13 ადამიანამდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი უკრაინაში, სუმის ოლქში მომხდარი ავარიის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლისა და სამარშრუტო ტაქსის შეჯახების შედეგად, 12 ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, ერთი მათგანი კი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამასთან, საავადმყოფოში რჩება შემთხვევის შედეგად დაზარალებული ხუთი ადამიანი.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.