სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბარაკ ობამა- პუტინი ყოველთვის უაღრესი პატივისცემით მეპყრობოდა
ბარაკ ობამა- პუტინი ყოველთვის უაღრესი პატივისცემით მეპყრობოდა

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ბა­რაკ ობა­მას გან­ცხა­დე­ბით, მას და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს პრაგ­მა­ტუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე აგე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პირ­ველ­მა პირ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია NBC-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ ურ­თი­ერ­თო­ბას გა­ყი­ნულს ვერ ვუ­წო­დებ­დი. ურ­თი­ერ­თშეხ­ვედ­რე­ბის დროს უამ­რა­ვი სა­კი­თხის გან­ხილ­ვა ხდე­ბა, აზ­რთა გაც­ვლა-გა­მოც­ვლა და იუ­მო­რია. პუ­ტი­ნი ყო­ველ­თვის უაღ­რე­სი პა­ტი­ვის­ცე­მით მე­პყრო­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და ბა­რაკ ობა­მამ ინ­ტერ­ვი­უს დროს.

ამას­თან, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე მყოფ აშშ-ის ოფი­ცი­ა­ლურ დე­ლე­გა­ცი­ა­ში ორი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი სპორ­ტსმე­ნის შეყ­ვა­ნა იმის ხაზ­გას­ხმა იყო, რომ აშშ-ი ყვე­ლა­ნა­ი­რი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დის.

"ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე სპორ­ტსმე­ნე­ბის გან­სჯა მხო­ლოდ მათი მიღ­წე­ვე­ბით შე­იძ­ლე­ბა. სპორ­ტსმე­ნე­ბის შე­დე­გე­ბი არ უნდა იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი მათ წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე, იმა­ზე თუ ვის ჰგვა­ნან, ვინ უყ­ვართ. ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის სული სწო­რედ ამა­ში მდგო­მა­რე­ობს", - აღ­ნიშ­ნა ბა­რაკ ობა­მამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბარაკ ობამა- პუტინი ყოველთვის უაღრესი პატივისცემით მეპყრობოდა

ბარაკ ობამა- პუტინი ყოველთვის უაღრესი პატივისცემით მეპყრობოდა

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, მას და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პრაგმატული და პატივისცემაზე აგებული ურთიერთობა აქვთ. ამის შესახებ აშშ-ის პირველმა პირმა ტელეკომპანია NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ ურთიერთობას გაყინულს ვერ ვუწოდებდი. ურთიერთშეხვედრების დროს უამრავი საკითხის განხილვა ხდება, აზრთა გაცვლა-გამოცვლა და იუმორია. პუტინი ყოველთვის უაღრესი პატივისცემით მეპყრობოდა", - განაცხადა ბარაკ ობამამ ინტერვიუს დროს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სოჭის ოლიმპიადაზე მყოფ აშშ-ის ოფიციალურ დელეგაციაში ორი ჰომოსექსუალი სპორტსმენის შეყვანა იმის ხაზგასხმა იყო, რომ აშშ-ი ყველანაირი დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამოდის.

"ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენების განსჯა მხოლოდ მათი მიღწევებით შეიძლება. სპორტსმენების შედეგები არ უნდა იყოს დამოკიდებული მათ წარმომავლობაზე, იმაზე თუ ვის ჰგვანან, ვინ უყვართ. ოლიმპიური თამაშების სული სწორედ ამაში მდგომარეობს", - აღნიშნა ბარაკ ობამამ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა