ლელა მებურიშვილი: "ა­ღარ ვლა­პა­რა­კობ, რომ გუ­ლი არ მეტ­კი­ნოს"

ლელა მებურიშვილი: "ა­ღარ ვლა­პა­რა­კობ, რომ გუ­ლი არ მეტ­კი­ნოს"

ლე­ლა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი მა­ყუ­რე­ბელ­მა ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი­დან გა­იც­ნო. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, მას კა­რი­ე­რის და­საწყ­ის­ში­ვე გა­უ­მარ­თლა და ეკ­რან­ზე გა­მოჩ­ნდა. დღეს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი­ა. ცო­ტა ხნის წინ ლე­ლა გა­ბედ­ნი­ერ­და და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ბა­ჩო სა­გა­ნე­ლი­ძეს - პარ­ლა­მენ­ტარ და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის ძმის­შვილს და­უ­კავ­ში­რა.

-  ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ინ­სტი­ტუ­ტი რომ და­ვამ­თავ­რე და ბა­ტონ ლე­ვან წუ­ლა­ძეს­თან მოვ­ხვდი - თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში. შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­რი­ო­დი იყო, უდარ­დე­ლი, უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე. ისე და­ემ­თხვა, რომ მა­ში­ნაც ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე მქონ­და. არა­ერთ სპექ­ტაკ­ლში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მე­რე ტე­ლე­სე­რი­ალ­შიც მოვ­ხვდი, იყო ასე­თი სე­რი­ა­ლი "სა­პო­ნი". ეს პირ­ვე­ლი სე­რი­ა­ლი იყო ჩემ­თვის.

-  შენს ბო­ლო სე­რი­ალ­ზე, "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლებ­ზე" რას იტყ­ვი, გა­ნახ­ლდა გა­და­ღე­ბე­ბი?

-  გა­და­ღე­ბე­ბი არ დაგ­ვიწყ­ი­ა. ისე, წი­ნას­წარ არა­სო­დეს ვი­ცით, რა მოხ­დე­ბა თუნ­დაც შემ­დეგ სე­რი­ა­შიც კი. ალ­ბათ ერთ კვი­რა­ში გან­ვა­ახ­ლებთ მუ­შა­ო­ბას.

-  ვინ არის ადა­მი­ა­ნი, ვის აზ­რსაც ყო­ველ­თვის ით­ვა­ლის­წი­ნებ კა­რი­ე­რა­ში და პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც?

-  უამრავი ახ­ლო­ბე­ლი, მე­გო­ბა­რი და ოჯა­ხის წევ­რი მყავს, რო­მელ­თა აზ­რიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა. ნე­ბის­მი­ე­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე მათ აზრს ყო­ველ­თვის ვე­კითხ­ე­ბი. თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ჩე­მი აზ­რია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რად­გან მე ყვე­ლა­ზე უკეთ ვი­ცი, იმ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ უნ­და მო­ვიქ­ცე.

-  რო­გო­რია ეკ­რანს მიღ­მა ლე­ლა მე­ბუ­რიშ­ვი­ლის ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე?

-  მეტწილად ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ - რე­პე­ტი­ცი­ა, გა­და­ღე­ბა, სპექ­ტაკ­ლი... მაგ­რამ ახ­ლა ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბი მაქვს, შე­და­რე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლი გრა­ფი­კი დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს და ამით ვტკბე­ბი.

-  რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს?

-  რა თქმა უნ­და, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად.

-  ვი­ცი, რომ პი­რა­დ ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი არ გიყ­ვარს, მაგ­რამ იქ­ნებ გვითხ­რა, რო­გორ გა­ი­ცა­ნი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე და რო­გორ და­იწყო თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ა?

-  პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ თუ რა­მე მით­ქვამს, უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში არას­წო­რად იყო აღ­ქმუ­ლი, ჩემ­თვის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­თუ­თი­ა. იმი­ტო­მაც აღარ ვლა­პა­რა­კობ, რომ მე­რე გუ­ლი არ მეტ­კი­ნოს. მხო­ლოდ ის შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. კარ­გად ვგრძნობ თავს და ვუფ­რთხილ­დე­ბი იმას, რაც მაქვს...

-  რა სი­ახ­ლე­ე­ბია შენს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში?

-  ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი. კარ­გი იქ­ნე­ბა, რა­მე ახა­ლი თუ გა­მოჩ­ნდე­ბა.

-  რო­გორ უვ­ლი თავს, რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­თო­დი თუ გაქვს?

-  პირ­ველ რიგ­ში, ვცდი­ლობ, ჯან­სა­ღად ვიკ­ვე­ბო. არ ვე­წე­ვი, ეს კი რო­გორც ქა­ლის, ასე­ვე მა­მა­კა­ცის გა­რეგ­ნო­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლოვ­ანი­ა. სამ­წუ­ხა­როდ, ვარ­ჯიშს ვერ ვა­ხერ­ხებ, არა­და, კარ­გი იქ­ნე­ბო­და. ასეთ დიდ დროს არ ვუთ­მობ ჩემს გა­რეგ­ნო­ბას.

-  რას ურ­ჩევ­დი დამ­წყებ მსა­ხი­ო­ბებს?

-  წარ­მა­ტე­ბის რე­ცეპ­ტი არ არ­სე­ბობს. ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია შრო­მა, ენერ­გია და შე­მარ­თე­ბა. და კი­დევ, მა­ყუ­რე­ბ­ლის­თვის ყო­ველ­თვის შე­სამ­ჩნე­ვია მსა­ხი­ო­ბის გან­წყო­ბა. არ უნ­და იყო და­ბოღ­მი­ლი და ვი­ღა­ცის წარ­მა­ტე­ბა არ უნ­და გა­ღი­ზი­ა­ნებ­დეს. მხო­ლოდ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ესი­ა­მოვ­ნე­ბათ შე­ნი ყუ­რე­ბა ეკ­რან­ზე. თუმ­ცა უნ­და გა­გი­მარ­თლოს კი­დეც.

-  რო­მე­ლია შე­ნი საყ­ვა­რე­ლი რო­ლი?

-  ყვე­ლა როლ­ში, რო­მელ­ზეც ვმუ­შა­ობ, დიდ ენერ­გი­ას ვდებ და სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა მიყ­ვარს.

-  თუ გაქვს სა­ოც­ნე­ბო რო­ლი, რო­მე­ლიც ჯერ არ შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბიათ?

-  სა­ოც­ნე­ბო რო­ლი არა მაქვს, თუმ­ცა, მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვი­სას რო­მე­ლი­მე გმი­რის თა­მა­ში მო­მინ­დე­ბა ხოლ­მე და წარ­მო­ვიდ­გენ გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცესს. ნე­ბის­მი­ერ პერ­სო­ნაჟ­ში შე­იძ­ლე­ბა იპო­ვო შე­ნი სა­ოც­ნე­ბო რო­ლი.

ქეთი საგინაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება