ქუთაისის ოპერის რამდენიმე თანამშრომელმა ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა. მათ ოპერის თეატრის დირექტორი ხატია ვედმედევა ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს.
როგორც ქუთაისის ოპერის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაკა ჯაჯანიძემ განაცხადა, ის ემიჯნება ვედმედევას დანაშაულებრივ საქციელს და თანამდებობას თავისი სურვილით ტოვებს.
ამასთან, თეატრის ყოფილმა არტ-მენეჯერმა გვანცა გაბუნიამ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებს დოკუმენტები წარმოუდგინა, სადაც ოპერის თეატრს, ქუთაისში მოქმედ სილამაზისა და ესთეტიკის სალონ "ელიზიუმთან" 3-ათასლარიანი გადარიცხვა აქვს გაკეთებული.
როგორც ოპერის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, ხატია ვედმედევა აღნიშნულ სალონში თმის მელირების, პედიკიურისა და მანიკიურის გარდა, ოთხჯერ ლაზერული, ბიკინის ზოლის ეპილაციით ისარგებლა, ბიუჯეტის ხარჯით.
ქუთაისის ოპერის უკვე ყოფილი თანამშრომლები აღნიშნული და სხვა ფაქტების გამო, ჯერ კულტურის მინისტრს, ხოლო შემდეგ პროკურორს მიმართავენ.