სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ფრთხილად, ძიძა! - როგორ თაღლითობენ მერი პოპინსის ქართველი კოლეგები
ფრთხილად, ძიძა! - როგორ თაღლითობენ მერი პოპინსის ქართველი კოლეგები

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­უ­კუ­ნე­ში თქმა, რომ შვილს დე­და­ზე უკეთ ვე­რა­ვინ გაზ­რდის, შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მეს ძველ­მო­დუ­რად მო­ეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ე.წ. ძი­ძე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ოდით­გან არ­სე­ბობს. აკა­კი წე­რეთ­ლის "ჩემს თავ­გა­და­სა­ვალ­ზე" რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ, სულ­ხან-სა­ბას "სიბ­რძნე სიც­რუ­ი­სა­ში" ვკი­თხუ­ლობთ: "ნამ­დვი­ლად დაჯ­და ლეონ. სამი დღე და ღამე წარ­თვით სვა. ჯუმ­ბერ მწდედ და­ი­ყე­ნა, არც დას­ვა და არც არა აჭა­მა. ფეხ­ზე დგო­მი­თა და შიმ­ში­ლი­თა ეს­რეთ უღო­ნო იქ­მნა, ქვე და­ე­ცა და შე­წუხ­და. მერ­მე უბ­რძა­ნა დაჯ­დო­მა და ჭამა პუ­რი­სა". მოკ­ლედ, ძველ სა­ქარ­თვე­ლო­ში სწამ­დათ, რომ ჯუმ­ბე­რი­ვით გაწ­ვრთნილს, თუ ბუ­ნე­ბაც უშ­ვე­ლი­და, კაცი იქ­ნე­ბო­და კა­ცუ­რი.

რა ხდე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში - არ­სე­ბო­ბენ თუ არა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ძი­ძე­ბი, რო­მელ­თაც შვი­ლებს თვალსდა­უ­ხამ­ხა­მებ­ლად ვან­დობთ? სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შეხ­ვდე­ბით ვი­დე­ორ­გო­ლებს, სა­დაც მომ­ვლე­ლე­ბი უსუ­სურ ბავ­შვებს სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბი­ან, მე­ტიც, თბი­ლი­სე­ლი ძი­ძე­ბი ჩვი­ლებს, თურ­მე, მა­თხოვ­რებ­ზე აქი­რა­ვე­ბენ?! ამას­თან, არის შემ­თხვე­ვა, როცა ძიძა ე.წ. დამ­ქი­რა­ვებ­ლის ბი­ნი­დან ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბის მო­პარ­ვა­ში ამ­ხი­ლეს... "ვერ­სი­ას" ქალ­ბა­ტო­ნი და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა და ასე­თი ის­ტო­რია გვი­ამ­ბო:

"და­სავ­ლე­თი­დან თბი­ლის­ში მა­ტა­რებ­ლით მოვ­დი­ო­დი, ჩემ­თან ერ­თად ორი ახალ­გაზ­რდა მგზავ­რობ­და, მგო­ნი, დები იყ­ვნენ... ერთი მე­ო­რეს ეუბ­ნე­ბო­და, მომ­კლა იმ ბავ­შვმა, ძა­ლი­ან მძი­მეა, თა­ვი­დან ვწვა­ლობ­დი - ხელ­ში ვა­ძი­ნებ­დი, ყო­ველ 15 წუთ­ში იღ­ვი­ძებ­და. ამას წი­ნათ, პარკში სე­ირ­ნო­ბი­სას მას­წავ­ლეს, ყიფ­ლი­ბან­დზე ყი­ნუ­ლი და­ა­დეო. ჰოდა, ახლა მთე­ლი დღე მიგ­დე­ბუ­ლია, მე კი სე­რი­ა­ლებს გემ­რი­ე­ლად ვუ­ყუ­რე­ბო... ამის გამ­გო­ნე, ცუ­დად გავ­ხდი, ორი­ვე გა­მოვ­ლან­ძღე. მოკ­ლედ, მთე­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი ფეხ­ზე და­ვა­ყე­ნე, ახლა ვბრა­ზობ, პატ­რუ­ლი რა­ტომ არ გა­მო­ვი­ძა­ხე... თბი­ლის­ში ჩა­მო­სულ­მა ყვე­ლა­ფე­რი ჩემს ქა­ლიშ­ვილს ვუ­ამ­ბე და გა­დავ­წყვი­ტეთ, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის ძი­ძის­თვის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა დაგ­ვე­მონ­ტა­ჟე­ბი­ნა. ერთ სა­ღა­მოს, კად­რე­ბის ყუ­რე­ბი­სას, სა­ში­ნელ დღე­ში ჩავცვივ­დით: ადა­მი­ა­ნი, ვის­შიც ადრე ეჭვი არ გვე­პა­რე­ბო­და, 9 თვის ბავ­შვს უმო­წყა­ლოდ იმის გამო სცემ­და, რომ ბოთ­ლი­დან წყა­ლი გა­და­ას­ხა და ია­ტა­კი და­ას­ვე­ლა. მერე, ატი­რე­ბუ­ლი ბავ­შვი ლო­გინ­ში ჩა­აგ­დო და ოთა­ხის კარი გა­მო­კე­ტა, ერთი სა­ა­თი ის­მო­და ბავ­შვის გან­წი­რუ­ლი ტი­რი­ლი, ძიძა კი იჯდა და ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებ­და..."

ინ­კოგ­ნი­ტო ქალ­ბა­ტო­ნის მო­ნა­თხრო­ბის შემ­დეგ, "ვერ­სია" იმის გარ­კვე­ვას შე­ე­ცა­და, რამ­დე­ნად ხში­რია ასე­თი შემ­თხვე­ვა და ერთ-ერთ სა­შუ­ა­მავ­ლო სა­ა­გენ­ტოს და­უ­კავ­შირ­და.

"ჩვენს ძი­ძებს ბავ­შვე­ბი არა­სო­დეს უცე­მი­ათ, თუმ­ცა იყო შემ­თხვე­ვა, როცა ჩვენ­გან რე­კო­მენ­დი­რე­ბულ­მა გა­დი­ამ პა­ტა­რა ნაც­ნობს სა­მა­თხოვ­როდ მი­ა­ქი­რა­ვა. ბავ­შვი ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა იცნო, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ზამ­თარ­ში ბავ­შვს ქუჩა-ქუჩა და­ა­ტა­რებ­დნენ... მშობ­ლებ­მა სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თეს, გა­მო­ძი­ე­ბას­თან ჩვენც ვი­თა­ნამ­შრომ­ლეთ... სა­ერ­თოდ, ძი­ძო­ბის კან­დი­დატ­თა ბი­ოგ­რა­ფი­ას ყუ­რა­დღე­ბით ვსწავ­ლობთ, ვთხოვთ სარ­ე­კო­მენ­და­ციო წე­რილს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის­გან და­ზღვე­ულ­ნი მა­ინც არ ვართ", - გა­ნა­ცხა­დეს სა­შუ­ა­მავ­ლო სა­ა­გენ­ტო­ში.

ფსი­ქო­ლოგ ლიკა თუ­შიშ­ვი­ლის თქმით, მხო­ლოდ ძი­ძე­ბი კი არა, ხში­რად მშობ­ლე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ, რად­გან უფ­რო­სე­ბი არი­ან, წა­მორ­ტყმის უფ­ლე­ბაც აქვთ. არა­და, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ბავ­შვზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა - ცემა, წა­მე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა, რო­მე­ლიც იწ­ვევს ფი­ზი­კურ ტკი­ვილს ან ტან­ჯვას, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა - შე­უ­რა­ცხყო­ფა, შან­ტა­ჟი, დამ­ცი­რე­ბა, მუ­ქა­რა ან სხვა ისე­თი ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც იწ­ვევს ბავ­შვის პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვას, სის­ხლის, სა­მო­ქა­ლა­ქო და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბით ის­ჯე­ბა.

ასე რომ, ვიდ­რე გა­და­წყვეტთ, შვი­ლი უცხო ადა­მი­ანს მი­ა­ბა­როთ და ამა­ში სო­ლი­დუ­რი თან­ხა გა­და­ი­ხა­დოთ, ჯერ დარ­წმუნ­დით, რომ მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და სხვა ფაქ­ტო­რე­ბის გამო, "მერი პო­პინსს" ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა მწყობ­რში აქვს და პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბით ნერ­ვებ­მოშ­ლი­ლი ჯავრს თქვენს პა­ტა­რა­ზე არ იყ­რის, თუმ­ცა ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, პა­ტი­ო­სა­ნი ძი­ძაც ბევ­რია...

ანი ბე­ში­ტა­იშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ფრთხილად, ძიძა! - როგორ თაღლითობენ მერი პოპინსის ქართველი კოლეგები

ფრთხილად, ძიძა! - როგორ თაღლითობენ მერი პოპინსის ქართველი კოლეგები

ტექნოლოგიების საუკუნეში თქმა, რომ შვილს დედაზე უკეთ ვერავინ გაზრდის, შეიძლება, ვინმეს ძველმოდურად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ე.წ. ძიძების ინსტიტუტი საქართველოში ოდითგან არსებობს. აკაკი წერეთლის "ჩემს თავგადასავალზე" რომ აღარაფერი ვთქვათ, სულხან-საბას "სიბრძნე სიცრუისაში" ვკითხულობთ: "ნამდვილად დაჯდა ლეონ. სამი დღე და ღამე წართვით სვა. ჯუმბერ მწდედ დაიყენა, არც დასვა და არც არა აჭამა. ფეხზე დგომითა და შიმშილითა ესრეთ უღონო იქმნა, ქვე დაეცა და შეწუხდა. მერმე უბრძანა დაჯდომა და ჭამა პურისა". მოკლედ, ძველ საქართველოში სწამდათ, რომ ჯუმბერივით გაწვრთნილს, თუ ბუნებაც უშველიდა, კაცი იქნებოდა კაცური.

რა ხდება თანამედროვე საქართველოში - არსებობენ თუ არა პროფესიონალი ძიძები, რომელთაც შვილებს თვალსდაუხამხამებლად ვანდობთ? სოციალურ ქსელში შეხვდებით ვიდეორგოლებს, სადაც მომვლელები უსუსურ ბავშვებს სასტიკად უსწორდებიან, მეტიც, თბილისელი ძიძები ჩვილებს, თურმე, მათხოვრებზე აქირავებენ?! ამასთან, არის შემთხვევა, როცა ძიძა ე.წ. დამქირავებლის ბინიდან ძვირფასი ნივთების მოპარვაში ამხილეს... "ვერსიას" ქალბატონი დაუკავშირდა, რომელმაც გარკვეული მიზეზების გამო, ვინაობის გამხელა არ ისურვა და ასეთი ისტორია გვიამბო:

"დასავლეთიდან თბილისში მატარებლით მოვდიოდი, ჩემთან ერთად ორი ახალგაზრდა მგზავრობდა, მგონი, დები იყვნენ... ერთი მეორეს ეუბნებოდა, მომკლა იმ ბავშვმა, ძალიან მძიმეა, თავიდან ვწვალობდი - ხელში ვაძინებდი, ყოველ 15 წუთში იღვიძებდა. ამას წინათ, პარკში სეირნობისას მასწავლეს, ყიფლიბანდზე ყინული დაადეო. ჰოდა, ახლა მთელი დღე მიგდებულია, მე კი სერიალებს გემრიელად ვუყურებო... ამის გამგონე, ცუდად გავხდი, ორივე გამოვლანძღე. მოკლედ, მთელი მატარებელი ფეხზე დავაყენე, ახლა ვბრაზობ, პატრული რატომ არ გამოვიძახე... თბილისში ჩამოსულმა ყველაფერი ჩემს ქალიშვილს ვუამბე და გადავწყვიტეთ, ჩემი შვილიშვილის ძიძისთვის სათვალთვალო კამერა დაგვემონტაჟებინა. ერთ საღამოს, კადრების ყურებისას, საშინელ დღეში ჩავცვივდით: ადამიანი, ვისშიც ადრე ეჭვი არ გვეპარებოდა, 9 თვის ბავშვს უმოწყალოდ იმის გამო სცემდა, რომ ბოთლიდან წყალი გადაასხა და იატაკი დაასველა. მერე, ატირებული ბავშვი ლოგინში ჩააგდო და ოთახის კარი გამოკეტა, ერთი საათი ისმოდა ბავშვის განწირული ტირილი, ძიძა კი იჯდა და ტელევიზორს უყურებდა..."

ინკოგნიტო ქალბატონის მონათხრობის შემდეგ, "ვერსია" იმის გარკვევას შეეცადა, რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევა და ერთ-ერთ საშუამავლო სააგენტოს დაუკავშირდა.

"ჩვენს ძიძებს ბავშვები არასოდეს უცემიათ, თუმცა იყო შემთხვევა, როცა ჩვენგან რეკომენდირებულმა გადიამ პატარა ნაცნობს სამათხოვროდ მიაქირავა. ბავშვი ოჯახის ახლობელმა იცნო, წარმოიდგინეთ, ზამთარში ბავშვს ქუჩა-ქუჩა დაატარებდნენ... მშობლებმა სასამართლოს მიმართეს, გამოძიებასთან ჩვენც ვითანამშრომლეთ... საერთოდ, ძიძობის კანდიდატთა ბიოგრაფიას ყურადღებით ვსწავლობთ, ვთხოვთ სარეკომენდაციო წერილს. მიუხედავად ამისა, უსიამოვნებებისგან დაზღვეულნი მაინც არ ვართ", - განაცხადეს საშუამავლო სააგენტოში.

ფსიქოლოგ ლიკა თუშიშვილის თქმით, მხოლოდ ძიძები კი არა, ხშირად მშობლებიც მიიჩნევენ, რომ, რადგან უფროსები არიან, წამორტყმის უფლებაც აქვთ. არადა, საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვზე ფიზიკური ძალადობა - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი ქმედება, რომელიც იწვევს ბავშვის პატივისა და ღირსების შელახვას, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმებით ისჯება.

ასე რომ, ვიდრე გადაწყვეტთ, შვილი უცხო ადამიანს მიაბაროთ და ამაში სოლიდური თანხა გადაიხადოთ, ჯერ დარწმუნდით, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობისა და სხვა ფაქტორების გამო, "მერი პოპინსს" ნერვული სისტემა მწყობრში აქვს და პირადი პრობლემებით ნერვებმოშლილი ჯავრს თქვენს პატარაზე არ იყრის, თუმცა ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, პატიოსანი ძიძაც ბევრია...

ანი ბეშიტაიშვილი

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია