სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვიქტორია ნულანდი ევროკავშირს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს?
ვიქტორია ნულანდი ევროკავშირს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს?

ინ­ტერ­ნე­ტით გავ­რცელ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტი ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დი უკ­რა­ი­ნის კრი­ზის­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­კავ­შირს უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ "ბი­ბი­სი" ავ­რცე­ლებს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წერ­ში ის­მის ქალ­ბა­ტო­ნის ხმა, რომ­ლის ხმაც აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გლის ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დის ხმას ჰგავს.

სა­ტა­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რი Youtube-ზე ხუთ­შა­ბათს გავ­რცელ­და. ოთხწუ­თი­ან ვი­დე­ო­ში, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დი და უკ­რა­ი­ნა­ში აშშ-ის ელჩი ჯეფ­რი პა­ი­ე­ტი სა­უბ­რო­ბენ. ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, სა­უ­ბა­რი უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა დრო­საც ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დმა ევ­რო­კავ­ში­რის მი­სა­მარ­თით გა­ნა­ცხა­და Fuck EU.

ამას­თან, "ბი­ბი­სის" ცნო­ბით, აშშ-მა გა­ნა­ცხა­და, რომ ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დმა მის­თვის მი­წე­რი­ლი სი­ტყვე­ბის გამო მო­ი­ბო­დი­შა.

"ბი­ბი­სის" ცნო­ბით, აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არც და­ა­დას­ტუ­რა და არც უარ­ყო ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბა. აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესმდივ­ნის ჯეინ ფსა­კის გან­ცხა­დე­ბით, ჩა­ნა­წე­რი რუ­სე­თის მიერ იქნა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რად­გან ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვინც ეს ჩა­ნა­წე­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვიქტორია ნულანდი ევროკავშირს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს?

ვიქტორია ნულანდი ევროკავშირს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს?

ინტერნეტით გავრცელდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ამერიკელი დიპლომატი ვიქტორია ნულანდი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო ჩანაწერში ისმის ქალბატონის ხმა, რომლის ხმაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგლის ვიქტორია ნულანდის ხმას ჰგავს.

სატალეფონო ჩანაწერი Youtube-ზე ხუთშაბათს გავრცელდა. ოთხწუთიან ვიდეოში, გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორია ნულანდი და უკრაინაში აშშ-ის ელჩი ჯეფრი პაიეტი საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, საუბარი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე მიმდინარეობს, რა დროსაც ვიქტორია ნულანდმა ევროკავშირის მისამართით განაცხადა Fuck EU.

ამასთან, "ბიბისის" ცნობით, აშშ-მა განაცხადა, რომ ვიქტორია ნულანდმა მისთვის მიწერილი სიტყვების გამო მოიბოდიშა.

"ბიბისის" ცნობით, აშშ-ის ხელისუფლებამ არც დაადასტურა და არც უარყო ჩანაწერის ავთენტურობა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ჯეინ ფსაკის განცხადებით, ჩანაწერი რუსეთის მიერ იქნა გავრცელებული, რადგან ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ჩანაწერი აღმოაჩინა, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი იყო.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა