პუგაჩოვამ საბავშვო ბაღი გახსნა

პუგაჩოვამ საბავშვო ბაღი გახსნა

რუსული ესტრადის პრიმადონამ ალა პუგაჩოვამ გადაწყვიტა პედაგოგიური პროცესით დაკავდეს და საკუთარის გარდა, სხვისი შვილების აღზრდასაც მოჰკიდოს ხელი. იგი აპირებს ბავშვებს არა მხოლოდ ხელოვნების სახეობები - მუსიკა და თეატრალური ხელოვნება, არამდედ ეტიკეტის წესებიც ასწავლოს.

"სკოლა და საბავშვო ბაღი გავხსენი. ბავშვები ყოველდღიურად მოდიან, სკოლის მოსწავლეები კვირაში სამჯერ. მათ თავად ვამეცადინებ. მსურს მათ არა მხოლოდ მუსიკა, არამედ ბევრი სხვა რამ ვასწავლო, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ. მაგალითად, ეტიკეტი", - უთხრა ჟურნალისტებს რუსმა მომღერალმა.

ახლახან, ალა პუგაჩოვა და მისი ახალგაზრდა მეუღლე მაქსიმ გალკინი სუროგატი დედის დახმარებით ტყუპების მშობლები გახდნენ.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება