საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბელგიის ნაკრებს 35:0 მოუგო. მატჩი ავჭალის სტადიონზე გაიმართა. ბორჯღალოსნებმა სულ ექვსი ლელო დადეს. ლელოთი თავი გამოიჩინეს კონსტანტინე მიქაუტაძემ, მერაბ შარიქაძემ, ირაკლი მაჩხანელმა, გიორგი ჩხაიძემ, ორი ლელო კი მერაბ კვირიკაშვილმა დადო. მანვე ზუსტად შეასრულა ერთი ჯარიმა და ერთი გარდასახვა.
საქართველო-ბელგიის მატჩი ევროპის ერთა თასის ეგიდით გაიმართა.