სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რატომ დატოვა ''ახალი ხმა'' რუსა მორჩილაძემ
რატომ დატოვა ''ახალი ხმა'' რუსა მორჩილაძემ

კომ­პო­ზი­ტო­რი რუსა მორ­ჩი­ლა­ძე თურ­ქე­თის კომ­პო­ზი­ტორ­თა კავ­შირ­ში გა­ა­წევ­რი­ა­ნეს. ჰქონ­და შე­თა­ვა­ზე­ბა, მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში გა­და­სუ­ლი­ყო სა­ცხოვ­რებ­ლად და მათ­თვის შე­ექ­მნა მუ­სი­კა. რუ­სამ ამ წი­ნა­და­დე­ბა­ზე "იმე­დის" მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გამო უარი თქვა. ის დღეს ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რია. კომ­პო­ზი­ტორ­თან სა­უ­ბა­რი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბით" და­ვი­წყეთ, რომ­ლის გა­მოც ინ­ტერ­ვიუ არა­ერ­თხელ გა­დავ­დეთ.

- ეს იყო სა­გი­ჟე­თი, ყო­ველ­დღე ოთხი ლო­კა­ცია მქონ­და. დი­ლას მოვ­დი­ო­დი "იმედ­ში", მერე სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბაზ­ში, შემ­დეგ - ცირ­კში და ბო­ლოს - ქო­რე­ოგ­რა­ფებ­თან სახ­ლში. დი­ლის 5 სა­ათ­ზე ვბრუნ­დე­ბო­დი შინ და დი­ლის 10-დან ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან იწყე­ბო­და. უამ­რავ ადა­მი­ან­თან გი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა. მო­ნა­წი­ლე­ებ­თან, მათ მე­წყვი­ლე­ებ­თან. ვი­ღაც ავად არის, ვი­ღა­ცას პრე­ტენ­ზია აქვს...

- მუ­სი­კა­ლურ ნომ­რებს გი­წუ­ნებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი?

- არა (იღი­მე­ბა). სა­ერ­თოდ, მეც ვუს­მენ მო­ნა­წი­ლე­ებს და ისი­ნიც მენ­დო­ბი­ან. იცი­ან, რა­საც ვურ­ჩევ, კარ­გია. უბ­რა­ლოდ, არის მო­მენ­ტი, როცა ის მუ­სი­კა­ლუ­რი ნო­მე­რი მათ სუ­ლი­ე­რე­ბას­თან არ არის ახ­ლოს ან იმ მო­მენ­ტში ოდ­ნავ სხვა­ნა­ი­რი გან­წყო­ბა აქვთ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ვუ­წევ ან­გა­რიშს, მაგ­რამ იმ ხა­რის­ხის ქვე­მოთ, რო­მე­ლიც მე არ და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებს, არ ჩა­მო­ვალ.

- ყვე­ლა­ზე რთუ­ლი რო­მე­ლი მო­ნა­წი­ლე აღ­მოჩ­ნდა ამ მხრივ?

- ამ სე­ზონ­ში არ გამ­ჭირ­ვე­ბია, ნამ­დვი­ლად უნდა ვა­ღი­ა­რო.

- გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლიც არ იყო ამ მხრივ პრე­ტენ­ზი­უ­ლი?

- გია? ჩემ­თან გია ისეა, რო­გორც კა­რა­ქი­ა­ნი პური. ვერც ვი­გებ, რა­ტომ არის გია რთუ­ლი, ოქ­როა ჩემ­თან.

- მთლი­ა­ნო­ბა­ში კმა­ყო­ფი­ლი ხარ? გა­დარ­ბე­ნე­ბი, უძი­ლო ღა­მე­ე­ბი და­გი­ფას­და?

- არ ვიცი, რო­გორ უნდა და­მი­ფას­დეს. უკე­თეს­ზე უკე­თე­სი არ და­ი­ლე­ვა, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი იყო. სხვა ქვე­ყა­ნა­შიც კეთ­დე­ბა ეს პრო­ექ­ტი, გა­დარ­თეთ და ნა­ხეთ, რა უბე­დუ­რე­ბაა, ქვე­ყა­ნას არ და­ვა­სა­ხე­ლებ. შე­იძ­ლე­ბა, მა­გა­რი პრო­ექ­ტი აიღო, რე­ი­ტინ­გუ­ლი სხვა ქვე­ყა­ნა­ში და მკვდა­რი გა­მო­ვი­დეს, არა­ნა­ი­რი ემო­ცია არ მო­ი­ტა­ნოს, არც ისე პო­პუ­ლა­რუ­ლი და რე­ი­ტინ­გუ­ლი პრო­ექ­ტი კი ისე გა­ა­კე­თო, ყვე­ლას­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხა­ვი გახ­დეს. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ამ ყვე­ლა­ფერ­ში არის ჯგუ­ფი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ვმუ­შა­ობ. დის­კომ­ფორ­ტი რომ მქონ­დეს, ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი ვართ. ერ­თმა­ნე­თი გვი­ხა­რია, სე­რი­ო­ზუ­ლი უთან­ხმო­ე­ბა არას­დროს გვქო­ნია.

- თუმ­ცა ბევ­რს ლა­პა­რა­კო­ბენ შენს რთულ ხა­სი­ათ­ზე.

- არ მაქვს რთუ­ლი ხა­სი­ა­თი, ეს წლებ­მა და­ამ­ტკი­ცა. არ უნდა მო­მა­ტყუო, იმი­ტომ, რომ მე არას­დროს გა­ტყუ­ებ. არ უნდა მო­გინ­დეს და­მა­ზი­ა­ნო და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შენი ერ­თგუ­ლი ვიქ­ნე­ბი. ძა­ლი­ან ად­ვი­ლია ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რა­საც ვფიქ­რობ, იმას გე­უბ­ნე­ბი. ნე­ტავ, ასე­თი ხალ­ხი ბევ­რი იყოს ჩემ გარ­შე­მო.

- აფეთ­ქე­ბა ხომ იცი?

- კაი ახლა, ერთი აფეთ­ქე­ბა რა მოხ­და მერე. სა­მა­გი­ე­როდ, მა­ვი­წყდე­ბა, რაზე ავ­ფეთ­ქდი. ფურ­ცელ­ზე თუ არ და­ვი­წე­რე, აღარ მახ­სოვს, რაზე გავ­ბრაზ­დი (იცი­ნის), ბავ­შვო­ბი­დან ასე ვარ. მაგ­რამ მახ­სოვს, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი რომ არ მიყ­ვარს. ღმერ­თო, მა­პა­ტიე.

- ეს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი შენი კო­ლე­გაა თუ...

- (მა­წყვე­ტი­ნებს. ავტ.) არა, არა, მე მათ კო­ლე­გებს ვერ და­ვარ­ქმევ. მათ ჰქვი­ათ, მე მინ­და ვიყო მუ­სი­კო­სი.

- ისი­ნი მხო­ლოდ არ გიყ­ვარს, თუ?

- იმის იქით არ მივ­დი­ვარ. ზი­ზღი არ ვიცი. არ ვი­კად­რებ, ჩა­ვუ­საფ­რდე და სა­მა­გი­ე­რო გა­და­ვუ­ხა­დო. ღმერ­თის მე­ში­ნია. ღმერ­თმა აპა­ტი­ოს ყვე­ლას და მეც.

- "ახა­ლი ხმის" მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი იყა­ვი. რა­ტომ წა­მოხ­ვე­დი ამ პრო­ექ­ტი­დან?

- ახლა გა­ჩერ­დი (იცი­ნის). ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ მკი­თხავ­დი, სა­ნამ მოხ­ვი­დო­დი, და­მამ­შვი­დე­ბე­ლი დავ­ლიე (იცი­ნის). ვი­ცო­დი, რომ მშვი­დი თე­მე­ბით არ მოხ­ვი­დო­დი ჩემ­თან. აღარ მინ­დო­და და წა­მო­ვე­დი. მორ­ჩა.

- შენ­ნა­ირ მუ­სი­კა­ლურ პრო­დი­უ­სე­რებს ასე ად­ვი­ლად პრო­ექ­ტი­დან არ უშ­ვე­ბენ.

- მე გა­ვა­კე­თე პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი, ავა­წყვე სის­ტე­მა, კარ­გი რე­ი­ტინ­გი დავ­დე და წა­მო­ვე­დი ჩემს მე­გობ­რებ­თან. მათ­თან ერ­თად ვა­კე­თებ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს". ორ პრო­ექტს ერ­თად არ გა­ვა­კე­თებ­დი, ორი­ვე ხა­რის­ხი­ა­ნი უნდა იყოს და ეს ად­ვი­ლი არ არის. მარ­თა­ლია, რბი­ლად რომ ვთქვა, ძა­ლი­ან და­ვაკ­ლდი "ვო­ისს", მა­შინ სხვა იყო მუ­სი­კა­ლუ­რი #5 27

ხა­რის­ხი, მაგ­რამ ასე მოხ­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რატომ დატოვა ''ახალი ხმა'' რუსა მორჩილაძემ

რატომ დატოვა ''ახალი ხმა'' რუსა მორჩილაძემ

კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე თურქეთის კომპოზიტორთა კავშირში გააწევრიანეს. ჰქონდა შეთავაზება, მეზობელ ქვეყანაში გადასულიყო საცხოვრებლად და მათთვის შეექმნა მუსიკა. რუსამ ამ წინადადებაზე ''იმედის'' მუსიკალური პროექტების გამო უარი თქვა. ის დღეს ამ ტელეკომპანიის მუსიკალური პროდიუსერია. კომპოზიტორთან საუბარი ''ცეკვავენ ვარსკვლავებით'' დავიწყეთ, რომლის გამოც ინტერვიუ არაერთხელ გადავდეთ.

- ეს იყო საგიჟეთი, ყოველდღე ოთხი ლოკაცია მქონდა. დილას მოვდიოდი ''იმედში'', მერე სარეპეტიციო დარბაზში, შემდეგ - ცირკში და ბოლოს - ქორეოგრაფებთან სახლში. დილის 5 საათზე ვბრუნდებოდი შინ და დილის 10-დან ეს ყველაფერი თავიდან იწყებოდა. უამრავ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა. მონაწილეებთან, მათ მეწყვილეებთან. ვიღაც ავად არის, ვიღაცას პრეტენზია აქვს...

- მუსიკალურ ნომრებს გიწუნებდნენ მონაწილეები?

- არა (იღიმება). საერთოდ, მეც ვუსმენ მონაწილეებს და ისინიც მენდობიან. იციან, რასაც ვურჩევ, კარგია. უბრალოდ, არის მომენტი, როცა ის მუსიკალური ნომერი მათ სულიერებასთან არ არის ახლოს ან იმ მომენტში ოდნავ სხვანაირი განწყობა აქვთ. ასეთ შემთხვევაში ვუწევ ანგარიშს, მაგრამ იმ ხარისხის ქვემოთ, რომელიც მე არ დამაკმაყოფილებს, არ ჩამოვალ.

- ყველაზე რთული რომელი მონაწილე აღმოჩნდა ამ მხრივ?

- ამ სეზონში არ გამჭირვებია, ნამდვილად უნდა ვაღიარო.

- გია სურამელაშვილიც არ იყო ამ მხრივ პრეტენზიული?

- გია? ჩემთან გია ისეა, როგორც კარაქიანი პური. ვერც ვიგებ, რატომ არის გია რთული, ოქროა ჩემთან.

- მთლიანობაში კმაყოფილი ხარ? გადარბენები, უძილო ღამეები დაგიფასდა?

- არ ვიცი, როგორ უნდა დამიფასდეს. უკეთესზე უკეთესი არ დაილევა, მაგრამ ნამდვილად წარმატებული პროექტი იყო. სხვა ქვეყანაშიც კეთდება ეს პროექტი, გადართეთ და ნახეთ, რა უბედურებაა, ქვეყანას არ დავასახელებ. შეიძლება, მაგარი პროექტი აიღო, რეიტინგული სხვა ქვეყანაში და მკვდარი გამოვიდეს, არანაირი ემოცია არ მოიტანოს, არც ისე პოპულარული და რეიტინგული პროექტი კი ისე გააკეთო, ყველასთვის სასიამოვნო სანახავი გახდეს. ყველაზე მთავარი ამ ყველაფერში არის ჯგუფი, რომელთან ერთადაც ვმუშაობ. დისკომფორტი რომ მქონდეს, ვერაფერს გავაკეთებდი. ჩვეულებრივი ოჯახი ვართ. ერთმანეთი გვიხარია, სერიოზული უთანხმოება არასდროს გვქონია.

- თუმცა ბევრს ლაპარაკობენ შენს რთულ ხასიათზე.

- არ მაქვს რთული ხასიათი, ეს წლებმა დაამტკიცა. არ უნდა მომატყუო, იმიტომ, რომ მე არასდროს გატყუებ. არ უნდა მოგინდეს დამაზიანო და მთელი ცხოვრება შენი ერთგული ვიქნები. ძალიან ადვილია ჩემთან ურთიერთობა, რასაც ვფიქრობ, იმას გეუბნები. ნეტავ, ასეთი ხალხი ბევრი იყოს ჩემ გარშემო.

- აფეთქება ხომ იცი?

- კაი ახლა, ერთი აფეთქება რა მოხდა მერე. სამაგიეროდ, მავიწყდება, რაზე ავფეთქდი. ფურცელზე თუ არ დავიწერე, აღარ მახსოვს, რაზე გავბრაზდი (იცინის), ბავშვობიდან ასე ვარ. მაგრამ მახსოვს, რამდენიმე ადამიანი რომ არ მიყვარს. ღმერთო, მაპატიე.

- ეს რამდენიმე ადამიანი შენი კოლეგაა თუ...

- (მაწყვეტინებს. ავტ.) არა, არა, მე მათ კოლეგებს ვერ დავარქმევ. მათ ჰქვიათ, მე მინდა ვიყო მუსიკოსი.

- ისინი მხოლოდ არ გიყვარს, თუ?

- იმის იქით არ მივდივარ. ზიზღი არ ვიცი. არ ვიკადრებ, ჩავუსაფრდე და სამაგიერო გადავუხადო. ღმერთის მეშინია. ღმერთმა აპატიოს ყველას და მეც.

- ''ახალი ხმის'' მუსიკალური პროდიუსერი იყავი. რატომ წამოხვედი ამ პროექტიდან?

- ახლა გაჩერდი (იცინის). ზუსტად ვიცოდი, რომ მკითხავდი, სანამ მოხვიდოდი, დამამშვიდებელი დავლიე (იცინის). ვიცოდი, რომ მშვიდი თემებით არ მოხვიდოდი ჩემთან. აღარ მინდოდა და წამოვედი. მორჩა.

- შენნაირ მუსიკალურ პროდიუსერებს ასე ადვილად პროექტიდან არ უშვებენ.

- მე გავაკეთე პირველი სეზონი, ავაწყვე სისტემა, კარგი რეიტინგი დავდე და წამოვედი ჩემს მეგობრებთან. მათთან ერთად ვაკეთებ ''ცეკვავენ ვარსკვლავებს''. ორ პროექტს ერთად არ გავაკეთებდი, ორივე ხარისხიანი უნდა იყოს და ეს ადვილი არ არის. მართალია, რბილად რომ ვთქვა, ძალიან დავაკლდი ''ვოისს'', მაშინ სხვა იყო მუსიკალური #5 27

ხარისხი, მაგრამ ასე მოხდა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება