ფილიპინებში ძმებმა საკუთარი დედა შეჭამეს. როგორც პოლიციელებმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს, ძმებმა საკუთარი დედა ჯერ მოკლეს, მერე დაჩეხეს, ორგანოები ამოუღეს და შეჭამეს.
მეზობლების თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში სახლიდან უცნაური ხმები გამოდიოდა, მოგვიანებით 56 წლის მუსალა ამილის გვამსაც მიაგნეს. როგორც სამართალდამცავები ამბობენ, მძიმედ დასახიჩრებულ სხეულს რამდენიმე ნაწილი აკლდა. გამომძიებლების თქმით, ძმებმა დედის შინაგანი ორგანოები შეჭამეს.
35 წლის დანტე, 21 პაროი და 18 წლის იბრაჰიმი დანაშაულს არ აღიარებენ და უარყოფენ, რომ დედა მოკლეს. მათი თქმით, სურდათ მისგან ავადმყოფობა განედევნათ და სჯეროდათ, რომ სნეულება მას ცუდმა სულმა ”მოუტანა”.ინციდენტი რიტუალურ მკვლელობად შეფასდა. ეჭვმიტანილებს ნარკოტიკზე ტესტირებას ჩაუტარებენ. ძმები მუსულმანი ფილიპინელები არიან.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.