საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყავრელიძე წუხს იმის გამო, რომ ქართული საზოგადოება "ნაციონალური მოძრაობის" მიღწევებს სათანადოდ ვერ აფასებს. ამის შესახებ დავით საყვარელიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.
"მწყინს, რომ საზოგადოების 90% ვერ აცნობიერებს (შეჩვეულ სტაბილურობას) რამოდენა შრომა, ნერვები და ოფლია ჩადებული იმაში, რასაც ესენი მავნებლურად ქარს ატანენ…
დღეს გავიგე, რომ საქართველოს მთავრობამ გამოთქვა ინიციატივა, გამოყოს ანტიტერორისტული ცენტრისა და უშიშროების სამსახურების თანამშრომლები, რომლებიც სოჭში გაემგზავრებიან და რუს "კოლეგებს" დაეხმარებიან სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარებაში. ანუ იმათ შტაბში იმუშავებენ… ხანდახან მგონია, რომ მესიზმრება და სინამდვილე არ არის… ეს იმ ფონზე, როდესაც 2 დღეა საინფორმაციო საშუალებების ეთერები გამოღვიძებულ და ოცნების მიერ რეაბილიტირებულ მეხუთე კოლონის წარმომადგენლებს უკავიათ და ვანოს უხდება იმის მტკიცება, რომ თურმე სამხედრო ამბოხის ჩაქრობა დანაშაული არ არის…. ღმერთო გადმოხედე ამ ქვეყანას", - წერს საყვარელიძე.
იხილეთ ასევე: დავით საყვარელიძე - ვანოსგან კიდევ ერთ ალიყურს გპირდებით