სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
''ნანუკა ჟორჟოლიანს ''ერთი ერთში არ გაუკეთებია და ვერც გააკეთებდა
''ნანუკა ჟორჟოლიანს ''ერთი ერთში არ გაუკეთებია და ვერც გააკეთებდა

"პრო­ფი­ლის პრო­დი­უ­სე­რი იყო. სექ­ტემ­ბრი­დან კი "ჯი­დი­ეს­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. გვან­ცა არ­ხის მთა­ვა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რია. ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის არხზე მა­შინ მი­ვი­და, როცა უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო პრო­ექ­ტი "ერთი ერ­თში. შოუ ისე­თი რე­ი­ტინ­გუ­ლი გახ­და, რო­გორ­საც არ ელოდ­ნენ. ჩვენს რეს­პონ­დენტს ზო­გა­დად არ­ხის შე­სა­ხებ და ამ პრო­ექ­ტზეც ვე­სა­უბ­რეთ.

- გვან­ცა, "რუს­თა­ვი 2-დან მე­უღ­ლეს­თან, რე­ჟი­სორ თე­მურ გო­გო­ლა­ძეს­თან, ანუ ობო­ბას­თან ერ­თად გად­მოხ­ვე­დი. ძვე­ლი სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბას ხომ არ ნა­ნობ?

- გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბრი­დან "ჯი­დი­ეს­ში ვმუ­შა­ობ. ჯერ ობო­ბა გად­მო­ვი­და და მერე მთხო­ვა, მეც წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, იწყე­ბო­და გრან­დი­ო­ზუ­ლი გარ­და­სახ­ვი­თი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ერთი ერ­თში. ობო­ბამ იცის ჩემი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ მე­გაპ­რო­ექ­ტე­ბი­სად­მი. არ უნ­დო­და ამ პრო­ექ­ტის ჩემ გა­რე­შე გა­კე­თე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ამ შო­უ­თი "დამ­კე­რა, რომ ძვე­ლი სამ­სა­ხუ­რი მი­მე­ტო­ვე­ბი­ნა. არ ვნა­ნობ, რომ წა­მო­ვე­დი. ეს ის პრო­ექ­ტია, რომ­ლის­თვი­საც მი­ღირ­და "რუს­თა­ვი 2-დან წა­მოს­ვლა.

- დარ­ჩი "პრო­ფი­ლის მა­ყუ­რებ­ლად?

- რა თქმა უნდა, მაგ­რამ დღეს უკვე მეს­მის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მი­სა და შო­უ­ე­ბის სა­ნა­ხა­ვად დრო არ გვრჩე­ბაო. მათ რი­ცხვს ვე­კუთ­ვნი, ვინც ვერ ას­წრებს ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბას. ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ვუ­ყუ­რებ იმ გა­და­ცე­მებს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან რე­ზო­ნან­სუ­ლი იყო ან რო­მელ­თა ანონ­სიც მო­მე­წო­ნე­ბა. ძა­ლი­ან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ ამ გა­და­ცე­მას და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩემი გუ­ლის ნა­წი­ლი "პრო­ფილ­ში­ა­დარ­ჩე­ნი­ლი. მიყ­ვარს ეს გა­და­ცე­მა და ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ახლა იქ მუ­შა­ობს.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მა, სა­ი­და­ნაც რამ­დე­ნი­მე ნო­მე­რი მა­ყუ­რე­ბელ­მა "ერთი ერ­თშის ნომ­რე­ბის იდენ­ტუ­რად აღიქ­ვა. რო­გო­რია შენი აზრი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- შე­კი­თხვა­ში ერთ შეს­წო­რე­ბას შე­ვი­ტან, ნა­ნუ­კამ გა­ა­კე­თა არა ჩვე­ნი შოუს ნომ­რე­ბი, არა­მედ რამ­დე­ნი­მე მომ­ღე­რალ­მა შე­ას­რუ­ლა უცხო­ე­ლი მომ­ღერ­ლის სიმ­ღე­რა. ბევ­რი მე­გო­ბა­რი მწერ­და, ინ­ბოქსში მიგ­დებ­დნენ ნომ­რებს და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ნახე, ნა­ნუ­კამ "ერთი ერ­თში გა­ა­კე­თაო. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, და­ვინ­ტე­რეს­დი, რა მოხ­და, რად­გან ამ პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუ ეს არ არის ერთი მთლი­ა­ნი პრო­ექ­ტი. "ერთი ერ­თშის­გა­კე­თე­ბას ძა­ლი­ან დიდი რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ერ­თმა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა, სხვა სა­ხის გა­და­ცე­მამ ან თოქ­შო­უმ შეძ­ლოს იგი­ვე. თბი­ლის­ში არ არ­სე­ბობს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა გრი­მის ჩა­მოს­ხმა. არ არ­სე­ბო­ბენ გრი­მი­ო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სწო­რედ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე იმუ­შა­ვე­ბენ. როცა მი­თხრეს, რომ ნა­ნუ­კამ "ერთი ერ­თში გა­ა­კე­თა, ცოტა გა­მე­ცი­ნა კი­დეც. ის, რომ ქარ­თველ­მა მომ­ღერ­ლებ­მა უცხო­ე­ლე­ბის სიმ­ღე­რე­ბი შე­ას­რუ­ლეს, ასე­თი რამ ნა­ნუ­კას პირ­ვე­ლად არ გა­უ­კე­თე­ბია და მეტ­საც გე­ტყვით, ძა­ლი­ან ბევ­რჯერ გა­ვა­კე­თეთ "პრო­ფილ­ში, უცხო­უ­რი სიმ­ღე­რე­ბი ვამ­ღე­რეთ ქარ­თველ შემ­სრუ­ლებ­ლებს. მი­ხა­რია, რომ რო­დე­საც სხვა შო­უ­ში ვი­ღაც სტივ უან­დერს ას­რუ­ლებს, ყვე­ლას უჩ­ნდე­ბა ასო­ცი­ა­ცია, რომ ნო­მე­რი "ერთი ერ­თში­დან გა­ი­მე­ო­რეს. ასე რომ, ნა­წყე­ნიც არ ვარ. ნა­ნუ­კა აკე­თებს თა­ვის გა­და­ცე­მას და უნდა გა­ა­კე­თოს ისე­თი რამ, რაც მას რე­ი­ტინგს და­უ­წერს და რაც მას სი­ა­მოვ­ნებს. ასე რომ, ამ შემ­თხვე­ვა­ში არა­ფე­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი არ მომ­ხდა­რა და თუკი ვინ­მე მი­იჩ­ნევს, რომ მან "ერთი ერ­თში გა­ა­კე­თა, მე, რო­გორც მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი ვე­უბ­ნე­ბი, რომ მას ეს არ გა­უ­კე­თე­ბია და ვერც გა­ა­კე­თებ­და ზე­მოთ ნათ­ქვა­მი მი­ზე­ზე­ბის გამო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

''ნანუკა ჟორჟოლიანს ''ერთი ერთში არ გაუკეთებია და ვერც გააკეთებდა

''ნანუკა ჟორჟოლიანს ''ერთი ერთში არ გაუკეთებია და ვერც გააკეთებდა

''პროფილის პროდიუსერი იყო. სექტემბრიდან კი ''ჯიდიესში დაიწყო მუშაობა. გვანცა არხის მთავარი მუსიკალური პროდიუსერია. ბერა ივანიშვილის არხზე მაშინ მივიდა, როცა უნდა გაკეთებულიყო პროექტი ''ერთი ერთში. შოუ ისეთი რეიტინგული გახდა, როგორსაც არ ელოდნენ. ჩვენს რესპონდენტს ზოგადად არხის შესახებ და ამ პროექტზეც ვესაუბრეთ.

- გვანცა, ''რუსთავი 2-დან მეუღლესთან, რეჟისორ თემურ გოგოლაძესთან, ანუ ობობასთან ერთად გადმოხვედი. ძველი სამსახურის დატოვებას ხომ არ ნანობ?

- გასული წლის სექტემბრიდან ''ჯიდიესში ვმუშაობ. ჯერ ობობა გადმოვიდა და მერე მთხოვა, მეც წამოვსულიყავი, იწყებოდა გრანდიოზული გარდასახვითი მუსიკალური პროექტი ''ერთი ერთში. ობობამ იცის ჩემი სიყვარულის შესახებ მეგაპროექტებისადმი. არ უნდოდა ამ პროექტის ჩემ გარეშე გაკეთება. შეიძლება ითქვას, ამ შოუთი ''დამკერა, რომ ძველი სამსახური მიმეტოვებინა. არ ვნანობ, რომ წამოვედი. ეს ის პროექტია, რომლისთვისაც მიღირდა ''რუსთავი 2-დან წამოსვლა.

- დარჩი ''პროფილის მაყურებლად?

- რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს უკვე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, სხვადასხვა გადაცემისა და შოუების სანახავად დრო არ გვრჩებაო. მათ რიცხვს ვეკუთვნი, ვინც ვერ ასწრებს ტელევიზორის ყურებას. ინტერნეტის საშუალებით ვუყურებ იმ გადაცემებს, რომლებიც ძალიან რეზონანსული იყო ან რომელთა ანონსიც მომეწონება. ძალიან ვგულშემატკივრობ ამ გადაცემას და შეიძლება ითქვას, ჩემი გულის ნაწილი ''პროფილშიადარჩენილი. მიყვარს ეს გადაცემა და ყველა ის ადამიანი, ვინც ახლა იქ მუშაობს.

- სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა ნანუკა ჟორჟოლიანის საახალწლო გადაცემა, საიდანაც რამდენიმე ნომერი მაყურებელმა ''ერთი ერთშის ნომრების იდენტურად აღიქვა. როგორია შენი აზრი ამასთან დაკავშირებით?

- შეკითხვაში ერთ შესწორებას შევიტან, ნანუკამ გააკეთა არა ჩვენი შოუს ნომრები, არამედ რამდენიმე მომღერალმა შეასრულა უცხოელი მომღერლის სიმღერა. ბევრი მეგობარი მწერდა, ინბოქსში მიგდებდნენ ნომრებს და მეუბნებოდნენ, ნახე, ნანუკამ ''ერთი ერთში გააკეთაო. რასაკვირველია, დავინტერესდი, რა მოხდა, რადგან ამ პროექტის გაკეთება შეუძლებელია, თუ ეს არ არის ერთი მთლიანი პროექტი. ''ერთი ერთშისგაკეთებას ძალიან დიდი რესურსი სჭირდება და წარმოუდგენელია, ერთმა დამოუკიდებელმა, სხვა სახის გადაცემამ ან თოქშოუმ შეძლოს იგივე. თბილისში არ არსებობს ტექნოლოგიები, რომლითაც შეიძლება გრიმის ჩამოსხმა. არ არსებობენ გრიმიორები, რომლებიც სწორედ ამ ყველაფერზე იმუშავებენ. როცა მითხრეს, რომ ნანუკამ ''ერთი ერთში გააკეთა, ცოტა გამეცინა კიდეც. ის, რომ ქართველმა მომღერლებმა უცხოელების სიმღერები შეასრულეს, ასეთი რამ ნანუკას პირველად არ გაუკეთებია და მეტსაც გეტყვით, ძალიან ბევრჯერ გავაკეთეთ ''პროფილში, უცხოური სიმღერები ვამღერეთ ქართველ შემსრულებლებს. მიხარია, რომ როდესაც სხვა შოუში ვიღაც სტივ უანდერს ასრულებს, ყველას უჩნდება ასოციაცია, რომ ნომერი ''ერთი ერთშიდან გაიმეორეს. ასე რომ, ნაწყენიც არ ვარ. ნანუკა აკეთებს თავის გადაცემას და უნდა გააკეთოს ისეთი რამ, რაც მას რეიტინგს დაუწერს და რაც მას სიამოვნებს. ასე რომ, ამ შემთხვევაში არაფერი კრიმინალური არ მომხდარა და თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ მან ''ერთი ერთში გააკეთა, მე, როგორც მუსიკალური პროდიუსერი ვეუბნები, რომ მას ეს არ გაუკეთებია და ვერც გააკეთებდა ზემოთ ნათქვამი მიზეზების გამო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება