სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პუტინის სურათი სასტუმროს ნომრებში და მითითება, რომ ქაღალდი ურნაში ჩააგდო - რა ვითარებაა სოჭის სასტუმროებში
პუტინის სურათი სასტუმროს ნომრებში და მითითება, რომ ქაღალდი ურნაში ჩააგდო - რა ვითარებაა სოჭის სასტუმროებში

სოჭი ზამ­თრის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებს 7 თე­ბერ­ვალს უმას­პინ­ძლებს. თუმ­ცა, დღემ­დე არ­სე­ბობს ეჭ­ვე­ბი, ნამ­დვი­ლად მზა­დაა თუ არა ქა­ლა­ქი ტუ­რის­ტე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად.

მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის რე­პორ­ტი­ორ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი სას­ტუმ­რო­ე­ბის ნომ­რე­ბი წი­ნას­წარ და­ჯავ­შნა, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა - მე­დი­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი 9 სას­ტუმ­რო­დან სტუმ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად მზად მხო­ლოდ 6-ია. სას­ტუმ­რო­ე­ბი ჯერ კი­დევ მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­შია. თუ სტუ­მარს გა­უ­მარ­თლა და ონ­კან­ში წყა­ლი დახ­ვდა, სა­სი­ხა­რუ­ლოდ საქ­მე ნამ­დვი­ლად არ აქვს, რად­გა­ნაც სას­მე­ლად უვარ­გი­სია. ერთ-ერ­თმა ფო­ტოგ­რაფ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სას­ტუმ­როს ნომ­რებ­ში მუ­შე­ბი და­დი­ან და ჯერ კი­დევ მუ­შა­ო­ბენ.

შე­წუ­ხე­ბულ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა "ტვი­ტერ­ში" პოს­ტე­ბი და­წე­რეს, სა­დაც სას­ტუმ­რო­ებ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას აღ­წე­რენ:

"CNN-მა 5 თვის წინ 11 ოთა­ხი და­ჯავ­შნა. მხო­ლოდ 1 ნო­მე­რია ვარ­გი­სი", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ჰარი რიკი.

რო­გორც ტვი­ტერ­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პოს­ტე­ბი­დან ირ­კვე­ვა, სას­ტუმ­რო­ებ­ში არ არის გათ­ბო­ბა და ინ­ტერ­ნე­ტი. ზო­გი­ერთ ნო­მერ­ში არ არის ია­ტა­კი, მაგ­რამ მა­გი­და­ზე ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პორ­ტრე­ტი დევს. ტუ­ა­ლე­ტის კარს ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენა­ზე აწე­რია: "გთხოვთ, უნი­ტაზ­ში ქა­ღალდს ნუ ჩა­აგ­დებთ".

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია washingtonpost.com-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ასე­ვე: რისი გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა სო­ჭის სას­ტუმ­როს სა­ა­ბა­ზა­ნო­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

პუტინის სურათი სასტუმროს ნომრებში და მითითება, რომ ქაღალდი ურნაში ჩააგდო - რა ვითარებაა სოჭის სასტუმროებში

პუტინის სურათი სასტუმროს ნომრებში და მითითება, რომ ქაღალდი ურნაში ჩააგდო - რა ვითარებაა სოჭის სასტუმროებში

სოჭი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 7 თებერვალს უმასპინძლებს. თუმცა, დღემდე არსებობს ეჭვები, ნამდვილად მზადაა თუ არა ქალაქი ტურისტებისა და ჟურნალისტების მისაღებად.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რეპორტიორმა ადგილობრივი სასტუმროების ნომრები წინასწარ დაჯავშნა, თუმცა ზოგიერთი მათგანი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა - მედიისთვის განკუთვნილი 9 სასტუმროდან სტუმრების მისაღებად მზად მხოლოდ 6-ია. სასტუმროები ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია. თუ სტუმარს გაუმართლა და ონკანში წყალი დახვდა, სასიხარულოდ საქმე ნამდვილად არ აქვს, რადგანაც სასმელად უვარგისია. ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა განაცხადა, რომ სასტუმროს ნომრებში მუშები დადიან და ჯერ კიდევ მუშაობენ.

შეწუხებულმა ჟურნალისტებმა "ტვიტერში" პოსტები დაწერეს, სადაც სასტუმროებში არსებულ ვითარებას აღწერენ:

"CNN-მა 5 თვის წინ 11 ოთახი დაჯავშნა. მხოლოდ 1 ნომერია ვარგისი", - წერს ჟურნალისტი ჰარი რიკი.

როგორც ტვიტერში ჟურნალისტების პოსტებიდან ირკვევა, სასტუმროებში არ არის გათბობა და ინტერნეტი. ზოგიერთ ნომერში არ არის იატაკი, მაგრამ მაგიდაზე ვლადიმერ პუტინის პორტრეტი დევს. ტუალეტის კარს ინგლისურ და რუსულ ენაზე აწერია: "გთხოვთ, უნიტაზში ქაღალდს ნუ ჩააგდებთ".

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია washingtonpost.com-ის მიხედვით.

იხილეთ ასევე: რისი გაკეთება არ შეიძლება სოჭის სასტუმროს სააბაზანოში

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს