სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მასტერის ახალი სიყვარული - რატომ გადაიღო რეპერმა განსხვავებული კლიპი?
მასტერის ახალი სიყვარული - რატომ გადაიღო რეპერმა განსხვავებული კლიპი?

თოვლმა რე­პერ მას­ტერს (გი­ორ­გი პავ­ლი­აშ­ვი­ლი) ერთი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, - თა­ვად­ვე გა­და­ი­ღო სა­კუ­თა­რი ახა­ლი კლი­პი და ორი დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ("ფე­ის­ბუქ­ზე") გა­ნა­თავ­სა. ვი­დე­ორ­გო­ლი უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა ნახა...

მას­ტე­რი:

- რო­დე­საც ჩემს კლიპს ვი­ღებ, რო­გორც მუ­სი­კა­ლურ პრო­დუქტს, მის­თვის (მუს­კას, ტექსტს, არან­ჟი­რე­ბას, მიქ­სინგს და მას­ტე­რინგს) ყვე­ლა­ფერს თა­ვად ვა­კე­თებ. მის მუ­სი­კა­ლურ მხა­რე­საც მთლი­ა­ნად ვუზ­რუნ­ველ­ყოფ... სცე­ნარს ვწერ, ვი­დე­ორ­გო­ლის პერ­სო­ნაჟ­საც მე ვირ­ჩევ, გა­და­ღე­ბულს ვა­მონ­ტა­ჟებ... ერთხელ ჟურ­ნა­ლის­ტმა მკი­თხა, - ოპე­რა­ტო­რიც თქვენ ხარ­თო? ალ­ბათ, არ იცო­და, ოპე­რა­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბა რას ნიშ­ნავს... კლი­პის ასე გა­და­ღე­ბა ბევრ თან­ხას მი­ზო­გავს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვცდი­ლობ, ნაკ­ლე­ბი ხარ­ჯი მქონ­დეს...

- მოკ­ლედ, შენი ყვე­ლა ვი­დე­ორ­გო­ლი შე­ნი­ვე გა­და­ღე­ბუ­ლია?

- კი, თით­ქმის სულ ჩემი გა­და­ღე­ბუ­ლია. ამ კონ­კრე­ტუ­ლი სიმ­ღე­რის­თვი­საც მარ­ტი­ვად გა­და­სა­ღე­ბი კად­რე­ბი მო­ვი­ფიქ­რე, რომ დიდი ხარ­ჯი არ მქო­ნო­და.

- სად გა­და­ი­ღე ეს ულა­მა­ზე­სი კად­რე­ბი?

- კლი­პის გა­და­ღე­ბე­ბი ოქ­რო­ყა­ნა­სა და თი­ა­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ვი­დე­ორ­გო­ლის ნახ­ვის შემ­დეგ ყვე­ლას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა ის ად­გი­ლე­ბი და მე­კი­თხე­ბი­ან, თუ სად არის გა­და­ღე­ბუ­ლი? ოპე­რა­ტო­რი გივი მაღ­რა­ძე გახ­ლდათ, უნი­ჭი­ე­რე­სი ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­საც საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. გა­და­ღე­ბა დღის 12 სა­ათ­ზე და­ვი­წყეთ და 6-7 სა­ა­თი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და... იმა­ვე სა­ღა­მოს, სახ­ლში რომ მი­ვე­დი, "ჩა­ვუ­ჯე­ქი" და დი­ლის 5 სა­ა­თამ­დე ვა­მონ­ტა­ჟებ­დი... სხვა­თა შო­რის ისე­თი პრობ­ლე­მა შე­მექ­მნა, რა­საც აქამ­დე არ შევ­ჯა­ხე­ბი­ვარ.

- რას გუ­ლის­ხმობ?

- ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ლა­მა­ზი კად­რე­ბის ამორ­ჩე­ვა­ში, იმ­დე­ნად ბევ­რი იყო ლა­მა­ზი და ეს­თე­ტი­კუ­რი კად­რი, რომ მე­ო­რე კლიპ­საც ეყო­ფო­და... ძლივს გა­და­ვარ­ჩიე, მით უმე­ტეს, კად­რე­ბი, სა­დაც მა­რი­ა­მი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სიმ­ღე­რაც ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ცოტა - "არა­რე­პე­რუ­ლიც". გარ­კვე­ულ­წი­ლად მეც და­ვე­თან­ხმე­ბი, კომ­პო­ზი­ცი­ას მი­სამ­ღე­რიც არ აქვს. მი­დის მხო­ლოდ მუ­სი­კაა. ვი­ტყო­დი, რომ ეს ჩემი გა­მორ­ჩე­უ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია, წი­ნა­მორ­ბე­დებს არ ჰგავს. 48 სა­ათ­ში კლიპს 6000-მდე ნახ­ვა ჰქონ­და, რაც ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გია...

- ამ კლიპ­ში შენ და მხო­ლოდ ერთი გო­გო­ნა, - მა­რი­ა­მი მო­ნა­წი­ლე­ობთ. რას გვე­ტყვი მას­ზე?

- სა­სურ­ვე­ლია, მა­რი­ამს თა­ვად ჰკი­თხოთ...

- შენი ახა­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი არც ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში არ მი­ი­ტა­ნე. რა­ტომ?

- სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ებ­ში იმი­ტომ არ მი­ვი­ტა­ნე, რომ "ჩემი ტე­ლე­ვი­ზია" "ფე­ის­ბუ­ქის" ჩემი პი­რა­დი გვერ­დია, სა­დაც 20.000-მდე მსმე­ნე­ლი და მა­ყუ­რე­ბე­ლი მყავს და თან, მათ­გან უა­რის მოს­მე­ნაც აღარ მინ­და...

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­რი­ამ ღა­რი­ბაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მე­ლიც რე­პე­რის ვი­დე­ორ­გო­ლის ერ­თა­დე­რი პერ­სო­ნა­ჟია...

- რო­გორ აღ­მოჩ­ნდი მას­ტე­რის ვი­დე­ორ­გოლ­ში?

- მე და გი­ორ­გი ახლო მე­გობ­რე­ბი ვართ. მი­თხრა, რომ ჩემი კლიპ­ში გა­და­ღე­ბა უნ­დო­და და მეც დავ­თან­ხმდი.

- რას გვე­ტყვი შენს მე­გო­ბარ­ზე?

- ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და შრო­მის­მოყ­ვა­რეა... მუ­შა­ო­ბის დროს სიმ­კაც­რე არ გა­მო­უვ­ლე­ნია, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ კარ­გად ვი­მუ­შა­ვეთ.

- კომ­პო­ზი­ცია, რო­მელ­საც ის მღე­რის, არის სიყ­ვა­რულ­ზე... რე­ა­ლუ­რად შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბიც ხომ არ ხართ?

- არა, ჩვენ მხო­ლოდ და მხო­ლოდ მო­გებ­რე­ბი ვართ, ახლო და კარ­გი მე­გობ­რე­ბი...

- შენი თავი მე­ტად რომ გაგ­ვაც­ნო?

- ამ­ჟა­მად ვმღე­რი, ვცეკ­ვავ და ვსწავ­ლობ. ჩემი ვო­კა­ლის პე­და­გო­გია ნანა და­უშ­ვი­ლი. მიმ­ღე­რია კონ­ცერ­ტებ­ზე, ფეს­ტი­ვალ­ზე და ივენ­თებ­ზე. ვარ აბი­ტუ­რი­ენ­ტი, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მინ­და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა...

ლალი ფა­ცია

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მასტერის ახალი სიყვარული - რატომ გადაიღო რეპერმა განსხვავებული კლიპი?

მასტერის ახალი სიყვარული - რატომ გადაიღო რეპერმა განსხვავებული კლიპი?

თოვლმა რეპერ მასტერს (გიორგი პავლიაშვილი) ერთი იდეის განხორციელების საშუალება მისცა, - თავადვე გადაიღო საკუთარი ახალი კლიპი და ორი დღის წინ, სოციალურ ქსელში ("ფეისბუქზე") განათავსა. ვიდეორგოლი უამრავმა ადამიანმა ნახა...

მასტერი:

- როდესაც ჩემს კლიპს ვიღებ, როგორც მუსიკალურ პროდუქტს, მისთვის (მუსკას, ტექსტს, არანჟირებას, მიქსინგს და მასტერინგს) ყველაფერს თავად ვაკეთებ. მის მუსიკალურ მხარესაც მთლიანად ვუზრუნველყოფ... სცენარს ვწერ, ვიდეორგოლის პერსონაჟსაც მე ვირჩევ, გადაღებულს ვამონტაჟებ... ერთხელ ჟურნალისტმა მკითხა, - ოპერატორიც თქვენ ხართო? ალბათ, არ იცოდა, ოპერატორის საქმიანობა რას ნიშნავს... კლიპის ასე გადაღება ბევრ თანხას მიზოგავს და აქედან გამომდინარე, ვცდილობ, ნაკლები ხარჯი მქონდეს...

- მოკლედ, შენი ყველა ვიდეორგოლი შენივე გადაღებულია?

- კი, თითქმის სულ ჩემი გადაღებულია. ამ კონკრეტული სიმღერისთვისაც მარტივად გადასაღები კადრები მოვიფიქრე, რომ დიდი ხარჯი არ მქონოდა.

- სად გადაიღე ეს ულამაზესი კადრები?

- კლიპის გადაღებები ოქროყანასა და თიანეთში მიმდინარეობდა და ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ ყველას ძალიან მოეწონა ის ადგილები და მეკითხებიან, თუ სად არის გადაღებული? ოპერატორი გივი მაღრაძე გახლდათ, უნიჭიერესი ახალგაზრდა, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. გადაღება დღის 12 საათზე დავიწყეთ და 6-7 საათი მიმდინარეობდა... იმავე საღამოს, სახლში რომ მივედი, "ჩავუჯექი" და დილის 5 საათამდე ვამონტაჟებდი... სხვათა შორის ისეთი პრობლემა შემექმნა, რასაც აქამდე არ შევჯახებივარ.

- რას გულისხმობ?

- ეს გამოიხატება ლამაზი კადრების ამორჩევაში, იმდენად ბევრი იყო ლამაზი და ესთეტიკური კადრი, რომ მეორე კლიპსაც ეყოფოდა... ძლივს გადავარჩიე, მით უმეტეს, კადრები, სადაც მარიამი მონაწილეობდა. სიმღერაც ძალიან განსხვავებულია, როგორც ამბობენ, ცოტა - "არარეპერულიც". გარკვეულწილად მეც დავეთანხმები, კომპოზიციას მისამღერიც არ აქვს. მიდის მხოლოდ მუსიკაა. ვიტყოდი, რომ ეს ჩემი გამორჩეული ნამუშევარია, წინამორბედებს არ ჰგავს. 48 საათში კლიპს 6000-მდე ნახვა ჰქონდა, რაც ძალიან კარგი შედეგია...

- ამ კლიპში შენ და მხოლოდ ერთი გოგონა, - მარიამი მონაწილეობთ. რას გვეტყვი მასზე?

- სასურველია, მარიამს თავად ჰკითხოთ...

- შენი ახალი ვიდეორგოლი არც ერთ სატელევიზიო შოუში არ მიიტანე. რატომ?

- სატელევიზიო შოუებში იმიტომ არ მივიტანე, რომ "ჩემი ტელევიზია" "ფეისბუქის" ჩემი პირადი გვერდია, სადაც 20.000-მდე მსმენელი და მაყურებელი მყავს და თან, მათგან უარის მოსმენაც აღარ მინდა...

მოგვიანებით მარიამ ღარიბაშვილს დავუკავშირდით, რომელიც რეპერის ვიდეორგოლის ერთადერი პერსონაჟია...

- როგორ აღმოჩნდი მასტერის ვიდეორგოლში?

- მე და გიორგი ახლო მეგობრები ვართ. მითხრა, რომ ჩემი კლიპში გადაღება უნდოდა და მეც დავთანხმდი.

- რას გვეტყვი შენს მეგობარზე?

- ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარეა... მუშაობის დროს სიმკაცრე არ გამოუვლენია, ალბათ იმიტომ, რომ კარგად ვიმუშავეთ.

- კომპოზიცია, რომელსაც ის მღერის, არის სიყვარულზე... რეალურად შეყვარებულებიც ხომ არ ხართ?

- არა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მოგებრები ვართ, ახლო და კარგი მეგობრები...

- შენი თავი მეტად რომ გაგვაცნო?

- ამჟამად ვმღერი, ვცეკვავ და ვსწავლობ. ჩემი ვოკალის პედაგოგია ნანა დაუშვილი. მიმღერია კონცერტებზე, ფესტივალზე და ივენთებზე. ვარ აბიტურიენტი, თეატრალურ უნივერსიტეტში მინდა სწავლის გაგრძელება...

ლალი ფაცია

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება