პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონსულტანტი სტრატეგიული კომუნიკაციისა და პრესასთან ურთიერთობის საკითხებში, შალვა რამიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ინტერნეტ პატრიოტებს" უკრაინაში მიმდინარე მოვლენების რომანტიზებაში ადანაშაულებს.
"მაშ სადაა ლურჯ-ყვითელი დროშების ფრიალი ფებეზე?! ინტერნეტ პატრიოტები თავგადაკლულები პოსტავდნენ ვირტუალურ სივრცეში რაღაცეებს. ერთი დავწერე, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების რომანტიზებას ახდენთ-მეთქი და ზოგიერთმა ჩემზე პატრიოტმა მოქალაქემ ანათემას გადამცა. არა და ზუსტად რომ ეგრეა. აი, უიშჩენკოც მეთანხმება:
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკოს მიაჩნია, რომ უკრაინის ოპოზიცია ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად იბრძვის და არა ქვეყნის განვითარებისთვის.
მისი თქმით, ოპოზიციას უჭირს მაიდანზე შეკრებილი მომიტინგეების კონტროლი და ვერც მათ მოთხოვნას აკმაყოფილებს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს.
"მე არ ვფიქრობ, რომ უკრაინის ოპოზიციას სრული კონტროლი აქვს მაიდანზე", - განაცხადა იუშენკომ.
ცუდია ის, რომ ემოციები, ფარული თუ ღია ანგაჟირებულობა, სამამულო პოლიტიკური ძალებისადმი სიმპატიები ხელს გვიშლის დავინახოთ სინამდვილე.
ვინმემ იცის რა ხდება ახლა უკრაინაში (არამარტო კიევში არამედ ქვეყნის მასშტაბით)? ვინმეს ეს ანალიზი გაუკეთებია? ზუსტად ვიცით, რომ მეპროტესტე ოპოზიცია ხალხის მასების დიდი ნაწილის ინეტერესთა გამომხატველია?
უკრაინის ევროინტეგრაციას ვემხრობი. მაგრამ ერთია ჩემი სურვილი და მეორე კი რეალობა, რომლის იდეალიზაციას ანუ რომანტიზაციას ახდენდნენ ფებეს პატრიოტები", - წერს რამიშვილი.
იხილეთ ასევე: შალვა რამიშვილი - ჩვენც გვემუქრება მომავალი წლის განმავლობაში სირთულეები