ამერიკელი მწერალი, რომელიც სააკაშვილზე წიგნს წერდა, მოკვდა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური Facebook გვერდის საშუალებით იუწყება.
"ცუდი ამბავი შევიტყვე... ახალგაზრდა მკვლევარი და ავტორი ალექს პეტერსენი, ქაბულის ცენტრში კაფეზე ტერორისტული შეტევის დროს დაიღუპა.
ის ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ უკვე ძალიან საინტერესო პოლიტიკური წიგნების ავტორი გახლდათ.
მე მას 1 წლის წინ შევხვდი, როდესაც ჩემს ბიოგრაფიას წერდა. ალექსმა ძალიან დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და სამწუხაროა, რომ მისი ცხოვრება ასე დასრულდა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.