წყვილი, რომელსაც სექსი ავტომობილში ჰქონდა, გამონაბოლქვით გაიგუდა

წყვილი, რომელსაც სექსი ავტომობილში ჰქონდა, გამონაბოლქვით გაიგუდა

აშშ-ის შტატ პენსილვანიაში მცხოვრები ქეით პეიტონი და სალინა ჯონსონი, რომლებიც 40 წლისანი იყვნენ, ავტომობილში სექსის დროს ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლის შემდეგ გარდაიცვალნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს მანქანაში ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა, პარალელურად კი ძრავი მუშაობდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლისას, ისინი უკვე გარდაცვლილები იყვნენ - გვამები ავტოფარეხში მდებარე ავტომობილში აღმოაჩინეს. ადგილზე ნახშირბადის მონოქსიდის ძალიან დიდი დოზა დაფიქსირდა. ავტომობილში მარიხუანას და რამდენიმე ნარკოტიკულ საშუალებას მიაგნეს.

გვამები ოჯახის მეგობარმა შემთხვევით აღმოაჩინა - სწორედ მან დარეკა პოლიციაში.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს