თამარა ჩერგოლეიშვილი - "კაი რა, გიგა"

თამარა ჩერგოლეიშვილი - "კაი რა, გიგა"

ტელეწამყვანი თამარა ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მეუღლის, გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან პრემიერ-მინისტრის მიუნხენში ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.

"კაი რა, გიგა, რა... მაინც უკვირს რაღაცეები

შოკისმომგვრელი არა ის იყო ... შოკისმომგვრელი ის იქნებოდა, თამაზაშვილები გია ნოდიას კარტოფილის უკანალში გათხრით რომ არ დამუქრებოდნენ, ან სლუცკის ხელისუგულები რომ არ გაწითლებოდა სან მარინოს საპატიო კონსულის თანაშემწისთვის (who happens to be our prime minister) ტაშის კვრით", - წერს ჩერგოლეიშვილი.

საქართველოს პრემიერის მიუნხენის საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ ასე შეაფასა:

,,ამ დისკუსიისას ჩვენი მეგობრული ქვეყნის ლიდერმა, რუმინეთის პრეზიდენტმა თავად დასვა საკითხი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საუბრის დაწყება ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე, კერძოდ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივაზე საქართველოსა და უკრაინისთვის. რუმინეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ აი, ამ რთულ ვითარებაში, რომელსაც პირველ რიგში უკრაინაში ვხედავთ, რუსეთის პოლიტიკის შემხედვარე, ძალიან მნიშნელოვანია, რომ სწრაფადვე, ეხლავე ითქვას, რომ იწყება პროცესი გაწევრიანების. ამ საკითხს აჰყვა დისკუსიის მოდერატორი ფულე, რომელმაც კითხვა დაუსვა ჩვენს პრემიერს, იზიარებს თუ არა ამ იდეას, მაგრამ შოკისმომგვერლი იყო ის, რომ საქართველოს პრემიერმა ან ვერ გაიგო ტექსტი და შეკითხვა, ან არ ჩათვალა საჭიროდ და საერთოდ აუარა გვერდი, ანუ არ დააფიქსირა საქართველოს პოზიცია, რომ ჩვენი ამოცანა, ჩვენი ლობირების საგანი ამ კონკრეტულ ეტაპზე არის ეროკავშირის წევრობა. მან ასევე არ დააფიქსირა და უნდა ვივარაუდოთ, რომ კამერების გარეშეც ორმხრივ შეხევდრებზე არ აყენებს ამ საკითხს, რომ ჩვენ გვჭირდება ჩვენი მეგობრებისგან უფრო აქტიური ჩარევა იმ პრობლემებში, რომელიც გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში. ამის შემდეგ მან გაახმოვანა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პოზიცია, და არათუ ძალადობაზე პასუხისმგებლობაზე არ ისაუბრა, არამედ უფრო შორს წავიდა და თქვა, რომ უკრაინის ბედი უნდა გადაწყვიტონ მეზობელმა ქვეყნებმა, რუსეთმა და ევროკავშირმა ერთად“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს