სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვინ იპოვა გარდაცვლილი გოგონას ცხედარი?
 ვინ იპოვა გარდაცვლილი გოგონას ცხედარი?

გა­სულ კვი­რას, თბი­ლის­ში კი­დევ ერთი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. 16 წლის მა­რი­ამ ჩავ­ლე­იშ­ვი­ლი 31-ე ქარ­ხნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მარ­თა­ლია, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ძა­ლო­ვა­ნებ­მა 115-ე მუხ­ლით აღ­ძრეს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას ნიშ­ნავს, მაგ­რამ უკვე გარ­კვე­უ­ლია, რომ გო­გო­ნას თავი არ მო­უკ­ლავს და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს საქ­მე­ზე კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლა ან საქ­მის და­ხურ­ვა მო­უ­წევთ.

პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით, გარ­დაც­ვლილს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ მა­რი­ა­მი მოკ­ლუ­ლია, არ დას­ტურ­დე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, გო­გო­ნა ქუ­ჩა­ში წა­იქ­ცა, გო­ნე­ბა და­კარ­გა და გა­ი­ყი­ნა. მისი ცხე­და­რი პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­და­ას­ვე­ნეს და ალ­ბათ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

უკვე გარ­კვე­უ­ლია, რომ შა­ბათს, 1-ელ თე­ბერ­ვალს, მა­რი­ა­მი და მისი მე­გობ­რე­ბი თოვლში სა­გუნ­და­ოდ გა­ვიდ­ნენ. კარ­გა ხანს იგუნ­და­ვეს, შემ­დეგ იქვე იპო­ვეს პა­ტა­რა ფარ­დუ­ლი, ცე­ცხლი და­ან­თეს, საჭ­მე­ლი შე­ჭა­მეს და სას­მე­ლიც და­ლი­ეს. მე­გობ­რე­ბი ერ­თად ერ­თო­ბოდ­ნენ, თუმ­ცა მა­რი­ა­მი მათ მალე და­ემ­შვი­დო­ბა, რად­გან ახ­ლობ­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­დი­ო­და. ამის შემ­დეგ გო­გო­ნას­თან კონ­ტაქ­ტი შე­წყდა. სა­ღა­მოს 9-ის ნა­ხე­ვარ­ზე დე­დამ მა­რი­ა­მის ძებ­ნა და­ი­წყო. სა­ტე­ლე­ფო­ნი ზა­რებს არ პა­სუ­ხობ­და და აფო­რი­ა­ქე­ბულ­მა დე­დამ ჯერ მე­გობ­რებ­თან მო­ი­კი­თხა მა­რი­ა­მი. როცა მათ­გან შე­ი­ტყო, რომ გო­გო­ნა კარ­გა ხნის წა­სუ­ლი იყო, დახ­მა­რე­ბის­თვის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მი­მარ­თა. იმ ღა­მეს უშე­დე­გოდ ეძებ­დნენ გო­გო­ნას, მე­ო­რე დღეს ძა­ლო­ვა­ნებს მა­რი­ა­მის თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბიც ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და გო­გო­ნა რკი­ნიგ­ზის ლი­ან­დაგ­თან ახ­ლოს, ორმა გო­გო­ნამ გა­ყი­ნუ­ლი იპო­ვა. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი ცო­ტა­თი მო­შო­რე­ბუ­ლია იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც მა­რი­ა­მი გუნ­და­ობ­და. ფარ­დულ­თან ნა­პოვ­ნია პლასტმა­სის ერთჯე­რა­დი ჭი­ქე­ბი და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი.

ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლო­ვა­ნებ­მა უკვე დაჰ­კი­თხეს ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც იმ დღეს მა­რი­ამ­თან ერ­თად იყო. ჯერ­ჯე­რო­ბით ისი­ნი მომ­ხდარ­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. დაჰ­კი­თხეს ასე­ვე მისი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი და პე­და­გო­გე­ბიც.

უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად იმ კერ­ძო სკო­ლა­ში მი­ვე­დი, სა­დაც მა­რი­ა­მი სწავ­ლობ­და. ის მოს­კო­ვის პროს­პექ­ტზე მდე­ბა­რე კერ­ძო სკო­ლა "და­ვი­თი­ა­ნის" მოს­წავ­ლე იყო. ცოტა აგ­რე­სი­უ­ლად დაგ­ვხვდნენ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი და პე­და­გო­გე­ბი.

"და­ვი­ღა­ლეთ ამ­დე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტით, ჩვენ რა უნდა გი­თხრათ? რა გინ­დათ ჩვენ­გან, ეს არ მომ­ხდა­რა სკო­ლის პე­რი­ოდ­ში. შა­ბათს მოხ­და და თან ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არც ყო­ფი­ლან მა­რი­ამ­თან ერ­თად", - მი­თხრა სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ნამ, თუმ­ცა მა­ინც და­ვი­თან­ხმე, რომ გო­გო­ნა­ზე ესა­უბ­რა. სკო­ლის პე­და­გო­გე­ბიც მა­რი­ამს და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ და მომ­ხდა­რით შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

ნანა ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, "და­ვი­თი­ა­ნის" სკო­ლის დი­რექ­ტო­რი:

- მა­რი­ა­მი ჩვენს სკო­ლა­ში ერთი წე­ლია სწავ­ლობს. ადრე, "აფ­რი­კის" და­სახ­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე 94-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. აქ იმი­ტომ გად­მო­ვი­და, რომ უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ღო. ჯო­ბია, მის ყო­ფილ სკო­ლა­ში მიხ­ვი­დეთ, იქ უფრო მეტს შე­ი­ტყობთ მა­რი­ა­მზე. იქ უფრო მეტი შე­იძ­ლე­ბა გი­თხრან ამ ბავ­შვზე, მის ფსი­ქი­კა­ზე, ცხოვ­რე­ბა­ზე. მარ­თა­ლია, ჩვენ კარ­გად მისი გაც­ნო­ბაც ვერ მო­ვას­წა­რით, მაგ­რამ ცუდს ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ძა­ლი­ან კარ­გი გო­გო­ნა იყო, - კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი. გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი არ ყო­ფი­ლა, აქაც მალე გა­ი­ჩი­ნა მე­გობ­რე­ბი. ჩვენს სკო­ლა­ში კარ­გი და­ხა­სი­ა­თე­ბით გად­მო­ვი­და. პა­რას­კევს იყო სკო­ლა­ში, პრე­ტექ­სტე­ბიც ჩა­ა­ბა­რა და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, წა­ვი­და სახ­ლში. ეს ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა შა­ბათს მოხ­და. ვი­ცით, რომ იმ დღეს მა­რი­ა­მი და მისი მე­გობ­რე­ბი პირ­ველ თოვლში სა­გუნ­და­ოდ გა­ვიდ­ნენ. ბევ­რნი იყ­ვნენ, მას­თან ერ­თად იქ იყო ჩვე­ნი სკო­ლის ორი მოს­წავ­ლეც, მაგ­რამ ისი­ნი წა­მო­სუ­ლან. იქ ძი­რი­თა­დად მა­რი­ა­მის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლებ­საც ჩვენ არ ვიც­ნობ­დით. თოვლში იგუნ­და­ვეს ბავ­შვებ­მა, მერე იქვე ფარ­დულ­ში გა­შა­ლეს პა­ტა­რა სუფ­რა. ეს შემ­თხვე­ვა ჩვე­ნი სკო­ლი­დან მო­შო­რე­ბით, გა­და­ხუ­რულ ფარ­დულ­ში მოხ­და. ალ­ბათ გა­სარ­თო­ბად და­ლი­ეს ალ­კოჰო­ლი. იქვე იყო "ფან­ტას" ბოთ­ლე­ბი. მერე რა მოხ­და, არ ვი­ცით. ვი­ცით ის, რომ მა­რი­ა­მი მი­დი­ო­და და­ბა­დე­ბის დღე­ზე, მე­გობ­რებს და­ემ­შვი­დო­ბა და წა­ვი­და. დე­დაც იქ ელო­დე­ბო­და. გზა­ში რა მოხ­და, არ ვი­ცით. შე­იძ­ლე­ბა ჩვენც ერ­თად ვი­ყოთ, მერე დავ­შორ­დეთ, მე გზა­ში ფეხი რომ და­მი­ცურ­დეს და მოვ­კვდე, თქვე­ნი ბრა­ლი იქ­ნე­ბა? მა­რი­ამს ალ­ბათ ფეხი და­უ­ცურ­და და შე­იძ­ლე­ბა თავი რა­ღა­ცას და­არ­ტყა. გა­მო­ძი­ე­ბა გა­არ­კვევს ყვე­ლა­ფერს.

- სა­დაც ბავ­შვე­ბი ქე­ი­ფობ­დნენ, იმ ად­გი­ლი­დან დიდი მან­ძი­ლით იყო და­შო­რე­ბუ­ლი გარ­დაც­ვლი­ლი?

- მან­ძი­ლი დიდი არ არის. რო­გორც ჩანს, გა­ჩე­რე­ბა­ზე მი­დი­ო­და, იქი­დან გა­და­ვი­დო­და სა­მან­ქა­ნო გზა­ზე. ცუდი ჩა­სას­ვლე­ლია, დაღ­მარ­თია, ალ­ბათ ფეხი და­უც­და და და­ე­ცა. მე­გობ­რე­ბი ერ­თად 5-დან 7 სა­ა­თამ­დე იყ­ვნენ. ბავ­შვე­ბი 7 სა­ათ­ზე უკვე სახ­ლებ­ში მი­ვიდ­ნენ. ყვე­ლა და­ი­კი­თხა. ბევ­რი ისე­თიც მო­იყ­ვა­ნეს პო­ლი­ცი­ა­ში, ვინც იქ გა­მო­ი­ა­რა. ბავ­შვებს ცე­ცხლი ჰქონ­დათ დან­თე­ბუ­ლი და რო­გორც ჩანს, გამ­ვლე­ლე­ბიც უერ­თდე­ბოდ­ნენ. ძი­რი­თა­დად, მა­რი­ა­მის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. მას ძველ სკო­ლე­ლებ­თა­ნაც ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და ალ­ბათ ისი­ნი იყ­ვნენ. მა­რი­ა­მი ჩვენ­მა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა იპო­ვეს, თით­ქოს იწვა და ეძი­ნა. შე­იძ­ლე­ბა ალ­კოჰოლ­მაც იმოქ­მე­და და ცუ­დად გახ­და. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ გული აწუ­ხებ­და. ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს ყვე­ლა­ფერს. ბა­ტო­ნე­ბიც ახა­ლი მოხ­დი­ლი ჰქონ­და და ამი­ტომ ან­ტი­ბი­ო­ტი­კებ­საც იღებ­და. რო­გორც ვი­ცით, ამ­დენ ბავ­შვს ერთი ბოთ­ლი სას­მე­ლი ჰქონ­და. ალ­ბათ ეს მისი ბე­დის­წე­რა იყო. ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვე­ბი გვყავს სკო­ლა­ში. ვცდი­ლობთ, კარ­გი ოჯა­ხის შვი­ლე­ბი, კარ­გი ბავ­შვე­ბი მი­ვი­ღოთ. ასე­თი იყო მა­რი­ა­მიც. ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც შე­ნიშ­ვნას იღებ­და, ის იყო, რომ სულ იპ­რან­ჭე­ბო­და, - ცოტა და­იგ­რძე­ლე კაბა და ნუ წა­ის­ვამ პო­მა­და­სო, მას­წავ­ლებ­ლე­ბი საყ­ვე­დუ­რობ­დნენ. გაპ­რან­ჭვა უყ­ვარ­და. სარ­კის წინ რამ­დენ­ჯე­რაც გა­ივ­ლი­და, იმ­დენ­ჯერ პო­მა­დას ის­ვამ­და. მეც ასე ვარ, სულ გვერ­დით მი­დევს პო­მა­და. რომ იპო­ვეს, მა­ში­ნაც თით­ქოს ეძი­ნა, წი­თე­ლი პო­მა­და ჰქონ­და ტუჩ­ზე. იქვე იყო მისი ჩან­თა. ყვე­ლას­თან მე­გობ­რუ­ლი იყო, ძა­ლი­ან დაგ­ვწყვი­ტა გული. მისი ოჯა­ხი სა­ში­ნელ დღე­შია. დე­დამ და­უ­რე­კა და 9-ის ნა­ხე­ვარ­ზე და­ი­წყეს ძებ­ნა. მე­გობ­რებ­მა უთხრეს, წა­მო­ვი­დაო. ყველ­გან ეძებ­დნენ, მერე მო­ბი­ლუ­რის ან­ძით დად­გინ­და, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფიქ­სირ­დე­ბო­და მისი ტე­ლე­ფო­ნი. რას იფიქ­რებ­დნენ, რომ ლი­ან­დაგ­თან იყო? პო­ლი­ცი­ას­თან ერ­თად ჩვე­ნი სკო­ლის ბავ­შვე­ბიც ეძებ­დნენ და ორმა გო­გო­ნამ იპო­ვა ცხე­და­რი, ისი­ნიც შო­კი­რე­ბუ­ლი არი­ან. დიდი სტრე­სი მი­ი­ღეს, ის­ტე­რი­კა­ში ჩაც­ვივ­დნენ, წი­ოდ­ნენ და კი­ოდ­ნენ ბავ­შვე­ბი. ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ მის­თვის სკო­ლა­ში უცხოს მო­ე­კი­თხოს. სკო­ლის კარი ჩა­კე­ტი­ლია, ვი­დე­ოთ­ვა­ლი გვაქვს ოთა­ხებ­შიც და გა­რე­თაც. ვე­ლო­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას.

მა­რი­ა­მის მე­გობ­რებ­თან სა­უ­ბა­რი ვერ შევ­ძე­ლი. სკო­ლის დი­რექ­ტო­რის გან­მარ­ტე­ბით, ბავ­შვე­ბის მშობ­ლებ­მა თქვეს უარი მათ შვი­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბა­ზე.

იმ სკო­ლა­შიც წა­ვე­დი, სა­დაც მა­რი­ამ­მა 9 კლა­სი და­ამ­თავ­რა. აქ სწავ­ლობს ამ­ჟა­მად მა­რი­ა­მის პა­ტა­რა და­ი­კო და მათი მოს­წავ­ლე იყო მა­რი­ა­მის უფ­რო­სი ძმაც.

სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა მა­რი­ნა ჩა­გა­ნა­ვამ გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა და­დე­ბი­თად და­ა­ხა­სი­ა­თა. მას ყო­ფილ დამ­რი­გე­ბელ­თან ან რო­მე­ლი­მე პე­და­გოგ­თან შეხ­ვედ­რა ვთხო­ვე. კლა­სე­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე პირ­და­პირ უარი თქვა, - მშობ­ლე­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე ამას ვერ შევ­ძლე­ბო. თუმ­ცა, პე­და­გოგს, ქალ­ბა­ტონ ლელა შვე­ლი­ძეს შე­მახ­ვედ­რა. ქალ­ბა­ტო­ნი ლელა ძა­ლი­ან წუხ­და მა­რი­ა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ისიც მი­თხრა, მის ოჯახ­საც ვიც­ნობ და იქ სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს, სა­შინ­ლად გა­ნიც­დი­ან მშობ­ლე­ბიო. "მა­რი­ა­მი ძა­ლი­ან კარ­გი გო­გო­ნა იყო, ჩვენს სკო­ლა­ში 9 კლა­სამ­დე და­დი­ო­და.

გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ბავ­შვი იყო, სა­შუ­ა­ლო დო­ნე­ზე სწავ­ლობ­და, ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი გახ­ლდათ. ყვე­ლას გვიყ­ვარ­და და მომ­ხდა­რით შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი ვართ. არ ვი­ცით, რე­ა­ლუ­რად რა მოხ­და იქ. პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გი ვარ და კარ­გად ვიც­ნობ­დი ამ გო­გო­ნას ში­ნა­გან სამ­ყა­როს. გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი არ ყო­ფი­ლა. ძა­ლი­ან კარგ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. შეძ­რუ­ლე­ბი ვართ მომ­ხდა­რით", - მი­თხრა ქალ­ბა­ტონ­მა ლელა შვე­ლი­ძემ.

ამ დროს მის კა­ბი­ნეტ­ში ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი შე­მო­ვი­და და და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხო­ვა ლე­ლას გა­რეთ გას­ვლა. - ინ­ტერ­ვი­უს ვწერთ, ცოტა ხან­ში და­გე­ლა­პა­რა­კე­ბი, - უთხრა ქალ­ბა­ტონ­მა ლე­ლამ. გა­ირ­კვა, რომ ის დი­რექ­ტო­რის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი იყო. რა­ტომ­ღაც უცებ სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სკო­ლის პე­და­გო­გებს მა­რი­ა­მზე არ უნდა ესა­უბ­რათ და ჩემ­თან შეხ­ვედ­რა ყვე­ლას აუკ­რძა­ლა. შე­წუხ­და ქალ­ბა­ტო­ნი ლელა, რად­გან ინ­ტერ­ვი­უს შე­წყვე­ტა შუა გზა­ში მო­უხ­და. მო­მი­ბო­დი­შა. ამის შემ­დეგ მან­და­ტუ­რი გა­მოჩ­ნდა და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, შე­ნო­ბა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა.

არ ვიცი, რისი შე­ე­შინ­და დი­რექ­ტორ მა­რი­ნა ჩა­გა­ნა­ვას. იმის ხომ არა, რომ იმ სა­ბე­დის­წე­რო წუ­თე­ბამ­დე მა­რი­ამ­თან ერ­თად მისი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბიც იყ­ვნენ და ამა­ზე კი­თხვას დავ­სვამ­დი? მარ­თა­ლია, უფრო მე­ტად მა­რი­ა­მის ცხოვ­რე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­გე­ბა მსურ­და და ამი­ტომ მი­ვა­კი­თხე მის ყო­ფილ სკო­ლას, მაგ­რამ იქი­დან გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი წა­მო­ვე­დი. არა­და, პე­და­გო­გებს დიდი სურ­ვი­ლი ჰქონ­დათ, სიყ­ვა­რუ­ლით ესა­უბ­რათ ამ პა­ტა­რა გო­გო­ნა­ზე.

მა­რი­ა­მის ცხე­და­რი 94-ე სკო­ლი­დან რამ­დე­ნი­მე მეტრში, მა­მი­დის სახ­ლში ეს­ვე­ნა. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო სამ­ძი­მარ­ზე მი­სუ­ლი ჭი­რი­სუ­ფალ­თან. ტი­როდ­ნენ მა­რი­ა­მის მე­გობ­რე­ბიც. ყო­ფი­ლი კლა­სე­ლე­ბიც უკა­ნას­კნე­ლად გა­მო­ე­თხოვ­ნენ საყ­ვა­რელ მე­გო­ბარს, რომ­ლის და­ღუპ­ვას ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან. ოჯა­ხის წევ­რე­ბი იმ­დე­ნად თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლე­ბი არი­ან, რომ მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი არ სურთ. 4 თე­ბერ­ვალს მა­რი­ა­მის ცხე­და­რი თბი­ლი­სი­დან ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბუკ­ნარ­ში გა­და­ას­ვე­ნეს, სა­დაც ბა­ბუა ცხოვ­რობს და მას იქ დაკ­რძა­ლა­ვენ.

მისი სიკ­ვდი­ლის რე­ა­ლურ მი­ზეზს იმე­დია, გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვინ იპოვა გარდაცვლილი გოგონას ცხედარი?

 ვინ იპოვა გარდაცვლილი გოგონას ცხედარი?

გასულ კვირას, თბილისში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. 16 წლის მარიამ ჩავლეიშვილი 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. მართალია, სისხლის სამართლის საქმე ძალოვანებმა 115-ე მუხლით აღძრეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ნიშნავს, მაგრამ უკვე გარკვეულია, რომ გოგონას თავი არ მოუკლავს და სამართალდამცავებს საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა ან საქმის დახურვა მოუწევთ.

პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. თავდაპირველად საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მარიამი მოკლულია, არ დასტურდება. სავარაუდოდ, გოგონა ქუჩაში წაიქცა, გონება დაკარგა და გაიყინა. მისი ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს და ალბათ ექსპერტიზის დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უკვე გარკვეულია, რომ შაბათს, 1-ელ თებერვალს, მარიამი და მისი მეგობრები თოვლში საგუნდაოდ გავიდნენ. კარგა ხანს იგუნდავეს, შემდეგ იქვე იპოვეს პატარა ფარდული, ცეცხლი დაანთეს, საჭმელი შეჭამეს და სასმელიც დალიეს. მეგობრები ერთად ერთობოდნენ, თუმცა მარიამი მათ მალე დაემშვიდობა, რადგან ახლობლის დაბადების დღეზე მიდიოდა. ამის შემდეგ გოგონასთან კონტაქტი შეწყდა. საღამოს 9-ის ნახევარზე დედამ მარიამის ძებნა დაიწყო. სატელეფონი ზარებს არ პასუხობდა და აფორიაქებულმა დედამ ჯერ მეგობრებთან მოიკითხა მარიამი. როცა მათგან შეიტყო, რომ გოგონა კარგა ხნის წასული იყო, დახმარებისთვის სამართალდამცავებს მიმართა. იმ ღამეს უშედეგოდ ეძებდნენ გოგონას, მეორე დღეს ძალოვანებს მარიამის თანაკლასელები და მეგობრებიც ეხმარებოდნენ და გოგონა რკინიგზის ლიანდაგთან ახლოს, ორმა გოგონამ გაყინული იპოვა. შემთხვევის ადგილი ცოტათი მოშორებულია იმ ადგილიდან, სადაც მარიამი გუნდაობდა. ფარდულთან ნაპოვნია პლასტმასის ერთჯერადი ჭიქები და ალკოჰოლური სასმელი.

ბუნებრივია, ძალოვანებმა უკვე დაჰკითხეს ყველა ის ადამიანი, ვინც იმ დღეს მარიამთან ერთად იყო. ჯერჯერობით ისინი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. ფაქტზე გამოძიება გრძელდება. დაჰკითხეს ასევე მისი სკოლის დირექტორი და პედაგოგებიც.

უფრო მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად იმ კერძო სკოლაში მივედი, სადაც მარიამი სწავლობდა. ის მოსკოვის პროსპექტზე მდებარე კერძო სკოლა "დავითიანის" მოსწავლე იყო. ცოტა აგრესიულად დაგვხვდნენ სკოლის დირექტორი და პედაგოგები.

"დავიღალეთ ამდენი ჟურნალისტით, ჩვენ რა უნდა გითხრათ? რა გინდათ ჩვენგან, ეს არ მომხდარა სკოლის პერიოდში. შაბათს მოხდა და თან ჩვენი სკოლის მოსწავლეები არც ყოფილან მარიამთან ერთად", - მითხრა სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ნანამ, თუმცა მაინც დავითანხმე, რომ გოგონაზე ესაუბრა. სკოლის პედაგოგებიც მარიამს დადებითად ახასიათებენ და მომხდარით შეწუხებულები არიან.

ნანა ზურაბიშვილი, "დავითიანის" სკოლის დირექტორი:

- მარიამი ჩვენს სკოლაში ერთი წელია სწავლობს. ადრე, "აფრიკის" დასახლებაში მდებარე 94-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. აქ იმიტომ გადმოვიდა, რომ უკეთესი განათლება მიეღო. ჯობია, მის ყოფილ სკოლაში მიხვიდეთ, იქ უფრო მეტს შეიტყობთ მარიამზე. იქ უფრო მეტი შეიძლება გითხრან ამ ბავშვზე, მის ფსიქიკაზე, ცხოვრებაზე. მართალია, ჩვენ კარგად მისი გაცნობაც ვერ მოვასწარით, მაგრამ ცუდს ვერაფერს გეტყვით. ძალიან კარგი გოგონა იყო, - კომუნიკაბელური. გულჩათხრობილი არ ყოფილა, აქაც მალე გაიჩინა მეგობრები. ჩვენს სკოლაში კარგი დახასიათებით გადმოვიდა. პარასკევს იყო სკოლაში, პრეტექსტებიც ჩააბარა და ჩვეულებრივად, წავიდა სახლში. ეს ტრაგიკული შემთხვევა შაბათს მოხდა. ვიცით, რომ იმ დღეს მარიამი და მისი მეგობრები პირველ თოვლში საგუნდაოდ გავიდნენ. ბევრნი იყვნენ, მასთან ერთად იქ იყო ჩვენი სკოლის ორი მოსწავლეც, მაგრამ ისინი წამოსულან. იქ ძირითადად მარიამის მეგობრები იყვნენ, რომლებსაც ჩვენ არ ვიცნობდით. თოვლში იგუნდავეს ბავშვებმა, მერე იქვე ფარდულში გაშალეს პატარა სუფრა. ეს შემთხვევა ჩვენი სკოლიდან მოშორებით, გადახურულ ფარდულში მოხდა. ალბათ გასართობად დალიეს ალკოჰოლი. იქვე იყო "ფანტას" ბოთლები. მერე რა მოხდა, არ ვიცით. ვიცით ის, რომ მარიამი მიდიოდა დაბადების დღეზე, მეგობრებს დაემშვიდობა და წავიდა. დედაც იქ ელოდებოდა. გზაში რა მოხდა, არ ვიცით. შეიძლება ჩვენც ერთად ვიყოთ, მერე დავშორდეთ, მე გზაში ფეხი რომ დამიცურდეს და მოვკვდე, თქვენი ბრალი იქნება? მარიამს ალბათ ფეხი დაუცურდა და შეიძლება თავი რაღაცას დაარტყა. გამოძიება გაარკვევს ყველაფერს.

- სადაც ბავშვები ქეიფობდნენ, იმ ადგილიდან დიდი მანძილით იყო დაშორებული გარდაცვლილი?

- მანძილი დიდი არ არის. როგორც ჩანს, გაჩერებაზე მიდიოდა, იქიდან გადავიდოდა სამანქანო გზაზე. ცუდი ჩასასვლელია, დაღმართია, ალბათ ფეხი დაუცდა და დაეცა. მეგობრები ერთად 5-დან 7 საათამდე იყვნენ. ბავშვები 7 საათზე უკვე სახლებში მივიდნენ. ყველა დაიკითხა. ბევრი ისეთიც მოიყვანეს პოლიციაში, ვინც იქ გამოიარა. ბავშვებს ცეცხლი ჰქონდათ დანთებული და როგორც ჩანს, გამვლელებიც უერთდებოდნენ. ძირითადად, მარიამის მეგობრები იყვნენ. მას ძველ სკოლელებთანაც ჰქონდა ურთიერთობა და ალბათ ისინი იყვნენ. მარიამი ჩვენმა სკოლის მოსწავლეებმა იპოვეს, თითქოს იწვა და ეძინა. შეიძლება ალკოჰოლმაც იმოქმედა და ცუდად გახდა. იმასაც ამბობენ, რომ გული აწუხებდა. ექსპერტიზა დაადგენს ყველაფერს. ბატონებიც ახალი მოხდილი ჰქონდა და ამიტომ ანტიბიოტიკებსაც იღებდა. როგორც ვიცით, ამდენ ბავშვს ერთი ბოთლი სასმელი ჰქონდა. ალბათ ეს მისი ბედისწერა იყო. ძალიან კარგი ბავშვები გვყავს სკოლაში. ვცდილობთ, კარგი ოჯახის შვილები, კარგი ბავშვები მივიღოთ. ასეთი იყო მარიამიც. ერთადერთი, რაზეც შენიშვნას იღებდა, ის იყო, რომ სულ იპრანჭებოდა, - ცოტა დაიგრძელე კაბა და ნუ წაისვამ პომადასო, მასწავლებლები საყვედურობდნენ. გაპრანჭვა უყვარდა. სარკის წინ რამდენჯერაც გაივლიდა, იმდენჯერ პომადას ისვამდა. მეც ასე ვარ, სულ გვერდით მიდევს პომადა. რომ იპოვეს, მაშინაც თითქოს ეძინა, წითელი პომადა ჰქონდა ტუჩზე. იქვე იყო მისი ჩანთა. ყველასთან მეგობრული იყო, ძალიან დაგვწყვიტა გული. მისი ოჯახი საშინელ დღეშია. დედამ დაურეკა და 9-ის ნახევარზე დაიწყეს ძებნა. მეგობრებმა უთხრეს, წამოვიდაო. ყველგან ეძებდნენ, მერე მობილურის ანძით დადგინდა, რომ ამ ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა მისი ტელეფონი. რას იფიქრებდნენ, რომ ლიანდაგთან იყო? პოლიციასთან ერთად ჩვენი სკოლის ბავშვებიც ეძებდნენ და ორმა გოგონამ იპოვა ცხედარი, ისინიც შოკირებული არიან. დიდი სტრესი მიიღეს, ისტერიკაში ჩაცვივდნენ, წიოდნენ და კიოდნენ ბავშვები. ამ ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ მისთვის სკოლაში უცხოს მოეკითხოს. სკოლის კარი ჩაკეტილია, ვიდეოთვალი გვაქვს ოთახებშიც და გარეთაც. ველოდებით გამოძიებას.

მარიამის მეგობრებთან საუბარი ვერ შევძელი. სკოლის დირექტორის განმარტებით, ბავშვების მშობლებმა თქვეს უარი მათ შვილებთან გასაუბრებაზე.

იმ სკოლაშიც წავედი, სადაც მარიამმა 9 კლასი დაამთავრა. აქ სწავლობს ამჟამად მარიამის პატარა დაიკო და მათი მოსწავლე იყო მარიამის უფროსი ძმაც.

სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მარინა ჩაგანავამ გარდაცვლილი გოგონა დადებითად დაახასიათა. მას ყოფილ დამრიგებელთან ან რომელიმე პედაგოგთან შეხვედრა ვთხოვე. კლასელებთან შეხვედრაზე პირდაპირ უარი თქვა, - მშობლების თანხმობის გარეშე ამას ვერ შევძლებო. თუმცა, პედაგოგს, ქალბატონ ლელა შველიძეს შემახვედრა. ქალბატონი ლელა ძალიან წუხდა მარიამის გარდაცვალების გამო. ისიც მითხრა, მის ოჯახსაც ვიცნობ და იქ საშინელება ტრიალებს, საშინლად განიცდიან მშობლებიო. "მარიამი ძალიან კარგი გოგონა იყო, ჩვენს სკოლაში 9 კლასამდე დადიოდა.

გაწონასწორებული ბავშვი იყო, საშუალო დონეზე სწავლობდა, ძალიან კომუნიკაბელური გახლდათ. ყველას გვიყვარდა და მომხდარით შეწუხებულები ვართ. არ ვიცით, რეალურად რა მოხდა იქ. პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და კარგად ვიცნობდი ამ გოგონას შინაგან სამყაროს. გულჩათხრობილი არ ყოფილა. ძალიან კარგ ოჯახში გაიზარდა. შეძრულები ვართ მომხდარით", - მითხრა ქალბატონმა ლელა შველიძემ.

ამ დროს მის კაბინეტში ერთი თანამშრომელი შემოვიდა და დაჟინებით მოითხოვა ლელას გარეთ გასვლა. - ინტერვიუს ვწერთ, ცოტა ხანში დაგელაპარაკები, - უთხრა ქალბატონმა ლელამ. გაირკვა, რომ ის დირექტორის გამოგზავნილი იყო. რატომღაც უცებ სკოლის დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სკოლის პედაგოგებს მარიამზე არ უნდა ესაუბრათ და ჩემთან შეხვედრა ყველას აუკრძალა. შეწუხდა ქალბატონი ლელა, რადგან ინტერვიუს შეწყვეტა შუა გზაში მოუხდა. მომიბოდიშა. ამის შემდეგ მანდატური გამოჩნდა და იძულებული გავხდი, შენობა დამეტოვებინა.

არ ვიცი, რისი შეეშინდა დირექტორ მარინა ჩაგანავას. იმის ხომ არა, რომ იმ საბედისწერო წუთებამდე მარიამთან ერთად მისი სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ და ამაზე კითხვას დავსვამდი? მართალია, უფრო მეტად მარიამის ცხოვრებაზე ინფორმაციის გაგება მსურდა და ამიტომ მივაკითხე მის ყოფილ სკოლას, მაგრამ იქიდან გაწბილებული წამოვედი. არადა, პედაგოგებს დიდი სურვილი ჰქონდათ, სიყვარულით ესაუბრათ ამ პატარა გოგონაზე.

მარიამის ცხედარი 94-ე სკოლიდან რამდენიმე მეტრში, მამიდის სახლში ესვენა. უამრავი ადამიანი იყო სამძიმარზე მისული ჭირისუფალთან. ტიროდნენ მარიამის მეგობრებიც. ყოფილი კლასელებიც უკანასკნელად გამოეთხოვნენ საყვარელ მეგობარს, რომლის დაღუპვას ძალიან განიცდიან. ოჯახის წევრები იმდენად თავზარდაცემულები არიან, რომ მომხდარზე საუბარი არ სურთ. 4 თებერვალს მარიამის ცხედარი თბილისიდან ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში გადაასვენეს, სადაც ბაბუა ცხოვრობს და მას იქ დაკრძალავენ.

მისი სიკვდილის რეალურ მიზეზს იმედია, გამოძიება დაადგენს.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია