რატომ „ცხოვრობდა“ გიორგი ცაავა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

რატომ „ცხოვრობდა“ გიორგი ცაავა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

მსახიობი გიორგი ცაავა თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია. მისთვის ასევე მნიშვნელოვანია მუსიკა და როგორც აღმოჩნდა, თავადაც წერს და მღერის...

- სლავური გარეგნობა გაქვთ, ქართველს არ ჰგავხართ...

- ჩემში რამდენიმე სისხლია: მეგრული, კაზაკური და ებრაული. დედა გვარად ანისიმოვაა. მამამისი დაღესტნელი იყო, მაგრამ დედა თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. მისი მხრიდან, თელავივში ნათესავები გვყავს, ჩემი ბიძაშვილები და-ღესტნელი ებრაელები არიან და 20 წელია, იქ ცხოვრობენ.

- პროფესიული არჩევანი - მსახიობობა, ბავშვობიდან მოდის?

- ბავშვობიდან მსახიობობა მინდოდა. ოჯახში ხელოვნებასთან დაკავშირებული არავინ მყოლია, მხოლოდ ბაბუა იყო მეტ-ნაკლებად ახლოს ამ სფეროსთან, ის სამხედრო ექიმი გახლდათ და იმავდროულად, მუსიკოსიც. „გეპეიში“ ენერგეტიკის ფაკულტეტზე სწავლას ვგეგმავდი. მამა ენერგეტიკოსია და მთელი ცხოვრება ამ სფეროში გაატარა, მაგრამ შემდეგ მეგობრის რჩევით, უცებ გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი და ხელოვნების ინსტიტუტში ჩავაბარე. სკოლაში ძალიან აქტიურად ვიყავი ყველა ღონისძიებაში ჩართული. ჩემს თუ სხვის ბოლო ზარზე დაგეგმილ ღონისძიებებში ვმონაწილეობდი, ჯგუფი გვქონდა ჩამოყალიბებული და მე დრამზე ვუკრავდი. ჩემს უბანში, ეზოშიც სულ რაღაც სპექტაკლებს ვდგამდით, თან რეჟისორი ვიყავი და თან მსახიობიც.

- თეატრში მუშაობდით?

- ექვსი წელი ვმუშაობდი მოზარდ მაყურებელთა თეატრში. ინსტიტუტიდან საკურსო სპექტაკლი ვითამაშეთ ამ თეატრში, რომლის წარმოდგენის შემდეგ იქვე მუშაობა შემომთავაზეს და დავრჩი.

- რაც შეეხება ფილმებს, რამდენია თქვენს ანგარიშზე?

- ოცამდე ფილმია. პირველი იყო ერეკლე ბადურაშვილის ფილმი „კიდევ ერთი ქართული ისტორია“. მან თეატრიდან წამიყვანა ამ ფილმზე სამუშაოდ, სადაც ფსიქიკური პრობლემების მქონე პერსონაჟს ვასახიერებდი.

- მგონია, რომ ასეთი ადამიანის როლის შესრულება ძალიან საინტერესო უნდა იყოს, ასეა?

- კი, მაგრამ ცოტა ძნელია. იმდენად ერთვები, რომ მერე გიჭირს ისევ ნორმალური ადამიანის ამპლუაში ცხოვრება. ასათიანის ქუჩაზე, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ერთი ბლოკი იყო გადაკეტილი და გადაღებები იქ მიმდინარეობდა. დილას მივდიოდი, მთელ დღეს შენობაში ვატარებდი და სახლშიც ისეთივე ვბრუნდებოდი, რა როლიც მქონდა.

- რთულად გამოხვედით ამ როლის ზეგავლენიდან?

- ძალიან და ამას ყველა მატყობდა, თითქმის ერთი თვე დამჭირდა ჩემს ბუნებრივ მდგომარეობაში დასაბრუნებლად.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება