რა­დი მო­საზ­რე­ბე­ბით წყდე­ბა...

- თბი­ლი­სის შე­მო­სას­ვლელ­თან კი­დევ ერთი ხი­დის აშე­ნე­ბა იგეგ­მე­ბა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა. სჭირ­დე­ბა თუ არა კი­დევ ერთი ხიდი ქა­ლაქს?...

- ნე­ბის­მი­ე­რი სი­ახ­ლე, არ­ქი­ტექ­ტუ­რულ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე ანუ ქა­ლა­ქის გე­ნე­რა­ლურ გეგ­მა­ზე დაყ­რდნო­ბით უნდა გა­და­წყდეს. გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა არის ის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის სუ­ბი­ექ­ტუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით იყო მი­ღე­ბუ­ლი... რაც შე­ე­ხე­ბა ობი­ექ­ტებს, - ალ­ბათ უხერ­ხუ­ლია იმა­ზე ლა­პა­რა­კი, სჭირ­დე­ბა თუ არა კი­დევ ერთი ხიდი ქა­ლაქს - რაც მეტი ხიდი იქ­ნე­ბა, მით უკე­თე­სი, მით უფრო, ისე­თი გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და რე­ლი­ე­ფის მქო­ნე ქა­ლაქ­ში, რო­გო­რიც თბი­ლი­სია, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რო­გორც ხი­დის, ისე სხვა ობი­ექ­ტის აშე­ნე­ბის ად­გი­ლი სწო­რად გან­ვსა­ზღვროთ. მტკვრის ორი­ვე მხა­რეს, და­ახ­ლო­ე­ბით 40 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე ერ­თმა­ნეთს სულ 10 ხიდი აკავ­ში­რებს... რო­გორ უნდა ვი­პო­ვოთ გა­მო­სა­ვა­ლი? - გმირ­თა მო­ე­დან­ზე აშე­ნე­ბუ­ლი ეს­ტა­კა­დე­ბი, რო­მელ­შიც უამ­რა­ვი ფული ჩა­ი­ყა­რა, "გმი­რუ­ლად" და ხა­რის­ხი­ა­ნად აშენ­და, მაგ­რამ ის ფუნ­ქცია, რო­მე­ლიც უნდა ჰქო­ნო­და, არ აქვს და ვერც ექ­ნე­ბო­და... იმ ად­გი­ლას ხიდი უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო. ეს­ტა­კა­დებ­მა კი, სა­ნა­პი­როს ყელი შე­ა­ვიწ­რო­ვა. შე­დე­გად კი, არა მარ­ტო პი­კის სა­ა­თებ­ში, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, იმ ად­გი­ლი­დან გა­ლა­კტი­ო­ნის ხი­დამ­დე მუდ­მი­ვი სა­ცო­ბია. ხი­დის აშე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ორი­ვე სა­ნა­პი­რო­ზე ცალ­მხრი­ვი მოძ­რა­ო­ბა იქ­ნე­ბო­და, რაც პრობ­ლე­მას მოგ­ვიხ­სნი­და. მერე ყვე­ლა ახა­ლი ხიდი სტა­ბი­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ას შექ­მნი­და, მათ შო­რის იქაც, სა­დაც ახლა აპი­რე­ბენ, მაგ­რამ ხი­დის იმ ად­გი­ლას აშე­ნე­ბა, რო­მელ­მაც სა­ბურ­თა­ლო და დი­დუ­ბე უნდა და­ა­კავ­ში­როს, ვე­რა­ფერს შეც­ვლის.

- თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას აშფო­თებს ვა­კის პარკთან სას­ტუმ­როს აშე­ნე­ბის სა­კი­თხი... რა ზი­ანს მო­უ­ტანს ქა­ლაქს ეს მშე­ნებ­ლო­ბა?

- ეს პრობ­ლე­მაც, ისევ და ისევ, გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის არარ­სე­ბო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, თუმ­ცა მის გა­რე­შეც შე­იძ­ლე­ბო­და სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. პარ­კი არის ქა­ლა­ქის ფილ­ტვი და იქ ნა­გე­ბო­ბის აშე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. წინა ეპო­ქის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე და­დე­ბით საქ­მედ, შე­იძ­ლე­ბა თბი­ლი­სის გამ­წვა­ნე­ბა ჩავ­თვა­ლოთ. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, მა­სობ­რი­ვი გამ­წვა­ნე­ბა და­ი­წყო, რად­გან თბი­ლი­სის ტი­პის ქა­ლა­ქის­თვის ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნა­ში სას­ტუმ­როს აშე­ნე­ბა, რბი­ლად რომ ვთქვათ, და­ნა­შა­უ­ლია, რად­გან პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვა­კის პარ­კი ორად გა­ი­ყო­ფა, - გზა კუს ტბის ქვე­და ტე­რა­სი­დან შე­მო­ვა და აბა­ში­ძის ქუ­ჩამ­დე გავა. შე­დე­გად კი, იქ მი­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მშვი­დად ვერ ის­ხდე­ბი­ან. კი­დევ ერთი, - თბი­ლის­ში ნი­ა­და­გი ძი­რი­თა­დად თიხ­ნა­რია, თი­ხის მტვე­რი დგას და ჰა­ე­რის ფილტრა­ცი­ას სწო­რედ მწვა­ნე სა­ფა­რი ახ­დენს. იქ ობი­ექ­ტის აშე­ნე­ბა მხო­ლოდ ქა­ლა­ქის ვი­ზუ­ა­ლურ ნა­წილს კი არა, მო­სახ­ლე­ო­ბა­საც და­ა­ზა­რა­ლებს...

- ბა­ტო­ნო გიგა, სა­ინ­ტე­რე­სოა თქვე­ნი, რო­გორც ავ­ტო­რის მო­საზ­რე­ბა, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფილ რე­ზი­დენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ახალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა იქ შეს­ვლა­ზე უარი თქვა და მისი უნი­ვერ­სი­ტე­ტად გა­და­კე­თე­ბა გა­და­წყვი­ტეს... რას ფიქ­რობთ ამა­ზე?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში მას მხო­ლოდ ავ­ტო­რის პო­ზი­ცი­ი­დან არ გან­ვი­ხი­ლავ. ჯერ კი­დევ 80-იანი წლე­ბის მი­წუ­რულს, იქ "სა­ქარ­თვე­ლოს სახ­ლის" აშე­ნე­ბა მინ­დო­და და ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­მაც მხა­რი და­მი­ჭი­რა. ეს იქ­ნე­ბო­და ცენ­ტრი, სა­დაც ქვეყ­ნის ერის სუ­ლი­ე­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი იქ­ნე­ბო­და თავ­მოყ­რი­ლი, - ხელ­ნა­წერ­თა სა­ცა­ვე­ბი, მხატ­ვრუ­ლი და არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი, რისი აღ­ქმაც ვი­ზუ­ა­ლუ­რად, ყურ­თას­მე­ნით, გუ­ლი­თა და გო­ნე­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი... რე­ზი­დენ­ცი­ის შე­ნო­ბა გა­რე­დან პრაქ­ტი­კუ­ლად დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, რო­დე­საც გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, სა­ავ­ტო­რო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გა­წე­ვა ამიკ­რძა­ლეს. მალე იტა­ლი­ე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, რო­მელ­მაც შიგ­ნი­დან გუმ­ბათ­ში პან­დუ­სი მო­ა­წყო... რა­იხსტაგ­საც ჰქონ­და გუმ­ბა­თი, რომ­ლის ქვე­შაც პან­დუ­სია გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­ნო­ბი­დან ხე­ლის­გუ­ლი­ვით მო­ჩანს მთე­ლი ბერ­ლი­ნი, მაგ­რამ თბი­ლისს ეს პრობ­ლე­მა არ აქვს. ფუ­ნი­კუ­ლო­რიც გვაქვს, ნა­რი­ყა­ლაც და მე­ტე­ხიც, სა­ი­და­ნაც მთე­ლი თბი­ლი­სის და­ნახ­ვა შე­იძ­ლე­ბა. რე­ზი­დენ­ცი­ი­და­ნაც სა­ო­ცა­რი ხე­დე­ბი მო­ჩანს... პრე­ზი­დენ­ტი ქვეყ­ნის სიმ­ბო­ლოა, რე­ზი­დენ­ცი­აც ის ად­გი­ლია, სა­ი­და­ნაც პირ­ვე­ლი პირი ქვე­ყა­ნას უნდა მარ­თავ­დეს და მა­ღა­ლი რან­გის სტუმ­რებს იღებ­დეს.

- სას­წავ­ლებ­ლის­თვის რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია ის შე­ნო­ბა?

- არ ვე­თან­ხმე­ბი მის უნი­ვერ­სი­ტე­ტად გა­და­კე­თე­ბას, იმი­ტომ, რომ მისი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის შე­სა­ფე­რის შე­ნო­ბად გა­და­კე­თე­ბა, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია, - შიგ­ნით ძა­ლი­ან ცოტა ფარ­თო­ბია, სულ რა­ღაც 60 მეტ­რი აქვს სიგ­რძე, მაგ­რამ ისეა დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი, რომ გა­რე­დან გრან­დი­ო­ზუ­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს... გარ­და ამი­სა, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აუ­დი­ტო­რი­ე­ბია სა­ჭი­რო, ლექ­ცი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­თვის ამ შე­ნო­ბის "ანა­ტო­მია" გა­მო­უ­სა­დე­გა­რია. ამას­თან, რა სატ­რან­სპორ­ტო ცვლი­ლე­ბე­ბიც უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს იმ ზო­ნა­ში, მისი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის გამო, სატ­რან­სპორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ვერ მოგ­ვარ­დე­ბა. სწო­რედ ეს გახ­ლდათ, იმ ად­გილ­ზე რე­ზი­დენ­ცი­ის აშე­ნე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი, - ად­გი­ლი შთამ­ბეჭ­და­ვია და გარ­და ამი­სა, ისე­თი მდე­ბა­რე­ო­ბა არ აქვს, რომ ბა­ზა­რი­ვით ყვე­ლას უწევ­დეს გავ­ლა. უნი­ვერ­სი­ტე­ტი კი, სწო­რედ იმ ად­გი­ლას უნდა მდე­ბა­რე­ობ­დეს, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტე­ბი­სა და ლექ­ტო­რე­ბის­თვის მი­უდ­გო­მე­ლი არ იქ­ნე­ბა... ასე რომ, კი­დე­ვაც რომ და­მა­ვა­ლონ მისი გა­კე­თე­ბა, ვერ და არ გა­ვა­კე­თებ.

- პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ზეც გკი­თხავთ, რო­მელ­ზეც უმ­რავ­ლე­სო­ბას, უმ­ცი­რე­სო­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავ-თა­ვი­ან­თი სი­მარ­თლე აქვთ...

- მეს­მის ქუ­თა­ი­სე­ლე­ბის წუ­ხი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. ამით ქა­ლაქს პრეს­ტი­ჟი აკ­ლდე­ბა. ამ ქა­ლაქ­მა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის შექ­მნა­ში უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა... ქუ­თა­ის­სა და ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს, ორი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრი სჭირ­დე­ბა და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ქუ­თა­ი­სი მე­ო­რე სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცენ­ტრი გახ­დე­ბა. ამ ქა­ლაქ­ში, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტი უნდა იყოს თავ­მოყ­რი­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ქუ­თა­ი­სე­ლე­ბიც არ და­ი­ჩივ­ლე­ბენ, - პარ­ლა­მენ­ტის გა­რე­შე, ქა­ლა­ქი და­ცა­რი­ელ­დე­ბაო...

- რაც შე­ე­ხე­ბა თვით პარ­ლა­მენ­ტის ახალ შე­ნო­ბას...

- იმ ად­გი­ლას პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის არ­სე­ბო­ბა, სა­დაც ვან­და­ლუ­რი აქტი მოხ­და, ამო­რა­ლუ­რია, - წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იქ ქარ­თველ გმირ­თა მე­მო­რი­ა­ლი და­ან­გრია, რა­საც მა­შინ დედა-შვი­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა... შე­ნო­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბა­სა და სხვა სა­კი­თხებ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ, უბ­რა­ლოდ, ამო­რა­ლუ­რია იმ ად­გი­ლი­დან ქვეყ­ნის მარ­თვა, სა­დაც ტრა­გე­დია მოხ­და.

- ძვე­ლი პარ­ლა­მენ­ტის ად­გი­ლა­საც არის იუნკრე­ბის საფ­ლა­ვი...

- დიახ, ეს ბევ­რჯერ თქმუ­ლა, მაგ­რამ ასე არ არის. იქ "სო­ბო­რო", რუ­სე­ბის სამ­ხედ­რო დიდი ტა­ძა­რი იყო აშე­ნე­ბუ­ლი. იმ ტაძ­რის ეზო­შია და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი რუსი გე­ნე­რა­ლი გრი­აზ­ნო­ვი, რო­მე­ლიც ეტ­ლში მჯდო­მი აა­ფეთ­ქეს და უთა­ვოდ დაკ­რძა­ლეს. იუნკრე­ბის საფ­ლა­ვის იქ არ­სე­ბო­ბის ალ­ბა­თო­ბა, თით­ქმის არ არ­სე­ბობს. ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა უნდა მო­წეს­რიგ­დეს, რა­ღა­ცე­ბი რომ ცვი­ვა, დას­რულ­დეს. არ ვიცი, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის თუ არა, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით, ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში არ არის გა­და­ცე­მუ­ლი. დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი, თუ ქუ­თა­ისს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქის ფუნ­ქცია მი­ე­ნი­ჭე­ბა, ის შე­ნო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თვის, სა­კონ­ცერ­ტო, სა­გა­მო­ფე­ნო და სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზე­ბის­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლია.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თბილისი - მშენებლობებისა და თავსატეხების ქალაქი...

თბილისი - მშენებლობებისა და თავსატეხების ქალაქი...

ბოლო 9 წლის განმავლობაში, თბილისსა და ზოგადად საქართველოს, არაერთი ახალი ობიექტი შეემატა. ყველა ახალი შენობის, ხიდისა და სხვა ნაგებობების მშენებლობას, საზოგადოების დიდი აქტიურობა, კრიტიკა და ხშირ შემთხვევაში, აქციებიც ახლდა. თუმცა, ქალაქს ახალი ობიექტები მაინც ემატებოდა. ბოლო წლებში განსაკუთრებული ინტერესი შეინიშნებოდა თბილისის მიმართ. კითხვა - სჭირდება თუ არა ქალაქს ეს ობიექტები, - კვლავაც აქტუალური რჩება.

ბოლო რამდენიმე თვეა, საზოგადოების ყურადღება ვაკის პარკისკენაა მიმართული, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმება და როგორც მერია ამბობს, - პროექტი უკვე დამტკიცებულია.

ასევე, ქალაქის ხელმძღვანელობის ინიციატივით, თბილისის შემოსასვლელთან, "ვეფხვისა და მოყმის" ძეგლთან, კიდევ ერთი ხიდი აიგება, რომელიც საბურთალოს დიდუბესთან დააკავშირებს...

არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის თქმით, ასეთი ქაოსური მშენებლობების მიზეზი ის არის, რომ არ არსებობს ქალაქის სრულყოფის გენერალური გეგმა, - ქალაქის კონსტიტუცია. მნიშვნელოვანი საკითხები სპეციალისტების ჩარევის გარეშე, პირადი მოსაზრებებით წყდება...

- თბილისის შემოსასვლელთან კიდევ ერთი ხიდის აშენება იგეგმება, რასაც საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. სჭირდება თუ არა კიდევ ერთი ხიდი ქალაქს?...

- ნებისმიერი სიახლე, არქიტექტურულ კონსტიტუციაზე ანუ ქალაქის გენერალურ გეგმაზე დაყრდნობით უნდა გადაწყდეს. გენერალური გეგმა არის ის დოკუმენტი, რომელიც ქალაქის ხელმძღვანელობას სწორი განვითარებისთვის სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში, ყველა გადაწყვეტილება ხელმძღვანელობის სუბიექტური შეხედულებებით იყო მიღებული... რაც შეეხება ობიექტებს, - ალბათ უხერხულია იმაზე ლაპარაკი, სჭირდება თუ არა კიდევ ერთი ხიდი ქალაქს - რაც მეტი ხიდი იქნება, მით უკეთესი, მით უფრო, ისეთი გეოგრაფიისა და რელიეფის მქონე ქალაქში, როგორიც თბილისია, მაგრამ მთავარია, როგორც ხიდის, ისე სხვა ობიექტის აშენების ადგილი სწორად განვსაზღვროთ. მტკვრის ორივე მხარეს, დაახლოებით 40 კილომეტრის მანძილზე ერთმანეთს სულ 10 ხიდი აკავშირებს... როგორ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი? - გმირთა მოედანზე აშენებული ესტაკადები, რომელშიც უამრავი ფული ჩაიყარა, "გმირულად" და ხარისხიანად აშენდა, მაგრამ ის ფუნქცია, რომელიც უნდა ჰქონოდა, არ აქვს და ვერც ექნებოდა... იმ ადგილას ხიდი უნდა აშენებულიყო. ესტაკადებმა კი, სანაპიროს ყელი შეავიწროვა. შედეგად კი, არა მარტო პიკის საათებში, მთელი დღის განმავლობაში, იმ ადგილიდან გალაკტიონის ხიდამდე მუდმივი საცობია. ხიდის აშენების შემთხვევაში, ორივე სანაპიროზე ცალმხრივი მოძრაობა იქნებოდა, რაც პრობლემას მოგვიხსნიდა. მერე ყველა ახალი ხიდი სტაბილურ სიტუაციას შექმნიდა, მათ შორის იქაც, სადაც ახლა აპირებენ, მაგრამ ხიდის იმ ადგილას აშენება, რომელმაც საბურთალო და დიდუბე უნდა დააკავშიროს, ვერაფერს შეცვლის.

- თბილისის მოსახლეობას აშფო­თებს ვაკის პარკთან სასტუმროს აშენების საკითხი... რა ზიანს მოუტანს ქალაქს ეს მშენებლობა?

- ეს პრობლემაც, ისევ და ისევ, გენერალური გეგმის არარსებობას უკავშირდება, თუმცა მის გარეშეც შეიძლებოდა სწორი გადაწყვეტილების მიღება. პარკი არის ქალაქის ფილტვი და იქ ნაგებობის აშენება დაუშვებელია. წინა ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე დადებით საქმედ, შეიძლება თბილისის გამწვანება ჩავთვალოთ. საბჭოთა კავშირის დროს, მასობრივი გამწვანება დაიწყო, რადგან თბილისის ტიპის ქალაქისთვის ეს აუცილებელია. სარეკრეაციო ზონაში სასტუმროს აშენება, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულია, რადგან პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ვაკის პარკი ორად გაიყოფა, - გზა კუს ტბის ქვედა ტერასიდან შემოვა და აბაშიძის ქუჩამდე გავა. შედეგად კი, იქ მისული ადამიანები მშვიდად ვერ ისხდებიან. კიდევ ერთი, - თბილისში ნიადაგი ძირითადად თიხნარია, თიხის მტვერი დგას და ჰაერის ფილტრაციას სწორედ მწვანე საფარი ახდენს. იქ ობიექტის აშენება მხოლოდ ქალაქის ვიზუალურ ნაწილს კი არა, მოსახლეობასაც დააზარალებს...

- ბატონო გიგა, საინტერესოა თქვენი, როგორც ავტორის მოსაზრება, ყოფილი პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციასთან დაკავშირებით. ახალმა პრეზიდენტმა იქ შესვლაზე უარი თქვა და მისი უნივერსიტეტად გადაკეთება გადაწყვიტეს... რას ფიქრობთ ამაზე?

- ამ შემთხვევაში მას მხოლოდ ავტორის პოზიციიდან არ განვიხილავ. ჯერ კიდევ 80-იანი წლების მიწურულს, იქ "საქართველოს სახლის" აშენება მინდოდა და ქალაქის ხელმძღვანელობამაც მხარი დამიჭირა. ეს იქნებოდა ცენტრი, სადაც ქვეყნის ერის სულიერი და მატერიალური ფასეულობები იქნებოდა თავმოყრილი, - ხელნაწერთა საცავები, მხატვრული და არქეოლოგიური ნამუშევრები, ყველაფერი, რისი აღქმაც ვიზუალურად, ყურთასმენით, გულითა და გონებით იქნება შესაძლებელი... რეზიდენციის შენობა გარედან პრაქტიკულად დასრულებული იყო, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო, საავტორო ზედამხედველობის გაწევა ამიკრძალეს. მალე იტალიელი დიზაინერი ჩამოიყვანეს, რომელმაც შიგნიდან გუმბათში პანდუსი მოაწყო... რაიხსტაგსაც ჰქონდა გუმბათი, რომლის ქვეშაც პანდუსია გაკეთებული, რომლის საშუალებითაც შენობიდან ხელისგულივით მოჩანს მთელი ბერლინი, მაგრამ თბილისს ეს პრობლემა არ აქვს. ფუნიკულორიც გვაქვს, ნარიყალაც და მეტეხიც, საიდანაც მთელი თბილისის დანახვა შეიძლება. რეზიდენციიდანაც საოცარი ხედები მოჩანს... პრეზიდენტი ქვეყნის სიმბოლოა, რეზიდენციაც ის ადგილია, საიდანაც პირველი პირი ქვეყანას უნდა მართავდეს და მაღალი რანგის სტუმრებს იღებდეს.

- სასწავლებლისთვის რამდენად მისაღებია ის შენობა?

- არ ვეთანხმები მის უნივერსიტეტად გადაკეთებას, იმიტომ, რომ მისი უნივერსიტეტისთვის შესაფერის შენობად გადაკეთება, სხვადასხვა მიზეზის გამო, თითქმის შეუძლებელია, - შიგნით ძალიან ცოტა ფართობია, სულ რაღაც 60 მეტრი აქვს სიგრძე, მაგრამ ისეა დაპროექტებული, რომ გარედან გრანდიოზულის შთაბეჭდილებას ტოვებს... გარდა ამისა, უნივერსიტეტში აუდიტორიებია საჭირო, ლექციების ჩასატარებლად. სასწავლო პროცესისთვის ამ შენობის "ანატომია" გამოუსადეგარია. ამასთან, რა სატრანსპორტო ცვლილებებიც უნდა განხორციელდეს იმ ზონაში, მისი ადგილმდებარეობის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ვერ მოგვარდება. სწორედ ეს გახლდათ, იმ ადგილზე რეზიდენციის აშენების ერთ-ერთი მიზეზი, - ადგილი შთამბეჭდავია და გარდა ამისა, ისეთი მდებარეობა არ აქვს, რომ ბაზარივით ყველას უწევდეს გავლა. უნივერსიტეტი კი, სწორედ იმ ადგილას უნდა მდებარეობდეს, რომელიც სტუდენტებისა და ლექტორებისთვის მიუდგომელი არ იქნება... ასე რომ, კიდევაც რომ დამავალონ მისი გაკეთება, ვერ და არ გავაკეთებ.

- პარლამენტის შენობაზეც გკითხავთ, რომელზეც უმრავლესობას, უმცირესობასა და საზოგადოებას თავ-თავიანთი სიმართლე აქვთ...

- მესმის ქუთაისელების წუხილი, პარლამენტის თბილისში დაბრუნების თაობაზე. ამით ქალაქს პრესტიჟი აკლდება. ამ ქალაქმა ქართული კულტურული მემკვიდრეობის შექმნაში უდიდესი როლი ითამაშა... ქუთაისსა და ზოგადად, საქართველოს, ორი საგანმანათლებლო ცენტრი სჭირდება და კარგი იქნება, თუ ქუთაისი მეორე საუნივერსიტეტო ცენტრი გახდება. ამ ქალაქში, განათლების მიღების მსურველი და განათლებული კონტინგენტი უნდა იყოს თავმოყრილი. ამ შემთხვევაში, ქუთაისელებიც არ დაიჩივლებენ, - პარლამენტის გარეშე, ქალაქი დაცარიელდებაო...

- რაც შეეხება თვით პარლამენტის ახალ შენობას...

- იმ ადგილას პარლამენტის შენობის არსებობა, სადაც ვანდალური აქტი მოხდა, ამორალურია, - წინა ხელისუფლებამ იქ ქართველ გმირთა მემორიალი დაანგრია, რასაც მაშინ დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა... შენობის გაუმართაობასა და სხვა საკითხებზე რომ არაფერი ვთქვათ, უბრალოდ, ამორალურია იმ ადგილიდან ქვეყნის მართვა, სადაც ტრაგედია მოხდა.

- ძველი პარლამენტის ადგილასაც არის იუნკრების საფლავი...

- დიახ, ეს ბევრჯერ თქმულა, მაგრამ ასე არ არის. იქ "სობორო", რუსების სამხედრო დიდი ტაძარი იყო აშენებული. იმ ტაძრის ეზოშია დასაფლავებული რუსი გენერალი გრიაზნოვი, რომელიც ეტლში მჯდომი ააფეთქეს და უთავოდ დაკრძალეს. იუნკრების საფლავის იქ არსებობის ალბათობა, თითქმის არ არსებობს. ქუთაისის პარლამენტის შენობა უნდა მოწესრიგდეს, რაღაცები რომ ცვივა, დასრულდეს. არ ვიცი, საზოგადოებამ იცის თუ არა, რომ ჯერჯერობით, ექსპლუატაციაში არ არის გადაცემული. დასრულების შემდეგ კი, თუ ქუთაისს საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქცია მიენიჭება, ის შენობა საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, საკონცერტო, საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზებისთვის შესანიშნავი ადგილია.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია