ორი მდინარე და პალიასტომის ტბის სანაპირო გაიყინა

ორი მდინარე და პალიასტომის ტბის სანაპირო გაიყინა

მდინარე რიონი, პალიასტომის ტბის სანაპირო ზოლი და მდინარე კაპარჭინა გაიყინა. სპეციალისტების განმარტებით, ვინაიდან საქართველო სუბტროპიკულ ქვეყნებს განეკუთვნება , მსგავსი შემთხვევა იშვიათობას წარმოადგენს.

ბოლოს პალიასტომი 2008 წელს გაიყინა, მაშინ ტბის 80% იყო გაყინული. ამჯერად, გაყინული ზედაპირის ფართობი, სანაპიროდან 10 მეტრის რადიუსზე ფიქსირდება. სპეციალისტების განმარტებით, ტბის ბინადრებისთვის არსებული ვითარება საფრთხეს არ წარმოადგენს.

"საქართველო მდებარეობს სუბტროპიკულ ზონაში, აქედან გამომდინარე, ისეთი დიდი ტბების გაყინვა, როგორიც პალიასტომია, იშვიათობას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში, უმოკლეს ვადაში ტბა ორჯერ გაიყინა. ისევე, როგორც მასში ჩამდინარე მდინარე კაპარჭინა. არსებული გარემოება, ტბაში და მდინარეში მობინადრე ცოცხალი სახეობებისათვის, საფრთხეს არ წარმოადგენს", -განმარტავს ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი, გელა ინგოროყვა.

სპეციალისტების განმარტებით, ფოთში ღამის განმავლობაში -2,2 გრადუსამდე ყინვა დაფიქსირდა, შესაბამისად, გამდინარე წყალი ამ ტემპერატურაზე ვერ გაიყინებოდა.

"ყინულის ფენა, რომელიც დევს მდინარე რიონის ზედაპირზე სათავედან წამოსული გაყინული წყლის ფრაგმენტებია", - განმარტავენ ფოთის ჰიდროგრაფიულ სამსახურში.

სინოპტიკოსები გამოდარებას უახლოესი დღეებისთვის ვარაუდობენ.

იხილეთ ამინდის ვრცელი პროგნოზი Dari.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია