ტრიერვეილერი ოლანდთან თანაცხოვრებაზე წიგნს დაწერს

ტრიერვეილერი ოლანდთან თანაცხოვრებაზე წიგნს დაწერს

საფრანგეთის პირველი ლედი ვალერი ტრიერვეილერი პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან ცხოვრებაზე წიგნის დაწერას აპირებს. ამის შესახებ ტრიერვეილერმა გაზეთ Le Parisien-თან ისაუბრა.

ტრიერვეილერმა აღიარა, რომ ის და ოლანდი დიდ პოლიტიკას და ელისეს სასახლეში ცხოვრებას განსხვავებულად უყურებენ. მისი აზრით, ძალაუფლებამ მათი კავშირი გამოსცადა და რომ არა ის, მათ შეეძლოთ ერთად ყოფილიყვნენ.

ამასთან, ვალერი ტრიერვეილერმა აღნიშნა, რომ პირველი ლედის ფუნქციების შესრულებისას დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო. გამოცემა Paris Match -თან ინტევიუში კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქველმოქმედო პროექტებს გააგრძელებს, რომლებიც ელისეს სასახლეში ყოფნისას დაიწყო.

პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ვალერი ტრიერვეილერთან დაშორების შესახებ 25 იანვარს განაცხადა.

ოლანდი და ტიერვეილერი 2007 წლიდან ერთად არიან, მაგრამ ოფიციალურად არ დაქორწინებულან. როდესაც ოლანდი პრეზიდენტად აირჩიეს, მისი მეგობარი ქალი პირველი ლედის როლს ასრულებდა და სახელმწიფოს ლიდერს ოფიციალურ მივლინებებში ახლდა თან.

იანვრის დასაწყისში ფრანგულმა გამოცემებმა დაწერეს, რომ ოლანდი ტრიერვეილერს

41 წლის მსახიობ ჟული გაიესთან ღალატობდა. სავარაუდოდ, 10 იანვარს პრეზიდენტმა პირველ ლედის ღალატის შესახებ უამბო, რის შემდეგაც ტრიერვეილერი ნერვული აშლილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზოგიერთი ინფორმაციით, მისი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი მედიკამენტების დიდი დოზით მიღება გახდა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, 10-დან 18 იანვრამდე, სანამ ტრიერვეილერი საავადმყოფოში იმყოფებოდა, ოლანდმა იგი მხოლოდ ერთხელ მოინახულა.

მომზადებულია Le Parisien-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა