იტალიის ჩრდილოეთით, ტიროლის პროვინციაში ზვავმა 300 წლის წინანდელი ნაგებობები დააზიანა. კლდიდან მოწყვეტილმა ლოდებმა, რაც წინ დახვდა, ყველაფერი გაანადგურა, მათ შორის მე-18 საუკუნის ნაგებობა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა.
მოგვიანებით, ფაქტის ამსახველი ვიდეო უპილოტო საფრენმა აპარატმა გადაიღო. ეს ამ რეგიონში პირველი შემთხვევა არ არის. საშიშ ზონაში ცხოვრების გამო, ხელისუფლება ადგილობრივების ევაკუაციას გეგმავს.
მომზადებულია suedtirolnews.it- ის მიხედვით.