სოზარ სუბარის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა ცხოველთა უფლებადამცველებს ყინვიან ამინდში ცხოველების საკუთარ სახლებში შეფარებისკენ მოუწოდებს.
"სად არის ცხოველთა დამცველი საზოგადოება?
რამდენი ცხოველი გაიყინა ქუჩებში, რატომ არ წაიყვანეს სახლებში???
მე პირადად 2 ეზოს კატა შევიფარე.
და კიდევ! რატომ არ ითვლიან რამდენი "უშანკა" და "დუბლიონკა" გამოჩნდა ქუჩებში, თუ თავადაც ბეწვში გაეხვეულები ერიდებიან ყინვებს???", - წერს მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, 2011 წლის დეკემბერში ბეწვეულის ნაწარმის ბრენდი "მორო ქეი" ლალი მოროშკინამ მეგობრებთან - ქეთი ნეფარიძესა და რუსიკო ჰენკოკთან ერთდ დააფუძნა. თუმცა სეზონის დახურვისთანავე მაღაზიაც დაიხურა. "მორო ქეის" ბრენდის პირველი მაღაზია-სალონი სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" გაიხსნა. "მორო ქეი" მომხმარებელს ნატურალური ბეწვეულის ნაწარმს სთავაზობდა. მაღაზიის გახსნის გამო მოროშკინა ცხოველთა უფლებების დამცველებმა გააკრიტიკეს. მას და მის შვილებს გატყავებითაც კი ემუქრებოდნენ.
იხილეთ ასევე: ლალი მოროშკინას ალეკო შალამბერიძე გატყავებით ემუქრება
მოროშკინას ცხოველთა ქომაგები აკრიტიკებენ, ბიზნესლედი კი სასამართლოთი იმუქრება
"ყინვას გადავარჩინეთ, ცოტა ზუნტყლიანია:))"