რას შეცვლის ახალი ქართული გამოგონება - "ხე­ლით რეცხ­ვა აღარ დაგ­ჭირ­დე­ბათ"

რას შეცვლის ახალი ქართული გამოგონება - "ხე­ლით რეცხ­ვა აღარ დაგ­ჭირ­დე­ბათ"

სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის აბა­ზა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი სამ­კურ­ნა­ლო კუ­რორ­ტი­ა, ამი­ტომ გა­მო­გო­ნე­ბა "ა­ბა­ზა­ნის სა­დე­ზინ­ფექ­ციო და ჩა­სა­რეცხი და­ნად­გა­რი" სა­ინ­ტე­რე­სო და აქ­ტუ­ა­ლუ­რი­ა. გა­მო­გო­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც "საქ­პა­ტენ­ტში­ა" და­რე­გის­ტი­რე­ბუ­ლი, მი­სი ავ­ტო­რი, ბი­ო­ლო­გი, იუ­რის­ტი სა­ლო­მე ბარ­ბა­ქა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- აბა­ზა­ნის სა­დე­ზინ­ფექ­ციო და ჩა­სა­რეცხი მოწყ­ო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ტა­ლა­ხის ან წყლის სამ­კურ­ნა­ლო კუ­რორ­ტებ­ზე სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ, დი­დი აბა­ზა­ნე­ბის გა­სა­რეცხ­ად შე­იძ­ლე­ბა. წყალ­ტუ­ბო­ში ხში­რად დავ­დი­ვარ, ვხე­დავ, რო­გორ რეცხ­ა­ვენ აბა­ზა­ნებს და ამ მე­თო­დის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის იდეა გა­მიჩ­ნდა.

ეს გა­მო­გო­ნე­ბა მო­ხერ­ხე­ბუ­ლი­ა, მი­სი და­ნერ­გვა აა­მაღ­ლებს დე­ზინ­ფექ­ცი­ი­სა და რეცხ­ვის ხა­რისხს, და რაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, პრო­ცე­სი ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი­ა. საქ­მე ისა­ა, რომ დღეს აბა­ზა­ნებს ხე­ლით რეცხ­ა­ვენ, ამ და­ნად­გარს კი არ სჭირ­დე­ბა ხე­ლით რეცხ­ვა, მას­ში წყა­ლი მთელ პე­რი­მეტ­რზე, ზე­და­პირ­ზე მი­ე­დი­ნე­ბა და არა მის ერთ მხა­რეს, მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია ისიც, რომ წყა­ლი არ იღ­ვრე­ბა, რეცხ­ვას ნაკ­ლე­ბი დრო სჭირ­დე­ბა. და­ნად­გარს აქვს დრო­ის რე­ლე, რომ­ლის ჩარ­თვით, ღი­ლაკ­ზე ხე­ლის და­ჭე­რის შემ­დეგ, იწყ­ე­ბა გა­სუფ­თა­ვე­ბის პრო­ცე­სი, იხ­სნე­ბა სარ­ქვე­ლე­ბი, ინ­ჟექ­ტორს ბა­ლო­ნი­დან მი­ე­წო­დე­ბა ცხი­მის მო­სა­ცი­ლე­ბე­ლი სითხ­ე, შემ­დეგ ქლო­რი­ა­ნი წყა­ლი და ბო­ლოს წყა­ლი. ჩა­სა­რეცხი ხსნა­რის ჭავ­ლი ყველ­გან თა­ნაბ­რად ნა­წილ­დე­ბა, ერთ მხა­რეს და­მაგ­რე­ბუ­ლია ლი­თო­ნი, რო­მე­ლიც აბა­ზა­ნი­დან წყლის გად­მოღ­ვრას ბლო­კავს. და­ნად­გა­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით ეფექ­ტუ­რი­ა, რად­გან მი­წო­დე­ბუ­ლი სითხ­ის რა­ო­დე­ნო­ბა კონ­ტროლ­დე­ბა, რის გა­მოც ხსნა­რის რა­ო­დე­ნო­ბა მცირ­დე­ბა და პრო­ცე­დუ­რას ნაკ­ლე­ბი დრო სჭირ­დე­ბა, აღარც პერ­სო­ნა­ლის შრო­მაა სა­ჭი­რო. მი­სი დამ­ზა­დე­ბა ძალ­ზე ია­ფი­ა, სა­ჭი­როა პლას­ტმა­სის მი­ლი, ავ­ზი და რე­ლე. უსაფ­რთხოა ეკო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც, ხსნა­რის არც ერ­თი წვე­თი აბა­ზა­ნის გა­რეთ არ იღ­ვრე­ბა და სა­ფუძ­ვლი­ა­ნად წმენდს. სა­ქარ­თვე­ლო მდი­და­რია სამ­კურ­ნა­ლო კუ­რორ­ტე­ბით, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც ახ­ლა ხში­რად სა­უბ­რო­ბენ და ამ ნო­ვა­ცი­ის და­ნერ­გვა მე­ტად ნა­ყო­ფი­ე­რი იქ­ნე­ბა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს